იზაბელ დე ვალუა (1348-1373)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელ დე ვალუა
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1348
გარდაცვალების თარიღი 11 სექტემბერი, 1373, (24 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ვერტუს გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ჯან გალეაცო
აცონე
ვალენტინა, ორლეანის ჰერცოგინია
კარლო
მშობლები მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი

იზაბელ დე ვალუა (ფრანგ. Isabelle de Valois, იტალ. Isabella di Valois; დ. 1 ოქტომბერი, 1348 — გ. 11 სექტემბერი, 1373) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელი დაიბადა 1348 წლის 1 ოქტომბერს შატო დე ვენსენში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი.

მისმა ბიძამ, სავოიის გრაფმა ამადეო VI-მ დააკავშირა იგი თავის მომავალ ქმარს, ვერტუს გრაფ ჯან გალეაცო ვისკონტის. მოგვიანებით იზაბელი და ჯან გალეაცო 1360 წლის 8 ოქტომბერს დაქორწინდნენ. იზაბელა მილანში 1361 წელს ჩავიდა, სადაც მას ვერტუს გრაფინიის წოდება მიენიჭა. მასა და ჯან გალეაცოს, ქორწინებიდან სულ ოთხი შვილი შეეძინათ:

  1. ჯან გალეაცო (1366-1376), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. აცონე (1368-1381), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ვალენტინა (1371-1408), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ V-ის ვაჟს, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ს. მისი შვილიშვილი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII;
  4. კარლო (1373-1374), გარდაიცვალა ჩვილობაში;

იზაბელი 1373 წლის 11 სექტემბერს გადაჰყვა მეოთხე ბავშვზე მშობიარობას, 24 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი კიდევ ერთხელ დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილ კატერინა ვისკონტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lundy, Darryl. "The Peerage: Isabel de Valois". Retrieved 28 September 2009.
  • Galeazzo Gian Galeazzo in: Storiadimilano.it .