შინაარსზე გადასვლა

ნიკოლას მადურო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო
ვენესუელის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა19 აპრილი, 2013
მოვალეობის შემსრულებელი: 5 მარტი19 აპრილი, 2013
ვიცე-პრეზიდენტი  ხორხე არეაზა
წინამორბედიუგო ჩავესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ოქტომბერი, 2012 – 5 მარტი, 2013
პრეზიდენტიუგო ჩავესი
წინამორბედიელიას ჯაუა
მემკვიდრეხორხე არეაზა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აგვისტო, 2006 – 15 იანვარი, 2013
წინამორბედიალი როდრიგეს არაკე
მემკვიდრეელიას ჯაუა

დაბადებული23 ნოემბერი, 1962 (1962-11-23) (61 წლის)
კარაკასი, ვენესუელის დროშა ვენესუელა
პოლიტიკური პარტიამეხუთე რესპუბლიკის მოძრაობა (2007 წლამდე)
ერთიანი სოციალისტური პარტია (2007–დღემდე)
მეუღლესილია ფლორესი
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

ნიკოლას მადურო მოროსი (ესპ. Nicolás Maduro Moros; დ. 23 ნოემბერი 1962, კარაკასი) — ვენესუელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვენესულის მოქმედი პრეზიდენტი. 2006—2013 წლებში ეკავა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტი[1]. 2012 წლის ოქტომბერში გახდა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი, ამავდროულად შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი[2]. 2013 წლის 5 მარტიდან 14 აპრილამდე, უგო ჩავესის სიკვდილის შემდეგ, დროებით ასრულებდა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას[3].

ახალგაზრდული ასაკი და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლას მადურო 1962 წელს კარაკასში, ვენესუელაში დაიბადა. გაიზარდა როგორც კათოლიკე, მისი წინაპრები ებრაული წარმოშობის სეფარდები იყვნენ. სწავლობდა კარაკასის დასავლეთ ნაწილში, ელ-ვალეს უმაღლეს საჯარო სკოლაში. პოლიტიკას პირველად სწორედ საშუალო სკოლაში დაუკავშირდა, როცა სტუდენტური კავშირის წევრი გახდა.

ადრეული პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის დამთავრების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, მადურო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლად მუშაობდა. თავისი პოლიტიკური კარიერა მან 1980 წელს დაიწყო, როცა კარაკასის მეტროპოლიტენის მემანქანეთა პროფკავშირის არაოფიციალური წევრი გახდა. ის, ასევე ხოსე ვისენტე რანგელის 1983 წლის წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მის პირად დაცვაში მუშაობდა. 1990-იან წლებში, მადურომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობის დაფუძნებაში. ეს პარტია 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უგო ჩავესს უჭერდა მხარს.

მადურო მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობის მანდატით 1998 წელს ვენესუელის დეპუტატთა პალატის, 1999 ვენესუელის ეროვნულ-დამფუძნებელი კრების და 2000 წელს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეის წევრი იყო. 2005 წლიდან 2006 წლამდე ასამბლეამ მადურო სპიკერად აირჩია.

საგარეო საქმეთა მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 9 აგვისტოს ნიკოლას მადურო ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ირლანდიელი ჟურნალისტის რორი კეროლის თქმით, მადურო არ ფლობს არცერთ უცხო ენას.[4] საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის განმავლობაში მადურო ატარებდა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერ პოლიტიკას.[5]

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 13 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში უგო ჩავესმა მადურო ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ორი თვის შემდეგ, 2012 წლის 8 დეკემბერს ჩავესმა განაცხადა, რომ სიმსივნის სამკურნალოდ კუბაში მიდიოდა და თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდებოდა, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი მადუროსთვის დაეჭირათ. ჩავესი 2013 წლის 5 მარტს დაიღუპა.

ჩემი მყარი შეხედულება ნათელია, როგორც სავსე მთვარე – შეუქცევადი, აბსოლუტური, საერთო — არის... რომ თქვენ პრეზიდენტად ირჩევთ ნიკოლას მადუროს. ამას მთელი გულით გთხოვთ. ის (მადურო) არის ახალგაზრდა ლიდერებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ძალუძს განაგრძოს ის, რაც მე არ შემიძლია.

უგო ჩავესი (დეკემბერი, 2012)[5]

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა მადურომ აიღო. ნიკოლასმა ვიცე-პრეზიდენტად ხორხე არეაზა დანიშნა. ვენესუელის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 30 დღეში დაინიშნა.[6][7][8] მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის ერთიანი კანდიდატი გახდა.[9]ოპოზიციის ლიდერები კი ამტკიცებდნენ, რომ მადურო ქვეყნის კონსტიტუციის 229-ე, 231-ე და 233-ე მუხლებს არღვევდა.[10]

მადურომ მოკლე ცერემონიაზე, სადაც ის დროებითი პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა, მოკლე გამოსვლაში თქვა:

თანამემამულენო, მე აქ არ ვარ პირადი ამბიციების, არც ამაოებათა და არც იმის გამო, რომ ჩემი გვარი მადურო, ქვეყნის ოლიგარქიის ნაწილია. მე აქ არ ვარ, იმიტომ რომ წარმოვადგენ გარკვეულ ფინანსურ ჯგუფებს, ოლიგარქებს, ან ამერიკელ იმპერიალიზმს... მე, აქ არ ვარ მაფიის დაცვისთვის[11][12]

ვენესუელის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 14 აპრილს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ოპოზიციის კანდიდატი ენრიკე კაპრილეს რადონსკი 1.5%-იანი უპირატესობით დაამარცხა. კაპრილესმა არ სცნო არჩევნების შედეგი და ხმათა დაუყონებლივ გადათვლა მოითხოვა. .[13] საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო შედეგები სრული შემოწმების შემდეგ, 19 აპრილს მადურომ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო.[14]

მადურო დაქორწინებულია ადვოკატსა და პოლიტიკოს სილია ფლორესზე. 2006 წელს, როდესაც ნიკოლას მადურო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ფლორესმა ის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პოსტზე შეცვალა. სილია იყო ეროვნული ასამბლეის პირველი ქალი სპიკერი.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Nicolas Maduro Nuevo Ministro De Relaciones Exteriores
  2. Hugo Chávez nombra vicepresidente del Gobierno al canciller Nicolás Maduro(ესპანური)
  3. ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობას, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვიცე-პრეზიდენტი მადურო შეასრულებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-04-23.
  4. Carroll, Rory (2013): Comandante: Inside Hugo Chávez's Venezuela. "Chapter V". Canongate Books.
  5. 5.0 5.1 Shoichet, Catherine E. (9 December 2012). „Venezuela: As Chavez Battles Cancer, Maduro Waits in the Wings“. CNN.
  6. Shoichet, Catherine E.; Ford, Dana (5 March 2013). "Venezuelan President Hugo Chavez dies". CNN.
  7. CBS/AP (6 March 2013). „Hugo Chavez's handpicked successor at helm in Venezuela, for time being“. CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2013.
  8. "Constitution of the Bolivarian Republic of Venezuela".
  9. "Venezuela's foreign minister says VP Maduro is interim president". Fox News. 5 March 2013.
  10. Constitución de la República de Venezuela Spanish.
  11. admin. (8 March 2013) Maduro convoca a elecciones inmediatas – Pim pom papas noticias. Noticias.pimpompapas.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 10 March 2013.
  12. VTV. (8 March 2013) Presidente Maduro: Asumo está banda de Chávez para cumplir el juramento de continuar la Revolución (+Fotos+Video) — Venezolana de Televisión Spanish. Vtv.gob.ve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 10 March 2013.
  13. Shoichet, Catherine (15 April 2013). „Chavez's Political Heir Declared Winner; Opponent Demands Recount“. CNN. ციტირების თარიღი: 15 April 2013.
  14. Kroth, Olivia (18 April 2013). "Delegations from 15 countries to assist Maduro's inauguration in Venezuela". Pravda.ru. Retrieved 18 April 2013.
  15. Cawthorne, Andrew; Naranjo, Mario (9 December 2012). „Who is Nicolas Maduro, Possible Successor to Hugo Chávez?“. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 10 December 2012.