აპურე (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აპურე
Apure
Río Apure 2.jpg
მდინარე აპურე
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ქალაქები გუასდუალიტო
სან-ფერნანდო-დე-აპურე.
სათავე კორდილიერა-დე-მერიდა
7°17′56″ ჩ. გ. 70°41′30″ დ. გ. / 7.29889° ჩ. გ. 70.69167° დ. გ. / 7.29889; -70.69167
შესართავი ორინოკო
7°37′05″ ჩ. გ. 66°24′12″ დ. გ. / 7.61806° ჩ. გ. 66.40333° დ. გ. / 7.61806; -66.40333
შესართავის მდებარეობა ვენესუელა
სიგრძე 1038 კმ
აუზის ფართობი 167,000 კმ²
Cuenca del Orinoco.png
აპურე (მდინარე) (ვენესუელა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg აპურე ვიკისაწყობში

აპურე (ესპ. Apure) — მდინარე ვენესუელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მდინარე ორინოკოს მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების სარარესა და ურიბანტეს შეერთების შედეგად. აპურეს აუზის გარკვეული ნაწილი ვრცელდება კოლუმბიის ტერიტორიაზეც. სათავეს იღებს კორდილიერა-დე-მერიდას მთებში. სიგრძე 1038 კმ, აუზის ფართობი 167,000 კმ².[1] მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლური მიმართულებით, ლიანოს-ორინოკოს დაბლობზე. ქვემო დინებაში ხეობა შედარებით განიერია, რამდენიმე ნაწილად იტოტება და ისე ჩაერთვის ორინოკოს. მარცხენა მხრიდან იღებს რამდენიმე მნიშვნელოვან შენაკადს, რომელთაგან აღსანიშნავია მდინარეები პორტუგესა და გუარიკო. წვიმიან სეზონში მდინარე მეტად წყალუხვია, მაისიდან ოქტომბერ-ნოემბრამდე დამახასიათებელია წყალმოვარდნები. წარმოადგენს რეგიონის მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას. სანაოსნოა შესართავიდან საშუალოდ 600 კილომეტრზე.

წყლის საშუალო ხარჯი 2 183 მ³/წმ. მდინარე აპურეს ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: გუასდუალიტო და სან-ფერნანდო-დე-აპურე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • BINGHAM, Hiram. On the route of Bolívar’s great march: Caracas to Bogotá via Arauca and the Páramo of Pisva. London: The Geographical Journal, oct, 1908, pp. 329–347.
  • CARVAJAL, (fray) Jacinto. Relación del descubrimiento del río Apure hasta su ingreso en el Orinoco. Escrita en 1648 y editada en León (España) en julio de 1882. Editada también en Madrid: Edime, 1956.
  • DE LEÓN, Rafael; RODRÍGUEZ DÍAZ, Alberto: El Orinoco aprovechado y recorrido. Caracas: Ministerio de Obras Públicas, Corporación Venezolana de Guayana, 1976
  • RODRIGUEZ DIAZ, Alberto J. y DE LEON, Rafael. Apuntes para los estudios de navegación por el sistema Orinoco-Apure: Tramo Ciudad Guayana- Guasdualito. Caracas: M.O.P., Dirección de Recursos Hidráulicos, Oficina de Planeamiento, Estudios Río Orinoco, 1975.
  • ZINCK, Alfred. Los ríos de Venezuela. Caracas: Cuadernos LAGOVEN, 1982, 2ª edición.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Saunders, James F., III and Lewis, William M., Jr. (October 1988) "Transport of phosphorus, nitrogen, and carbon by the Apure River, Venezuela" Biogeochemistry 5(3): pp. 323-342