შინაარსზე გადასვლა

გუახირის ნახევარკუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლა-გუახირის ნახევარკუნძული)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუახირა.
გუახირის ნახევარკუნძული (მარცხნივ)

გუახირის ნახევარკუნძული (ესპ. Peninsula de La Guajira) — ნახევარკუნძული სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, ჩრდილოეთ კოლუმბიასა და ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში. შეჭრილია კარიბის ზღვაში. წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ნახევარკუნძულს. მისი ფართობი 25 000 კმ²-ს შეადგენს. გადაჭიმულია მანაურეს ყურიდან (კოლუმბია) ვენესუელის ყურემდე, ქალაქ კალაბოსომდე (ვენესუელა) და კარიბის ზღვიდან სამხრეთით, სერანია-დელ-პერიხას მთათა სისტემამდე. ნახევარკუნძული 1891 წელს დავის საგანი იყო კოლუმბიასა და ვენესუელას შორის. დღესიათვის, მისი ტერიტორიის უდედესი ნაწილი კოლუმბიის შემადგენლობაშია და ქმნის გუახირის დეპარტამენტს, ხოლო დარჩენილი ნაწილი ვენესუელის კუთვნილებაა და შედის სულიას შტატის შემადგენლობაში.

ნახევარკუნძულის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილს პუნტა-გალინასი ეწოდება და მიიჩნევა სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილად.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]