მარი ადელაიდა ფრანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი ადელაიდა ფრანგი
Nattier, Jean-Marc - Marie Adélaïde of France - Versailles MV 8544.jpg
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1732
ვერსალი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 1800, (67 წლის)
ტრიესტი, იტალია
ეროვნება ფრანგი
წოდება ლუვუას ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ლეშჩინსკა
ხელმოწერა Signature of Marie Adélaïde of France in 1753 at the wedding of the Prince of Condé and Charlotte de Rohan.jpg

მარი ადელაიდა ფრანგი (ფრანგ. Marie Adélaïde de France; დ. 23 მარტი, 1732, ვერსალი, საფრანგეთი — გ. 27 თებერვალი, 1800, ტრიესტი, იტალია) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის პრინცესა, როგორც ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მეექვსე შვილი.

როგორც საფრანგეთის მეფის ლეგიტიმური ქალიშვილი, იგი ატარებდა საფრანგეთის ქალიშვილის (ფრანგ. Fille de France) წოდებას. ასევე როგორც მეფის მეოთხე ასულს ჰქონდა მადამ მეოთხეს (ფრანგ. Madame Quatrième), ხოლო მას შემდეგ რაც 1733 მისი უფროსი და, მარია ლუიზა გარდაიცვალა იგი მადამ მესამე გახდა. 1737-55 წლებში იყო მადამ ადელაიდა, 1755-59 წლებში იყო უბრალოდ მადამი, ხოლო 1759 წლიდან გარდაცვალებამდე კვლავ მადამ ადელაიდა.

1777 წლიდან 1792 წლამდე მარი ადელაიდა თავის დასთან, მადამ სოფისთან ერთად ატარებდა ლუვუას ჰერცოგინიის წოდებას, რომელიც მათ მისმა ძმიშვილმა, საფრანგეთის მეფე ლუი XVI-მ უბოძათ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ადელაიდა ფრანგი დაიბადა 1732 წლის 23 მარტს ვერსალის სასახლეში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მეექვსე შვილი. მას სახელი ლუი XV-ის დედის, საფრანგეთის დოფინ მარია ადელაიდა სავოიელის პატივსაცემად დაარქვეს.

მადამ ადელაიდა ვერსალში იზრდებოდა თავის უფროს დებთან, მადამ ლუიზა ელიზაბეტთან, მადამ ანა ანრიეტასთან, მადამ მარი ლუიზასთან და ასევე ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონთან ერთად.

1738 წლიდან მოყოლებული, ადელაიდას უმცროსი დები ფონტენბლოს სასახლეში გადაიყვანეს აღსაზრდელად, უფროსები კი ვერსალში დატოვეს. ეს იყო კარდინალ ფლორის იდეა, რომელსაც ლუი XV-ზე დიდი გავლენა ჰქონდა და რომელიც თვლიდა, რომ გარყვნილებითა და აზარტული თამაშებით სავსე ვერსალი პატარა ბავშვების ადგილი არ იყო. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ადელაიდაც ფონტენბლოში გაეშვათ, თუმცა მამამისისა და მისი უფროსი ძმის სურვილით იგი ვერსალში დარჩა.

სამეფო ბავშვები ჰერცოგინია მარი იზაბელ დე როანის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდნენ. მადამ დე როანის განცხადებით, მადამ ადელაიდა სწავლისას ყველა საგანში სუსტი და ზარმაცი იყო, თუმცა საოცარი სისწრაფით ითვისებდა ყველა საკრავზე დაკვრას. როდესაც მისმა მშობლებმა შეიტყვეს, რომ ადელაიდას უფრო მეტად მუსიკა აინტერესებდა, მისთვის სპეციალურად იტალიიდან ჩამოიყვანეს საუკეთესო რეპეტიტორები. უკვე თორმეტი წლის ასაკიდან მას და მის დებს ყველაფრის ნება დართეს. მათაც დიდების მსგავსად შეეძლოთ ეთამაშათ აზარტული თამაშები, ეფლანგათ ფული და დასწრებოდნენ ნებისმიერ ბანკეტსა და ღონისძიებას. ადელაიდა, თავისი უფროსი დის, მადამ ანრიეტას მსგავსად დების მოსანახულებლად არასდროს დადიოდა ფონტენბლოში, თუმცა 1744 წლიდან მოყოლებული ყოველ კვირას ისინი მამასთან ერთად პარიზის ოპერაში დადიოდნენ. 1746 წელს კი ხუთი დღის მანძილზე, სრულიად დაუღალავად ანრიეტა და ადელაიდა მამასთან ერთად ნადირობდნენ.

ლუი XV-ის მეფობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადამ ადელაიდა, შესრულებულია 1749 წელს ჟან მარკ ნატიერის მიერ

ადელაიდა არასდროს ყოფილა დაქორწინებული. 1740-იანი წლებიდან, როდესაც უკვე მისი და მისი დების გათხოვების დრო დადგა, მხოლოდ მისი უფროსი და ლუიზ ელიზაბეტი გათხოვდა, ვინაიდან იმ დროის ეპოქაში არავინ იყო კათოლიკე პრინცი, რომელიც ისეთი მდიდარი და მომხიბლავი იქნებოდა, რომ საფრანგეთის პრინცესა გაჰყოლოდა ცოლად, რის გამოც ისინი გასათხოვრები რჩებოდნენ. მადამ ადელაიდას საქმროებად ჯერ კონტის პრინცი, ხოლო შემდეგ საქსონიის კურფიურსტი ფრანც ხავიერი მოიაზრებოდნენ. თუმცა თავად ადელაიდამ ყველა საქმრო უარით გაისტუმრა. არსებობდა მოსაზრება, რომ თინეიჯერობის ასაკში მას ერთი კაცი უყვარდა, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია. 1761 წელს, როდესაც მას უკვე გავლილი ჰქონდა ის ასაკი, როდესაც პრინცესები ქორწინდებოდნენ, მოულოდნელად მისი ხელი ითხოვა ესპანეთის დაქვრივებულმა მეფე კარლ III-მ. თავდაპირველად ადელაიდა ესპანეთის დედოფლობის პერსპექტივამ მოხიბლა და კარლზე ქორწინებაზე თანახმა იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც კარლის პორტრეტი იხილა ქორწინებაზე უარი თქვა.

1748-50 წლებში მისი სამი უმცროსი და ფონტენბლოდან ვერსალში გადავიდა და შეიქმნა ოთხი დაუქორწინებელი დის კამპანია, მადამ ადელაიდა კი ამ ჯგუფის "უფროსი" გახდა. ამ კამპანიაში შედიოდნენ მისი სამი უმცროსი და — მადამ ვიქტორია, მადამ სოფი და მადამ ლუიზი. ცნობილია, რომ დები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდნენ და ერთმანეთს ხუმრობით მეტსახელებსაც ეძახდნენ.

მადამ ადელაიდა აღწერილი იყო როგორც ინტელექტუალურად ლამაზი. საფრანგეთის სამეფო კარის მემატიანეები მასზე წერდნენ: "იგი ემოციურია, აქვს ტიპური ბურბონის ნათელი და შემაშფოთებელი სილამაზე, რომელიც საოცრად ელეგანტურია", "მას დიდი და მუქი თვალები აქვს, რომელიც ერთდროულად მის მგზნებარე და რბილ ხასიათს გამოხატავს". ადელაიდას დომინანტური ხასიათ ჰქონდა და ყოველთვის ყველაზე უფროსობა უყვარდა. იგი არამხოლოდ დებს, არამედ თავის უფროს ძმასაც კი ეუფროსებოდა ხოლმე. ადელაიდას დედის მსგავსად ძალიან უყვარდა ფრანგული ეტიკეტის უმკაცრესი ნორმების ზუსტად შესრულება, იგი ყოველთვის მკაცრი ხმითა და მოკლე პასუხებით საუბრობდა. ბავშვობაში მან მამას ინგლისში შეჭრა და მისი დამარცხება მოსთხოვა, რადგან მას იგი იუდას ქვეყანას ეძახდა. ვინაიდან იგი დაქორწინებული არ იყო პოლიტიკური ძალაუფლებაც არ ჰქონდა, თუმცა მას ძალიან ამბიციური ხასიათი ჰქონდა და ყოველთვის ახერხებდა უდიდესი ძალაუფლების მოპოვებას მამაზე ანუ მეფეზე, ძმაზე ანუ დოფინზე და შემდგომში თავის ძმიშვილ მეფეზე გავლენის მოხდენით.

მადამ ადელაიდა 1751 წელს

მადამ ადელაიდა, ისევე როგორც მისი დანარჩენი და-ძმები გამალებით ცდილობდნენ მამის, მეფე ლუი XV-ისათვის როგორმე ჩამოეშორებინათ მადამ დე პომპადური, რომელიც 1745 წლიდან მოყოლებული მისი სამეფო საყვარელი იყო. 1750 წლის დასაწყისში პომპადური მძიმედ დაავადდა და მეფესთან ვიზიტებს ვეღარ ახერხებდა, ადელაიდამ კი ეს დრო მამასთან დასაახლოვებლად და მასზე გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენა. ადელაიდა დებს შორის ყველაზე ლამაზი იყო. იგი ხშირად დადიოდა მამასთან და განმარტოვებით საუბრობდა მასთან. მალე მათ იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ ვერსალში ხმა გავრცელდა, თითქოსდა მამა-შვილს ინცესტური ურთიერთობა ჰქონდათ. ჭორები ასევე ამტკიცებდა, რომ სწორედ ადელაიდა იყო 1755 წელს დაბადებული ლუი XV-ის უკანონო ვაჟის დედა. ცხადია ამ ჭორებს რეალური მტკიცებულება არ გააჩნია და ისევე, როგორც მრავალი სხვა რამ უბრალოდ ბოროტი ენების გამოგონებულია და ზემოთ ხსენებული უკანონო ვაჟიც მეფეს თავის ერთ-ერთ საყვარელ ფრანსუაზ დე შალუსთან ჰყავდა, რომელიც მანამდე ადელაიდას ფრეილინა იყო.

1764 წლიდან, ანუ მადამ დე პომპადურის გარდაცვალებიდან 1768 წლამდე, ანუ ლუი XV-ის ახალი საყვარლის, მადამ დიუ ბარის გამოჩენამდე მეფეზე უდიდესი გავლენა სწორედ მადამ ადელაიდას ჰქონდა, რომელსაც ლუი ყველაფრის ნებას რთავდა. მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე მეფეს სამეფო საყვარელი არ ჰყოლია, 1768 წელს კი დედოფალ მარია ლეშჩინსკას გარდაცვალებამ ლუი დეპრესიაში ჩააგდო, რამაც მთელი ძალაუფლება ადელაიდას ჩაუგდო ხელში. მალე ადელაიდამ პარიზის მთავარეპისკოპოსთან ერთად მეფისათვის ახალი დედოფლის ძებნა დაიწყო. მათი აზრით მეფეს ახალი ქალი სჭირდებოდა გვერდით და ეს არა საყვარელი, არამედ საფრანგეთის ახალი დედოფალი უნდა ყოფილიყო. ასევე მათი მოსაზრებით ლუის შესაფერისი მეუღლე ქვრივი ჰერცოგინია დე ლამბალი იყო. თუმცა ქორწინებაზე უარი თავად ლამბალმა თქვა, რომელმაც მამისაგან ნებართვა მიიღო და მთელი დარჩენილი ცხოვრება გარდაცვლილი მეუღლის გლოვა სურდა. ამის შემდეგ მეფეს მის საცოლედ ერცჰერცოგინია მარია ელიზაბეთ ავსტრიელი შესთავაზეს, რომელიც თავისი სილამაზით სახელგანთქმული იყო, თუმცა როდესაც მან ჩუტყვავილა გადაიტანა, სახე დაუმახინჯდა და საქორწინო მოლაპარაკებებიც შეწყდა. სწორედ ამის შემდეგ ლუი XV-მ საყვარლად მადამ დიუ ბარი გაიჩინა, რაც ადელაიდამ დიდად გააპროტესტა, თუმცა სრულიად უშედეგოდ.

ლუი XVI-ის მეფობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის რევოლუცია და დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Achaintre, Nicolas Louis, Histoire généalogique et chronologique de la maison royale de Bourbon, Vol. 2, (Rue de L'École de Médecine, 1824), 154.
  • Latour, Louis Therese, Princesses Ladies And Salonnieres of The Reign of Louis XV, 1927
  • Madame Campan, Memoirs of the Court of Marie Antoinette, Queen of France, Project Gutenberg
  • Jill Berk Jiminez, Dictionary of Artists' Models, London, 2001
  • Joan Haslip (1991). Marie Antoinette. ISBN.
  • Giacomo Casanova: History of My Life, Volyme 11–12
  • Madame Campan, Memoirs of the Court of Marie Antoinette, Queen of France, Project Gutenberg
  • Joan Haslip (1991). Marie Antoinette (in Swedish). ISBN.
  • In any case, their close relationship was a temporary one. Joan Haslip (1991). Marie Antoinette (in Swedish). p. 38. ISBN.
  • Joan Haslip (1991). Marie Antoinette (in Swedish). p. 39. ISBN.
  • Boigne, Louise-Eléonore-Charlotte-Adélaide d'Osmond, Memoirs of the Comtesse de Boigne (1781-1814), London, Heinemann, 1907
  • Hardy, B. C. (Blanche Christabel), The Princesse de Lamballe; a biography, 1908, Project Gutenberg, retrieved 2-05-17
  • Maxwell-Scott, Mary Monica, Madame Elizabeth de France, 1764-1794, London : E. Arnold, 1908