ვენესუელელები
| ვენესუელელები | |
|---|---|
| საერთო მოსახლეობა | |
| ±30,000,000 | |
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
| 27 800 000 | |
| 220,000[1] | |
| 150,000 | |
| 100,000 | |
| 8,035[2] | |
| 2000 | |
| ენები | ესპანური და ადგილობრივი ენები |
| რელიგიები | ძირითადად კათოლიციზმი, ასევე სხვა მცირე რელიგიური ჯგუფები. მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად არის ანიმიზმის მიმდევარი |
ვენესუელელები — მრავალეთნიკური ერი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის ტერიტორიაზე. ვენესუელელების უმეტესობა არის კათოლიკე და საუბრობს ესპანურად. ისინი წარმოადგენენ ევროპელების, აფრიკელებისა და ინდიელების ნარევს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს დაახლოებით 28 მილიონი ადამიანით ვენესუელა წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობით მეექვსე ქვეყანას ლათინურ ამერიკაში,[3] ბრაზილიის, მექსიკის, არგენტინის, კოლუმბიისა და პერუს შემდეგ.
მოსახლეობის 90%-ზე მეტი ცხოვრობს ურბანულ ტერიტორიებზე, რაც მსოფლიოში საშუალო მაჩვევნებელზე ბევრით მეტია. წიგნიერების მაჩვენებელი შეადგენს 98%-ს რაც ასევე დიდია მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ დიდია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეადგენს ახალგაზრდობას, 30% არის 14 წლამდე და მხოლოდ 4% არის 65 წელს გადაცილებული.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Detailed Tables – American FactFinder
- ↑ ¿ Cuántos venezolanos hay en Canadá y en Québec?
- ↑ Venezuela დაარქივებული 2009-05-13 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, updated 12 December 2006.