მარგარიტა ფრანგი (1279-1318)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარიტა ფრანგი
Marguerite de France
MargaridaFrança.jpg
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 სექტემბერი 1299
მმართ. დასასრული: 7 ივლისი 1307
წინამორბედი: ლეონორ კასტილიელი
მემკვიდრე: იზაბელა ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1279
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 14 თებერვალი 1318 (39 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ედუარდ I, ინგლისის მეფე
შვილები: 1. თომასი, ნორფოლკის ერლი
2. ედმუნდი, კენტის ერლი
3. ელეანორა
დინასტია: კაპეტი
მამა: ფილიპ III, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ბრაბანტელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა ფრანგი (ფრანგ. Marguerite de France, ინგლ. Margaret of France; დ. 1279, პარიზი — გ. 14 თებერვალი 1318, ლონდონი) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ბრაბანტელის ნაბოლარა ქალიშვილი. ინგლისის დედოფალი, აკვიტანიის ჰერცოგინია და ირლანდიის ლედი 1299-1307 წლებში როდორც ედუარდ I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ბრაბანტელის ნაბოლარა ქალიშვილი. როცა იგი სამი წლის იყო მამა გარდაიეცვალა და ტახტზე მისი ნახევარძმა ფილიპ IV ავიდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1290 წელს ინგლისის დედოფალი, მეფე ედუარდ I-ის ცოლი ლეონორ კასტილიელი გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში. სამაგიეროდ ახლა გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ ედუარდისა და მარგარიტას ქორწინებით ინგლისსა და საფრანგეთს შორის მშვიდობა დამყარებულიყო. გარდა ამისა, ედუარდ მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა, რის გამოც შიშობდა, რომ თუ ის დაიღუპებოდა უმემკვიდრეოდ დარჩებოდა, ამიტომ ახალი ცოლის შერთვა გახდა საჭირო. 1291 წელს, ინგლისის მეფე ედუარდ I-მა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ს მისი ნახევარდის, პრინცესა მარგარიტას ხელი სთხოვა თავისი ვაჟისთვის და გარანტიად მშვიდობა შესთავაზა. მარგარიტას საოცარი სილამაზით მონუსხულმა ედუარდმა მარგარიტას თავად შერთვა გადაწყვიტა. საქორწინო ხელშეკრულება შედგა, რომლის მიხედვითაც მარგარიტა ცოლად მიჰყვებოდა ედუარდს, ინგლისელები ფრანგებს უთმობდნენ გასკონიას, ხოლო ფრანგები ინგლისელებს ქალაქ ბლანშს აძლევდნენ.

ხელშეკრულების დადებიდან მალევე მარგარიტა ინგლისში გაგზავნეს. ედუარდმა საცოლის დასახვედრად თავისი ძმა, ლანკასტერის ჰერცოგი ედმუნდი გააგზავნა. ამასთან ერთად მარგარიტას უნდა გაჰყოლოდა მისი დაც, პრინცესა ბლანკა, რომელიც ედუარდის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა ედუარდი მოტყუებული დარჩა, რადგან ბლანკა ავსტრიის ერცჰერცოგს გააყოლეს ცოლად და მარგარიტა მარტო ჩავიდა. ამით განრისხებულმა ედუარდმა საფრანგეთს ომი გამოუცხადა, თუმცა მარგარიტაზე ქორწინება არ გადაუფიქრებია. ხუთი წლის შემდეგ პაპმა ბონიფაციუს VIII-მ ქორწინების ნება დართოთ. ამასობაში სიტუაცია ჩაწყნარდა და ედუარდის ვაჟს ცოლად შერთეს ფილიპ IV-ის ასული, საფრანგეთის პრინცესა და ამავდროულად მარგარიტას ძმიშვილი იზაბელა ფრანგი.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას გერბი

ედუარდი 60 წლის იყო და 40 წლით უფროსი იყო მარგარიტაზე. ქორწილი 1299 წლის 8 სექტემბერს შედგა კენტერბერის სასახლეში. მარგარიტას კორონაცია, ფინანსური სიდუხჭირის გამო არასოდეს შემდგარა, ის იყო ინგლისის ისტორიაში პირველი უგვირგვინო დედოფალი. თუმცა ეს არ ამცირებდა მისი, როგორც დედოფლისა და მეფის ცოლის ღირსებასა და ძალაუფლებას, მას ედუარდმა თავისი ხელით დაადგა გვირგვინი, მაგრამ არა იმ ფორმალური წესების დაცვით, რის გამოც შეიძლებოდა კორონაციად ჩათვლილიყო.

ქორწილიდან ძალიან მალე მარგარიტა დაორსულდა. დედოფალი მთელი ორსულობის მანძილზე ლოცულობდა, რომ ვაჟი ყოფილიყო. 1300 წლის 1 ივნისს მან ვაჟი გააჩინა, სახელად თომასი.

შემდეგ წელს მან გააჩინა თავისი მეორე ვაჟი სახელად ედმუნდი.

დედოფალი თავისი სათნოებისა და კეთილშობილების გამო ხალხს ძალიან უყვარდა. მან უამრავი ადამიანი გადაარჩინა მეფის რისხვისაგან. 1305 წელს მან შეასრულა შუამავლის ფუნქცია ედუარდისა და მისი ვაჟის (რომელიც პირველ ცოლთან ჰყავდა) შერიგების საქმეში. დედოფალმა დააარსა თავისი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ქვრივებისა და ობლების დახმარებაზე იყო ორიენტირებული. მას ასევე ძალიან უყვარდა ჭადრაკი და ხშირად თამაშობდა თავის ფრეილინებთან ერთად. იგი ასევე ზრუნავდა თავის გერზე, რომელსაც იგი დედასავით უყვარდა. მარგარიტა ხშირად იცავდა და ექომაგებოდა მას როცა მეფესთან კონფლიქტი ჰქონდა.

მიუხედავად მათი ასაკობრივი სხვაობისა და შეუფერებლობისა, ედუარდი და მარგარიტა ბედნიერი წყვილი იყო. 1305 წელს გარდაიცვალა მარგარიტას და, ავსტრიის ერცჰერცოგინია ბლანკა ფრანგი. მეფემ ბრძანება გასცა, რომ ის მთელს სამეფო კარს უნდა ეგლოვა და რათა დედოფალს თანაგრძნობა ეგრძნო. ედუარდს ძალიან უყვარდა და აფასებდა ცოლს მისი სილამაზის, კეთილშობილების, სათნოებისა და ღვთისმოშიშობის გამო. 1306 წელს მარგარიტამ გოგონა გააჩინა, რომელსაც ედუარდის პირველი საყვარელი ცოლის პატივსაცემად ელეანორა დაარქვა, რამაც ბევრის გაოცება გამოიწვია.

1307 წელს ედუარდი შოტლანდიაში გაემგზავრა დიპლომატიური მისიით, სადაც დედოფალი მარგარიტაც ახლდა. სწორედ იქ გარდაიცვალა ედუარდ I, 68 წლის ასაკში.

ქვრივი დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა რომ დაქვრივებისას მარგარიტა 26 წლის იყო, ის ედუარდის პატივისცემის ნიშნად მეორედ აღარ გათხოვილა. მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„ედუარდთან ერთად, ყველა კაცი გარდაიცვალა ჩემთვის !“

როგორც კი ტახტზე მისი გერი ედუარდ II ავიდა მის ვაჟებს ტიტულები ებოძათ. იგი დაესწრო ედუარდისა და თავისი ძმიშვილის, იზაბელა ფრანგის ქორწილს. იგი დაესწრო იზაბელას ინგლისის დედოფლად კორონაციას, რის შემდეგაც მალევე დატოვა ინგლისი და თავის ძმასთან, საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-თან გაემგზავრა გაურკვეველი დროით, რომელიც 1312 წელს გარდაიცვალა. ედუარდ II-მ დაბრუნებულ საყვარელ დედინაცვალს დიდი მამულები და საუცხოო სასახლე აჩუქა. ცნობილია, რომ მან მარგარიტას ყოველთვიური პენსიაც დაუნიშნა 40 000 დუკატის ოდენობით.

1312 წელს დაესწრო მომავალი მეფის, ედუარდ III-ის დაბადებას.

1318 წლის 14 თებერვალს მარგარიტა ფრანგი თავის რეზიდენციაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ქმრის გვერდით. მისი ლამაზად მოჩუქურთმებული აკლდამა, მომავალში ინგლისის რეფორმაციის დროს განადგურდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თომასი (დ. 1 ივნისი 1300 - გ. 4 აგვისტო 1338), ნორფორლკის ერლი, ცოლად შეირთო ჯერ ალისა დე ჰალი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მეორედ იქორწინა მერი დე ბრეუესზე, ჰყავდა სამი შვილი;
  2. ედმუნდი (დ. 5 აგვისტო 1301 - გ. 19 მარტი 1330), კენტის ერლი, ცოლად შეირთო მარგარეტ უეიკი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  3. ელეანორა (დ. 4 მაისი 1306 - გ. 1311), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boutell, Charles (1863), A Manual of Heraldry, Historical and Popular, Winsor & Newton.
  • Bradbury, Jim (2007). The Capetians, Kings of France 987-1328. Hambledon Continuum.
  • Crawford, Anne (2003). "Margaret of France (c.1277-1318)". In Hartley, Cathy. A Historical Dictionary of British Women. Europa Publications.
  • Dodd, Gwilym; Musson, Anthony, eds. (2006). The Reign of Edward II: New Perspectives. York Medieval Press.200.
  • Parsons, John Carmi (2004). "Margaret (1279?–1318)". Oxford Dictionary of National Biography (Online ed.). Oxford, UK: Oxford University Press. Retrieved January 15, 2008.
  • Prestwich, Michael (1988). Edward I. University of California Press.
  • Stanton, Anne Rudloff (2001). The Queen Mary Psalter: A Study of Affect and Audience. Volume 91 Part 6. American Philosophical Society.
  • Williamson, David (1986). Kings and Queens of Britain. Topsfield, MA: Salem House Publ. ISBN 0-88162-213-3.
მარგარიტა ფრანგი (1279-1318)
დაიბადა: 1279 გარდაიცვალა: 14 თებერვალი 1318
წინამორბედი:
ლეონორ კასტილიელი
ინგლისის დედოფალი შემდეგი:
იზაბელა ფრანგი