ხაჩქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხაჩქარი ჰაღარწინის მონასტერთან, დილიჯანი.

ხაჩქარი (სომხ. խաչքար < სომხ. խաչ [ხაჩ] — „ჯვარი“ და სომხ. քար [ქარ] — „ქვა“) — ქვაჯვარი, შუასაუკუნეების სომხური ძეგლი, ვერტიკალურად მდგარი ქვის ფილა, რომელზედაც ამოკვეთილია რთულ ორნამენტულ კომპოზიციაში ჩასმული დიდი ჯვრის გამოსახულება. როგორც წესი იდგმებოდა გზასთან, მონასტერთან და ტაძრების ფასადზე ან მათ შიგნით მდებარეობს და გავრცელებული პრაქტიკაა თითქმის მთელ სომხეთში.

სულ სომხეთის ტერიტორიაზე ითვლიან რამდენიმე ათას ხაჩქარს და ყოველი მათგანი გამოირჩევა თავისებური ორნამენტებით (თუმცა ისინი შესრულებულია ერთსადაიმავე სტილში). გავრცელებულია IX საუკუნიდან. ფიქრობენ რომ წარმოიშვა ადრინდელ ქრისტიანული სტელიდან. თავდაპირველად კვეთულობა მონუმენტური ხასიათისა იყო, XII საუკუნიდან ადრინდელი ჯვრის ფონი აჭურული ორნამენტით დაიფარა.

ხაჩქარების ყველაზე გავრცელებული მოტივია ჯვარი, იშვიათად ჯვარცმა, როზეტით ან მზის დისკოთი მის ქვეშ. დარჩენილი ნაწილი, როგორც წესი, მორთულია ვაზის, ფოთლების ან აბსტრაქტული ხლართულის ორნამენტებით. ხანდახან მას თან ახლავს კარნიზი, რომელზეც ბიბლიური ან წმინდანთა გამოსახულებებია დატანებული.

ხაჩქარის აღმართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი უნდა ყოფილიყო ვოტივი, ანუ აღთქმა ვინმეს (ცოცხალის ან გარდაცვლილის) სულის გადასარჩენად. თუმცა იყო სხვა მიზეზებიც, როგორიცაა საბრძოლო გამარჯვება, ეკლესიის აშენების თარიღი, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაცვა და მისთ. ხაჩქართა ყველაზე გავრცელებული ადგილი საფლავებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]