ვენესუელის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვენესუელის გერბი 1954-2006 წლებში

ვენესუელის სახელმწიფო გერბივენესუელის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. პირველად იგი 1836 წლის 18 აპრილს ეროვნულმა კონგრესმა მიიღო. შემდეგში მან განიცადა პატარა ცვლილებები და მიაღწია დღევანდელ ვერსიას.

გერბი ეფუძნება ვენესუელის კანონს ეროვნული დროშის, გერბისა და ჰიმნის შესახებ (Ley de Bandera, Escudo e Himno Nacionales), რომელიც 1954 წლის 17 თებერვალს ვენესუელის მილიტარისტულმა მმართველმა მარკოს პერეს ხიმენესმა მიიღო. ძირითადი ფარი გადაწყვეტილია ვენესუელის დროშის ფერებში. მარცხენა მხარეს, წითელ მინდორზე, ხორბლის თავთავები რესპუბლიკის იმ 20 შტატის ერთობასა და კეთილდღეობას განასახეირებენ, რომლებიც იმ დროისათვის არსებობდა. მარჯვენა ყვიტელ მინდორზე გამოსახული იარაღები (მახვილი, ხმალი და სამი შუბი) და ორი ეროვნული დროშა შეკრულია დაფნის რტოთი, როგორც ომში გამარჯვების სიმბოლოთი. საძირკველში, დიდი ლურჯი მინდორი, რომელზეც გამოსახულია მორბენალი გარეული თეთრი ცხენი (სავარაუდოდ განასახიერებს სიმონ ბოლივარის თეთრ ცხენ პალომოს) წარმოადგენს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოს.

ფარს ზემოთ, გამოსახულია ორი გადაჭვარედინებული სიუხვის რქა, კეთილდღეობის სიმბოლო. ფარი გარშემოეტყმულია ზეთისხილისა (მარცხნივ) და პალმის (მარჯვნივ) რტოებით. ორივე მათგანი ფარის ძირში შეკრულია ფართო ზონარით, რომელიც ქვეყნის სამ ფერს განასახიერებს (ყვითელი ქვეყნის კეთილდღეობა, ლურჯი — ოკეანე, რომელიც ვენესუელას ესპანეთისგან გამოყოფს და წითელი — ხალხის სიმამაცე და სისხლი). ლურჯ ზოლს გასდევს ოქროსფერი წარწერები:

19 de Abril de 1810 (აპრილი 19, 1810) 20 de Febrero de 1859 (თებერვალი 20, 1859)
Independencia (დამოუკიდებლობა) Federación (ფედერაცია)
República Bolivariana de Venezuela (ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]