ვენესუელის პირველი რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენესუელის პირველი რესპუბლიკა
Primera República de Venezuela

არაღიარებული სახელმწიფო

 
Flag of Spain (1785-1873 and 1875-1931).svg






18101812 წწ.  
Flag of Spain (1785-1873 and 1875-1931).svg





Flag of Venezuela (1811).svg
დროშა
LocationFirstRepublicofVenezuela.png
ვენესუელის პირველი რესპუბლიკა
დედაქალაქი კარაკასი
ენა ესპანური
მართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 -  ფრანსისკო მირანდა
ეპოქა ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში
ისტორია
 - ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის 5 ივლისი 1810
 - კაპიტულაცია 25 ივლისი 1812

ვენესუელის პირველი რესპუბლიკა (ესპ. Primera República de Venezuela) – ვენესუელის პირველი დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც 1810 წლის 19 აპრილიდან 1812 წლის 25 ივლისამდე ფუნქციონირებდა. პირველი რესპუბლიკა დაიწყო კარაკასში ხუნტას მიერ ესპანეთის კოლონიალური მთავრობის გადაყენებით, რამაც ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის გამოიწვია და დასრულდა ხუან დომინგო დე მონტევერდეს მიერ რესპუბლიკელების ალყაში მოქცევით. ვენესუელის კონგრსმა დამოუკიდებლობა 1811 წლის 5 ივლისს გამოაცხადა. ვენესუელა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში პირველი იყო რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ისტორია[რედაქტირება]

1808 წლის ესპანეთში საფრანგეთის შეჭრამ გამოიწვია ესპანეთის მონარქიის დამხობა. ესპანეთის უმეტესმა სუბიექტებმა არ აღიარეს ჟოზეფ ბონაპარტის მმართველობა, რომელიც ესპანეთის ტახტზე მისმა ძმამ იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტემ დასვა. ამ დროს ესპანეთში სტაბილური ხელისუფლების ჩამოყალიბებამ რომელიც იმპერიის მასშტაბით აღიარებული იქნებოდა წაიღო ორი წელი. რამაც ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში სახელისუფლებო ვაკუუმი შექმნა. 1810 წლის 19 აპრილს კარაკასის კონსულმა მოაწყო ესპანელი გენერლის ვინსენტე ემპარნის წინააღმდეგ წარმატებული გადატრიალება. ხუნტა ჩმოყალიბდა კარაკასში და მალევე მოიცვა პროვინციებიც. ხუნტამ პროვინციებიდან მოიწვია კრება, რომ რეგიონის მმართველობა ჩამოეყალიბებინათ. ხუნტამაც და კონგრესმაც აღიარა „ფერდინანდ VII-ს უფლება“, რაც ნიშნავდა, რომ ისინი თავს ესპანეთის მონარქიის ნაწილად მიიჩნევდნენ, მაგრამ ესპანეთში საფრანგეთში შეჭრის გამო ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი მმართველობა. თუმცა სრული დამოუკიდებლობის იდეებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ისეთი პიროვნებები: როგორიც იყო სამშობლოდან იძულებით გადასახლებული ფრანსისკო მირანდა და ახალგაზრდა არისტოკრატი კროილო სიმონ ბოლივარი ავრცელებდნენ განმანათლებლობის და საფრანგეთის რევოლუციის იდეებს. კონგრესმა ვენესუელის დამოუკიდებლობა 1811 წლის 5 ივლისს გამოაცხადა, რითიც ჩამოყალიბდა ვენესუელის პირველი რესპუბლიკა.

19 აპრილი. ხუან ლოვერა (1835). ლოვერამ დახატა ეს სცენა მეხსიერებით.

1810 წელს კონგრესის სესიების დაწყებამდე დაიწყო სამოქალაქო ომი, ხუნტას მომხრეებსა - რომლებიც ასევე დამოუკიდებლობის მომხრეებიც იყვნენ და როიალისტებს შორის რომლებიც ესპანეთთან კავშირის შენარჩუნებას ემხრობოდნენ. ორ პროვინციას: გუაიანამ და მარაკაიბომ და ერთ რეგიონს: კორომ არ უღიარებიათ ხუნტა და დარჩნენ ესპანეთის ერთგული. კოროს და გუაიანას ძალით დამორჩილებამ შედეგი არ გამოიღო. 1811 წელს მოხდა ვალენსიაში დაწყებული, რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოსვლების წარმატებით აღკვეთა. 1812 წლისთვის სიტუაცია ახალგაზრდა რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ იცვლებოდა. დაიწყო რესურსების ნაკლებობა, რადგან ესპანეთის რეგენტმა მას ბლოკადა დაუნიშნა, ასევე 1812 წლის 26 მარტს ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა კარაკასი. ამ სასოწარკვეთილ მომენტში მირანდას მიეცა დიქტატორის ძალაუფლება, მიუხედავად ამისა მას უკვე აღარ შეეძლო როიალისტების შეჩერება რომლებსაც ხუან დომინგო დე მონტევერდე წინამძღოლობდა. სან-მატეოს ბრძოლის შემდეგ 1812 წლის 25 ივლისს მირანდამ გამოაცხადა კაპიტულაცია და ზავს მოაეწერა ხელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

ინგლისურად:

  • Lynch, John. The Spanish American Revolutions, 1808-1821, 2nd ed. New York: W. W. Norton, 1986. ISBN 0-393-09411-1
  • McKingley, P. Michael. Pre-Revolutionary Caracas: Politics, Economy, and Society, 1777-1811. Cambridge: Cambridge University Press, 1985. ISBN 0521304504
  • Rodríguez O., Jaime E. The Independence of Spanish America. Cambridge: Cambridge University Press, 1998. ISBN 0-521-62673-0
  • Stoan, Stephen K. Pablo Morillo and Venezuela, 1815-1820. Columbus: Ohio State University Press, 1959.

ესპანურად:

  • Fundación Polar. "Primera República", Diccionario de Historia de Venezuela, Vol. 3. Caracas: Fundacíon Polar, 1997. ISBN 9806397371
  • Parra-Pérez, Caracciolo. Historia de la Primera República de Venezuela. Caracas: Biblioteca de la Academia Nacional de la Historia,1959.