შინაარსზე გადასვლა

ვენესუელური ბოლივარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვენესუელის ბოლივარი)
ვენესუელური ბოლივარი
Bolívar fuerte venezolano (ესპანური)
100 ვენესუელური ბოლივარი
100 ვენესუელური ბოლივარი
კოდი ISO 4217 VEF
ქვეყანა ვენესუელა
ოფიციალური
მომხმარებლები
ვენესუელის დროშა ვენესუელა
შედგება 100 100 სენტიმო
სიმბოლო Bs • BsF
მონეტები 0.01; 0.05; 0.10; 0.12½; 0.25; 0.50 სენტიმო; 1 ბოლივარი
ბანკნოტები 2; 5; 10; 20; 50; 100 ბოლივარი
ცენტრალური ბანკი ვენესუელის ცენტრალური ბანკი
გაცვლითი კურსი
(21 აგვისტო 2010 თვის)
1 USD = 4,2615 VEF
1 EUR = 5,4343 VEF
1 GBP = 6,6183 VEF

ბოლივარ ფუერტე (ბოლივარი) — ფულის ერთეული ვენესუელაში. ბოლივარ ფუერტე მიმოქცევაში შევიდა 2008 წლის 1 იანვარს, მან შეცვალა ბოლივარი.

ბოლივარ ფუერტე შედგება 100 სენტიმოსგან.


ISO 4217 კოდი — VEF.

2008 წლის 1 იანვრამდე მიმოქცევაში არსებობდა:

  • ბანკნოტები ნომინალით 50 000, 20 000, 10 000, 5000, 2000, 1000, 500, 100, 50, 20, 10 და 5 ბოლივარი;
  • მონეტები ნომინალით 500, 100, 50, 25, 5, 2 და 1 ბოლივარი, ასევე 50, 20, 10 და 5 სენტიმო.

2008 წლის 1 იანვარს დაიწყო ვალუტის დენომინაცია (1:1000). მიმოქცევაში შევიდა ახალი ბანკნოტები ნომინალით 2, 5, 10, 20, 50 და 100 ბოლივარი და მონეტები 1, 5, 10, 12½, 25 და 50 სენტიმო, ასევე 1 ბოლივარი.

ბოლივარი მიღებული იქნა 1879 წელს, შეცვალა ვენესუელური Venezolano. ლათინური სავალუტო კავშირის ვერცხლის სტანდარტის პრინციპების თანახმად თავდაპირველად ბოლივარი იჭრებოდა ვერცხლისგან და მისი წონა შეადგენდა 4,5 გრამს. 1887 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შემოღებული იქნა ოქროს ბოლივარი, როგორც გდახდის შეუზღუდავი კანონიერი საშუალება, ოქროს სტანდარტი სრულად ამოქმედდა 1910 წელს. 1930 წელს ოქრო შეიცვალა ვერცხლით და 1934 წელს ბოლივარის გაცვლითი კურსი შეადგენდა 3,914 ბოლივარი = 1 ამერიკული დოლარი, 1937 წელს 3,18 ბოლივარი = 1 დოლარი. 1983 წლის 18 თებერვლამდე (ამ დღეს ვენესუელაში შავ ხუთშაბათს უწოდებენ (Viernes Negro)ბოლივარი ითვლებოდა ყველაზე სტაბილურ ვალუტად რეგიონში. ამის შემდეგ ბოლივარი გახდა მაღალი დევალვაციის მსხვერპლი.

2010 წლის 1 ინვრიდან ბოლივარი ოფიციალურად მიმაგრებული იქნა ამერიკულ დოლართან — Banco Central de Venezuela.[1]

2007 წლის 7 მარტს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან ბოლივარი იქნება გადაცვლილი 1 - 1000-თან თანაფარდობით და ვალუტის ახალი სახელი იქნება ძლიერი ბოლივარი (Bolívar fuerte)[2],[3][4]. სახელწოდება «ძლიერი ბოლივარი» გამოიყენება დროებით, რადგან გამოირჩეოდეს ძველი ვალუტისგან, რომელიც გამოიყენება ახალ ვალუტასთან ერთად გადაცვლის პერიოდის განმავლობაში.

ვენესუელის ცენტრალური ბანკი ხელს უწყობს ახალ ვალუტას სარეკლამო კამპანიებით და სლოგანით:

ვიკიციტატა
„...«Una Economía Fuerte, una Fuerte bolivar, una país Fuerte» ( «ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ბოლივარი, ძლიერი ქვეყანა»)“

"ძლიერი ბოლივარის" საბაზრო ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე ფიქსირებული გაცვლითი კურსი 2,15.

ზოგიერთი შეფასებით მიიჩნევა, რომ მთავრობამ დახარჯა $ 320 მილიონი ახალი ვალუტის შემოღებისათვის.

1879 წელს შემოღებული იქნა ვერცხლის მონეტები ნომინალით ½, 1, 2 და 5 ბოლივარი და 20 ოქროს ბოლივარი. ასევე 1886 - 1889 წლებს შორის გამოშვებული იქნა ოქროს მონეტა 100 ბოლივარის ნომინალით. 1894 წელს მიმოქცევაში შევიდა ვერცხლის მონეტა ¼ ბოლივარი, ხოლო 1896 წელს სპილენძ - ნიკელის მონეტები ნომინალით 5 და 12 ½ სენტიმო.

1912 წელს ოქროს მონეტების გამოშვება შეწყდა. 1956 ნიკელის მონეტები შეცვალა ვერცხლის მონეტებმა. 1971 წელს გამოშვებული იქნა სპილენძ - ნიკელის მონეტა 10 სენტიმოს ნომინალით. ნიკელის 5 ბოლივარი მიმოქცევაში შევიდა 1973 წელს. 1989 წელს ნიკელი და მრავალფენიანი ფოლადი გამოიყენებოდა 25 სენტიმოდან 5 ბოლივარამდე ყველა მონეტისათვის.

1998 წელს მაღალი ინფლაციის პერიოდის შემდეგ, შემოღებული იქნა ახალი მონეტები:

  • 10 ბოლივარი
  • 20 ბოლივარი
  • 50 ბოლივარი
  • 100 ბოლივარი
  • 500 ბოლივარი
  • 1000 ბოლივარი (выпущена в 2005, и 2006, но в обороте почти не встречалась)[5]

ყველა მონეტები მსგავსი დიზაინისაა. მონეტების რევერსზე გამოსახულია სიმონ ბოლივარი და წარწერა «Bolívar Libertador» შიგნით ჰეპტაგონი სიმბოლურად გამოხატავს ვენესუელის დროშის შვიდ ვარსკვლავს. მონეტის ავერსზე გამოსახულია ვენესუელის გერბი, წარწერა ვენესუელა და მონეტის გამოშვების თარიღი. 2000 წელს მონეტების რევერსი უმნიშვნელოდ შეიცვალა, შემცირდა გერბის ზომა და განთავსდა მონეტის მარცხენა მხარეს, ხოლო ნომინალი მარჯვენა მხარეს.

2007 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტების ახალი სერია ნომინალით: 1, 5, 10, 12½, 25, 50 სენტიმო, და 1 ბოლივარი. მონეტა 1 სენტიმო იშვიათად გამოიყენება და ჩვეულებრივ ფასი მრგვალდება 5 სენტიმომდე.

1940 წელს ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა დაბეჭდა ბანკნბოტები ნომინალით 10, 20, 50, 100 და 500 ბოლივარი, რომელიც მიმოქცევბაში შევიდა 1945 წელს. 5 ბოლივარი გამოშვებული იქნა 19661974 წლებს შორის, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა მონეტით. 1989 წელს ბანკნოტების ნომინალით 1, 2 და 5 ბოლივარის გამოშვება შეწყდა.

ინფლაციასთან დაკავშირებით 1991 წელს მიმოქცევაში შევიდა ბნაკნოტი 1 000 ბოლივარის ნომინალით, 1994 წელს 2 000 და 5 000 ბოლივარი, 1998 წელს 10 000, 20 000 და 50 000 ბოლივარი.

Bolivar fuerte («ძლიერი ბოლი8ვარი») 2008 წლის ემისია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანკნოტები ნომინალით 2, 5, 10, 20, 50, 100 ბოლივარი (ყველა ბანკნოტის ზომა ერთნაირია: 156 х 70 მმ).

სერია 2008 წელი
სურათი ნომინალი ძირითადი ფერი ავერსი რევერსი
2 ბოლივარი 2008
ფრანცისკო დე სა დე მირანდა
ამაზონის დელფინი
5 ბოლივარი 2008
პედრო კამაჯო
გიგანტური ჯავშნოსანი
10 ბოლივარი 2008
გუაიკაიპურო
ამერიკული ჰარპია
20 ბოლივარი 2008
ლუისა არისმენდი
ბისა
50 ბოლივარი 2008
სიმონ როდრიგესი
სათვალიანი დათვი
100 ბოლივარი 2008
სიმონ ბოლივარი
ჭივჭავი

მსოფლიოს ვალუტები

  1. List of BCV official exchange rates დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (2000 — present)
  2. News - Scotsman.com
  3. tevision advertisements [1] for the new currency repeatedly use «fuerte» as meaning «strong» such as in «Una economía fuerte» (a strong economy) and «¡Aquí hay fuerza!» (There’s strength in this!)
  4. Rueda, Jorge (2008-01-01). „Venezuela cuts three zeros off bolivar currency“. Reuters. ციტირების თარიღი: 2008-02-04.
  5. Numismatic Catalog of Venezuela. Coins from Venezuela : 1000 Bolívares - Design B, Type A. ციტირების თარიღი: 2011-01-07.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]