ჰენრი II
ჰენრი II | |
---|---|
![]() | |
ინგლისის მეფე | |
კორონაცია: | 19 დეკემბერი, 1154 |
მმართ. დასაწყისი: | 19 დეკემბერი, 1154 |
მმართ. დასასრული: | 6 ივლისი, 1189 |
წინამორბედი: | სტეფან ბლუელი |
მემკვიდრე: | რიჩარდ I ლომგული |
სხვა წოდებები: |
ანჟუსა და მენის ჰერცოგი (1170-1183) ნორმანდიის ჰერცოგი (1170-1183) აკვიტანიის ჰერცოგი (1152-1189) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 მარტი, 1133 |
დაბ. ადგილი: | ლე-მანი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 6 ივლისი, 1189 (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | შინონი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | ფონტევროს სააბატო, ანჟუ, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ელეონორ აკვიტანიელი (ქ. 1152) |
შვილები: |
ჰენრი, ინგლისის მეფე მატილდა, საქსონიის ჰერცოგინია რიჩარდ I, ინგლისის მეფე ჯეფრი II, ბრეტანის ჰერცოგი ელეონორა, კასტილიის დედოფალი ჯოანა, სიცილიის დედოფალი ჯონი, ინგლისის მეფე |
დინასტია: | პლანტაგენეტები |
მამა: | ჟოფრუა, ანჟუს ჰერცოგი |
დედა: | მატილდა, ინგლისის დედოფალი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჰენრი II პლანტაგენეტი (ინგლ. Henry II Plantagenet; დ. 5 მარტი, 1133, ლე-მანი — გ. 6 ივლისი, 1189, შინონი) — ნორმანდიის და აკვიტანიის ჰერცოგი, ანჟუს გრაფი და ინგლისის მეფე 1154–1189 წლებში. მცირე ხნის განმავლობაში მას დაპრობილი ჰქონდა უელსი, შოტლანდია, აღმ. ირლანდია და დას. საფრანგეთი. ჰენრი II პირველი პლანაგენეტი იყო ინგლისის ტახტზე. მისი მეტსახელები იყო: „მოკლე მოსასხამი“ (ფრანგ. Court-manteau), „იმპერატრიცას ძე“ (ინგლ. Fitz Empress) და „სამართილიანობის ლომი“ (ინგლ. The Lion of Justice).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრი II ტახტზე ავიდა 1154 წელს. გამეფებისთანავე დაიწყო მეზობელი მიწების დაპყრობა.ხანმოკლე დროით დაიპყრო: უელსი, შოტლანდია და აღმოსავლეთი ირლანდია. ასევე დაიპყრო საფრანგეთის რეგიონებიც (ანჟუ, აკვიტანია, ბორდო). ეს მიწები მოგვიანებით თავის ვაჟებს დაურიგა. მის დროს გატარებულმა რეფორმამ საფუძველი ჩაუყარა 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობას სასამართლო პროცესში[1]. 1164 წელს მან გამოსცა კანონი, რომელიც ზღუდავდა ეკლესიას. ამან უთანხმოება გამოიწვია ჰენრი II-სა და კენტერბერის არქიეპისკოპოს წმინდა ტომას ბეკეტს შორის. ჰენრი II-მ ვერანაირად ვერ შეძლო ოპოზიციონერი მღვდლის მორჯულება. ბოლოს 1170 წელს თავის რაინდებს მოაკვლევინათ კენტერბერის მონასტერში. ამ მოვლენამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ინგლისელ პილიგრიმთა შორის. ჰენრი II-მ 1172 წელს თავისი ვაჟი რიჩარდი აკვიტანიის ჰერცოგად დანიშნა. ხოლო უმცროს ვაჟს ჯონს არ მისცა მიწა, რისთვისაც „უმიწაწყლო“ უწოდეს. ჰენრი II გარდაიცვალა 1189 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Henry II World History Database დაარქივებული 2012-11-20 საიტზე Wayback Machine.
- Medieval Sourcebook: Angevin England დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
- The Henry Projectდაარქივებული 2012-09-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის", ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი", გვ. 97, ISBN 978-9941-419-01-0