მადლენ დე ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადლენ დე ვალუა
Madeleine of France, bethroted of Ladislaus the Posthumous.jpg
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1443
ტური, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 1495, (51 წლის)
პამპლონა, ნავარის სამეფო
ეროვნება ფრანგები
წოდება ვიანის პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) გასტონი, ვიანის პრინცი
შვილ(ებ)ი ფრანსუა, ნავარის მეფე
კატალინა, ნავარის დედოფალი
მშობლები მამა: შარლ VII, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ანჟუელი

მადლენ დე ვალუა (ფრანგ. Madeleine de Valois, ბას. Maddalen Valoiskoa; დ. 1 დეკემბერი, 1443 — გ. 21 იანვარი, 1495) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის ქალიშვილი. თავიდან დანიშნული იყო უნგრეთის მეფე ვლადისლავ I-ზე, თუმცა მისი ნაადრევი დაღუპვის გამო, იგი ნავარის ტახტის მემკვიდრეს, ვიანის პრინც გასტონ დე ფუას მიათხოვეს, რომელთანაც სულ ორი შვილი შეეძინა, ნავარის მეფე ფრანსუა და ნავარის დედოფალი კატალინა. მადლენის პირდაპირი შთამომავალი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადლენი დაიბადა 1443 წლის 1 დეკემბერს ტურში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის შუათანა ქალიშვილი.

1457 წლის 23 ნოემბერს, პრაღაში შედგა მადლენისა და უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ I-ის ნიშნობა. აქედან მოყოლებული, მადლენი უნგრეთის მომავალ დედოფლად მოიაზრებოდა და ამ მიზეზით, მას შეასწავლიდნენ უნგრულ ენასა და წეს-ჩვეულებებს. თუმცა, როდესაც უკვე საქორწინო სამზადისი მიმდინარეობდა და მადლენიც უნგრეთში იყო გადასახლებული, ვლადისლავს ლეიკემია დაუდგინეს. ამავე, 1457 წელს, 17 წლის ასაკში ვლადისლავი გარდაიცვალა, ისე, რომ მადლენზე დაქორწინება ვერ მოასწრო, რის გამოც იგი მალევე დააბრუნეს საფრანგეთში.

1461 წელს მადლენი ცოლად შერთეს ნავარის დედოფალ ელეონორა I-ის უფროს ვაჟს, ვიანის პრინც გასტონ დე ფუას, რომელთანაც მადლენს ორი შვილი შეეძინა:

  1. ფრანსუა (1466-1483), ნავარის მეფე, გარდაიცვალა 16 წლის, დაუოჯახებელი;
  2. კატალინა (1470-1517), ნავარის დედოფალი, ცოლად გაჰყვა ჟან დ'ალბრეს, რომელთანაც შეეძინა მეფე ანრი II, რომლის ასულიც გახდა ჟანა III, ხოლო უკვე ჟანას ვაჟი, ანრი IV გახდა საფრანგეთისა და ნავარის მეფე;

1470 წელს მადლენის ქმარი, პრინცი გასტონი გარდაიცვალა, 25 წლის ასაკში, ივარაუდება, რომ იგი მოწამლეს. აღსაღნიშნავია, რომ 1472 წელს სცადეს მადლენის ვაჟის, პრინცი ფრანსუას მოწამვლაც, მაგრამ ექიმებმა მას დროული კუჭის ამორეცხვით უშველეს. 1479 წელს მადლენის დედამთილის, დედოფალ ელეონორა I-ის გარდაცვალების შემდეგ, ნავარის მეფე მისი ვაჟი ფრანსუა ხდება. ფრანსუას მცირეწლოვანებიდან გამომდინარე, ნავარის რეგენტად დედამისი, დედა-დედოფალი მადლენ დე ვალუა დაინიშნა. 1483 წელს მადლენის ვაჟი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისე, რომ მემკვიდრე არ დაუტოვებია, ამიტომაც ნავარის დედოფალი ხდება მადლენის ქალიშვილი კატალინა, რომელიც 1484 წელს ცოლად გაჰყვა ალბრეს გრაფ ჟან დ'ალბრეს. ამ დროს კატალინა მხოლოდ 14 წლის იყო, რის გამოც 1494 წლამდე, მისი რეგენტი მადლენი იყო. მადლენის რეგენტობის პერიოდში, ადგილი ჰქონდა მისი მაზლის, ჟან დე ფუას აჯანყებას, რომელიც აცხადებდა, რომ ტახტი მას ეკუთვნოდა და არა კატალინას.

1494 წელს მადლენმა არაგონის მეფე ფერდინანდ II-თან შესძლო და მშვიდობა დაამყარა. 1495 წლის 21 იანვარს, 51 წლის ასაკში. მისმა გარდაცვალებამ ნავარასა და არაგონს შორის კვლავ გააღვივა კონფლიქტი, რასაც ისიც დაერთო, რომ მადლენის გარდაცვალებასთან ერთად ნავარამ საფრანგეთი, როგორც მოკავშირე სამუდამოდ დაკარგა, რასაც 1512 წელს არაგონის მიერ ნავარის დიდი ნაწილის დაპყრობა მოჰყვა შედეგად.

1589 წელს ვალუას დინასტია სამუდამოდ წყვეტს არსებობას, საფრანგეთისა და ნავარის ტახტზე კი ადის მადლენის შვილთაშვილი ანრი IV, ბურბონთა დინასტიიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anthony, Raoul: Identification et Étude des Ossements des Rois de Navarre inhumés dans la Cathédrale de Lescar, París, Masson, 1931.
  • Birkás Géza: Francia utazók Magyarországon, Acta Universitatis Szegediensis: Sectio philologica, 16. Tomus, Szeged, 228 pp., 1948.