ბერენგარია ნავარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერენგარია ნავარელი
Berengaria of Navarre, queen of England.jpg
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 12 მაისი, 1191
მმართ. დასაწყისი: 12 მაისი, 1191
მმართ. დასასრული: 6 აპრილი, 1199
წინამორბედი: ელეონორ აკვიტანიელი
მემკვიდრე: იზაბელა ანჟულიმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1165-1170
დაბ. ადგილი: პამპლონა, ნავარის სამეფო
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1230, (59-65 წლის)
გარდ. ადგილი: ლე-მანი, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: რიჩარდ I, ინგლისის მეფე
დინასტია: ხიმენესები
მამა: სანჩო VI, ნავარის მეფე
დედა: სანჩა კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბერენგარია ნავარელი (ბას. Berengela Nafarroakoa, ესპ. Berenguela de Navarra, ფრანგ. Bérengère de Navarre, ინგლ. Berengaria of Navarre; დ. დაახლ. 1165-1170, პამპლონა, ნავარა — გ. 23 დეკემბერი, 1230, ლე-მანი, საფრანგეთი) — ხიმენესების დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე სანჩო VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სანჩა კასტილიელის შუათანა ქალიშვილი. ინგლისის დედოფალი 1191-1199 წლებში როგორც რიჩარდ I ლომგულის მეუღლე.

ტრადიციულად იგი ცნობილია, როგორც "ერთადერთი ინგლისის დედოფალი რომელსაც არასდროს დაუდგამს ფეხი ქვეყანაში". შესაძლოა ბერენგარია მართლაც ესტუმრა ინგლისს, თუმცა რიჩარდის გარდაცვალების შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც უკვე აღარ იყო ინგლისის დედოფალი, აქედან გამომდინარე მასსა რიჩარდს შვილები არ ჰყოლიათ. იგი ჯვაროსნულ ეპოქაში ცხოვრობდა და ქმართან ერთად მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც იმყოფებოდა. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, სადაც იგი გულუხვ შესაწირს აძლევდა ეკლესიას. თუმცა მისი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ტახტზე მისი მაზლი, მეფე ჯონ უმიწაწყლო ავიდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერენგარია სავარაუდოდ დაიბადა 1165-დან 1170 წლამდე. იგი იყო ნავარის მეფე სანჩო VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სანჩა კასტილიელის შუათანა ქალიშვილი.

1185 წელს მეფე სანჩომ ფრანგებს მონრეალი დაუთმოთ. ამ ამბიდან მალევე ნავარელების გადმოსაბირებლად ინგლისის დედოფალმა ელეონორ აკვიტანიელმა, მოითხოვა ბერენგარიასა და მისი შუათანა ვაჟის, პრინცი რიჩარდის ქორწინება. ამ ქორწინების მიზანი იყო აკვიტანიის საჰერცოგოს სამხრეთ საზღვართან მდებარე ნავარის მის მოკავშირედ ქცევა, რათა სამხრეთში მდებარე მოკავშირე კასტილიას (რომლის დედოფალიც რიჩარდის და იყო) უფრო ადვილად შესძლებოდა აკვიტანიელებისა და ინგლისელების დახმარება ფრანგებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ბერენგარიამ მალევე შეისწავლა როგორც აკვიტანიური, ისე ინგლისური ენა და კულტურა. მისი რეპუტაცია ევროპაში საკმაოდ მაღალი იყო. ცნობილია, რომ რიჩარდი და ბერენგარია ქორწილამდე ერთი წლით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს და მომავალი მეუღლით კმაყოფილნი დარჩნენ.

1190 წელს დედოფალი ელეონორა მეფე სანჩოსთან მოსალაპარაკებლად თავად ჩავიდა პამპლონაში, სადაც მას დიდი ბანკეტით დახვდნენ ოლეტის სამეფო სასახლეში. ბერენგარიასა და რიჩარდის ქორწინება ამ დროისათვის შეუძლებელი იყო, რადგან რიჩარდი ამ დროს საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ის ნახევარ-დაზე, პრინცესა ალისზე იყო დანიშნული (რომელიც ასევე ელეონორ აკვიტანიელის ქალიშვილი იყო). 1190 წელს ქალაქ მესინაში საბოლოოდ ჩაშალა რიჩარდმა ალისაზე ნიშნობა. მაგრამ ამის მიზეზი ბერენგარია არ ყოფილა. გავრცელდა ჭორები, რომ ალისს რიჩარდის მამასთან, ინგლისის მეფე ჰენრი II-თან ჰქონდა რომანი და მასთან უკანონო შვილიც ჰყავდა. ამრიგად რიჩარდსა და ალისს შორის ქორწინება ყოვლად შეუძლებელი გახდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორი და ბერენგარია მალევე ძალიან დაახლოვნდნენ და მესინაში გაემგზავრნენ. ამ დროს რიჩარდი მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში იყო, ქალაქ მესინაში, სადაც იგეგმებოდა მათი ქორწილი. გზად ელეონორი და ბერენგარია სიცილიის სამეფოში შეჩერდნენ, სადაც ისინი შეხვდნენ ელეონორის კიდევ ერთ ქალიშვილს, სიცილიის ქვრივ დედოფალ ჯოანას. ჯოანა მალე ბერენგარიას უახლოესი მეგობარი და თანამგზავრი გახდა. ცოტა ხნით ბერენგარია ჯოანასთან დარჩა სიცილიაში. ამის შემდეგ, წმინდა მიწისაკენ მიმავალ გზაზე ბერენგარია და ჯოანა კვიპროსში შეჩერდნენ, სადაც შეხვდნენ მის მეფეს — ისააკ კომნენოსს. ისააკი მათ მიმართ თავიდანვე მტრულად განეწყო და მალე მათი დახოცვაც განიზრახა. განრისხებულმა რიჩარდმა მალევე დაამხო კომნენოსის მმართველობა და იხსნა ისინი. რიჩარდმა დაიპყრო კვიპროსი და პლაცტარმად გამოიყენა. სწორედ ამ კუნძულზე, 1191 წლის 12 მაისს დაქორწინდნენ ბერენგარია და რიჩარდი, ქალაქ ლიმასოლის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება არასდროს არ ყოფილა კონსულირებული, წყვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რიჩარდმა ბერენგარია ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც კი წაიყვანა. დედოფლის ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასვლა ძალიან უჩვეულო ამბავი იყო, რომელიც აქამდე მხოლოდ რიჩარდის დედას, დედოფალ ელეონორ აკვიტანიელს ჰქონდა გაკეთებული. როცა ელეონორა ჯერ კიდევ საფრანგეთის დედოფალი იყო, იგი მეფე ლუი VII-ს სულ თან ახლდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობისას. ამ საშინელმა სანახაობებმა, სტრესმა და გაწელილმა მოლაპარაკებებმა დიდი ზიანი მიაყენა მათ ურთიერთობას. მალევე ბერენგარიას მობეზრდა ლაშქრობა და თავის მულთან დაბრუნდა სიცილიაში. მალევე რიჩარდმაც შეწყვიტა ლაშქრობა, თუმცა ინგლისში დაბრუნებისას იგი ავსტრიის ჰერცოგმა ტყვედ ჩაიგდო. ბერენგარიამ სასწრაფოდ შეაგროვა გამოსასყიდი და რიჩარდი დაიხსნა. მეფე მალე ინგლისში დაბრუნდა, თუმცა დედოფალი მას არ გაჰყოლია.

როცა რიჩარდი ინგლისში დაბრუნდა გადაწყვიტა ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება რომელიც მისმა ძმამ წაართვა ან ფრანგებმა დაიბრუნეს, ამიტომ მან მთელი ყურადღება არა დედოფლის, არამედ საფრანგეთისკენ მიაპყრო. რიჩარდს პაპმა ცელესტინ III-მ ცოლის ქვეყანაში ჩაყვანისა და მემკვიდრის გაჩენისაკენ მოუწოდა. რიჩარდი მართალია მთლიანად საფრანგეთის წინააღმდეგ ომებისკენ იყო გადართული, მაგრამ ეკლესიას ვერ შეეწინააღმდეგა და ბერენგარიას ინგლისში მოუხმო. 1199 წელს სანამ დედოფალი ინგლისში ჩავიდოდა, რიჩარდი ფრანგებმა მოკლეს ალყის დროს. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ბერენგარიას ქმარი გულწრფელად უყვარდა, თუმცა რიჩარდის მისდამი გრძნობები მხოლოდ ფორმალური იყო, რადგან ეს ქორწინება პოლიტიკური კავშირი უფრო იყო ვიდრე რომანტიკული ცოლ-ქმრობა.

ქვრივი დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერენგარია რიჩარდის სიცოცხლეში ინგლისში არასდროს არ ყოფილა. სწორედ ამიტომაც ინგლისელებმა მას ცოტა გრძელი მეტსახელი შეარქვეს: "აერთადერთი ინგლისის დედოფალი რომელსაც არასდროს დაუდგამს ფეხი ქვეყანაში", რაც წმინდა წყლის სიმართლეა რადგან თავისი დედოფლობის პერიოდში იგი არცერთხელ არ სწვევია ინგლისს. იგი რიჩარდის გარდაცვალების შემდეგ ჩავიდა ქვეყანაში, რათა თავისი მდგომარეობის შესახებ გაეგო. ვინაიდან მას რიჩარდისგან არც შვილი არ ჰყოლია და არც მასთან არ წოლილა, დედა-დედოფალმა ელეონორ აკვიტანიელმა მას დედოფლის პენსია შეუწყვიტა. ამან პაპი ინოკენტი III განარისხა და ელეონორას ამაზე შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ჯონ უმიწაწყლომ მას ყოველთვიური პენსია დაუნიშნა 4 000 გირვანქის სახით, მას შემდეგ კი რაც ტახტზე ჰენრი III ავიდა მისი პენსია გაიზარდა.

საბოლოოდ ბერენგარია საფრანგეთის ქალაქ ლე-მანში დასახლდა სადაც მდიდრულად ცხოვრობდა. 1230 წლის 23 დეკემბერს კი უკვე ხანში შესული ბერენგარია გარდაიცვალა, სიმდიდრესა და ფუფუნებაში, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hilton, Lisa (2008). Queens Consort, England's Medieval Queens. Great Britain: Weidenfeld & Nichelson. p. 142. ISBN 978-0-7538-2611-9.
  • Weir, Alison (1999). Eleanor of Aquitaine, a Life. London: Jonathan Cape. p. 258. ISBN 0-345-40540-4.
  • Nicholson, Helen J. (1997). Chronicle of the Third Crusade: A Translation of the Itinerarium Peregrinorum et Gesta Regis Ricardi. Ashbury, UK: Ashgate. p. 189. ISBN 1-85928-154-0.
  • Trindade, Anne (1999). Berengaria: In Search of Richard the Lionheart's Queen. Dublin, Ireland: Four Courts Press. p. 23.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]