უგო ჩავესი
უგო ჩავეს | |
ვენესუელის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 თებერვალი, 1999 – 5 მარტი, 2013 | |
წინამორბედი | რაფაელ კალდერა |
მემკვიდრე | ნიკოლას მადურო მ/შ |
დაბადებული | 28 ივლისი, 1954 საბანეტა, ვენესუელა |
გარდაცვლილი | 5 მარტი, 2013 კარაკასი |
მოქალაქეობა | ვენესუელა |
პოლიტიკური პარტია | ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტია |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი (ესპ. Hugo Rafael Chávez Frías, დ. 28 ივლისი, 1954, საბანეტა, — გ. 5 მარტი, 2013[1], კარაკასი) — ვენესუელის პრეზიდენტი. როგორც ბოლივარიული რევოლუციის ლიდერი, ჩავესი ქადაგებდა დემოკრატიული სოციალიზმისა და ლათინური ამერიკის ინტეგრაციის პოლიტიკურ დოქტრინას. ის ასევე აკრიტიკებდა ნეოლიბერალიზმს, გლობალიზაციასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.
კარიერით სამხედრო ოფიცერმა, ჩავესმა 1992 წლის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მემარცხენე მეხუთე რესპუბლიკური მოძრაობა დააფუძნა. ჩავესი პრეზიდენტად აირჩიეს 1998 წელს. მისი კამპანია ეყრდნობოდა ვენესუელის ღარიბი უმრავლესობითვის შემწეობის გაზრდას. ამავე პლატფორმით ის ხელახლა აირჩიეს 2000, 2006 და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ჩავესი ქვეყნის მასშტაბით ხელს უმართავს „ბოლივარიულ მისიებს“, რომელთა მიზანი დაავადებებთან, გაუნათლებლობასთან, საკვების უკმარისობასთან და სიღარიბესთან ბრძოლაა, სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად. საზღვარგარეთ, ჩავესი ვაშინგტონის კონსენსუსის წინააღმდეგ გამოდის და ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ მოდელებს უჭერს მხარს. ის ასევე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ჩავესის პოლიტიკასთან პოლარულად განსხვავებული გამოხმაურება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. აშშ-ის მთავრობის მტკიცებით ჩავესი ლათინურ ამერიკაში დემოკრატიისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. თუმცა მრავალი სხვა ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერდა მის იდეოლოგიას.
2011 წლის 30 ივნისს, უგო ჩავესმა განაცხადა, რომ 10 ივნისს ოპერაცია ჩაეტარებინა სიმსივნური უჯრედების ამოსაკვეთად. 2012 წლის დეკემბერში მან მეორე ოპერაცია გაიკეთა. 2013 წლის 10 იანვარს ჩავესს საპრეზიდენტო ფიცი უნდა დაედო, მაგრამ ვენესუელის ეროვნული ასამბლეა ინაუგურაციის გადავადებას დასთანხმდა და კუბაში მყოფ პრეზიდენტს საშუალება მისცა მესამე სამედიცინო ჩარევაც ჩაეტარებინა. 2013 წლის 5 მარტს, ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უგო ჩავესი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური პირადი ბლოგი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cawthorne, Andrew (5 March 2013). „Venezuela's Hugo Chavez dies from cancer: VP“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 March 2013.
- ↑ Castillo, Mariano (5 March 2013). „Venezuelan leader Hugo Chavez dies“. CNN. ციტირების თარიღი: 5 March 2013.