ანდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდები
ანდები, ნასას სურათი კოსმოსიდან
კონტინენტი სამხრეთ ამერიკა
ქვეყნები ვენესუელის დროშა ვენესუელა
დროშა: კოლუმბია კოლუმბია
ეკვადორის დროშა ეკვადორი
პერუს დროშა პერუ
ბოლივიის დროშა ბოლივია
დროშა: ჩილე ჩილე
დროშა: არგენტინა არგენტინა
მწვერვალი აკონკაგუა (6,962 მ)
სიგრძე 9,000 კმ
სიგანე 500 კმ
ფართობი
მთავარი ქედი
მასივის ასაკი
ქვების ტიპი

ანდები (ესპ. Andes; Cordillera de los Andes) — ყველაზე გრძელი (9000 კმ) და მსოფლიოში სიმაღლით მეორე (აკონკაგუა 6962 მ) მთათა სისტემა დედამიწაზე (ჰიმალაის მთათა სისტემის შემდეგ). მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და კონტინენტის მთელ დასავლურ ტერიტორიას იკავებს. ანდებს მსოფლიოში მთავარ და ყველაზე დიდ წყალგამყოფ სისტემად მიიჩნევენ. ანდებში სათავეს იღებს სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მდინარეები: ამაზონი, ორინოკო, პარაგვაი, რიო-ნეგრო და ა.შ.

ანდებში მდებარეობს რამდენიმე უდიდესი სამხრეთამერიკული ქალაქი: კიტო, ბოგოტა, ლა-პასი, სუკრე, არეკიპა, მედელინი.

აქ მდებარე ალტიპლანოს ზეგანი, მსოფლიოში სიმაღლით მეორეა ტიბეტის ზეგანის შემდეგ. ანდები კონტინენტის შვიდ სახელმწიფოს მოიცავს, ესენია: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და ვენესუელა. ზოგიერთ მათგანს ანდურ ქვეყანას უწოდებენ.

ანდებში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ვულკანი ოხოს-დელ-სალადო (6 893 მ) არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ასევე 50 სხვა ვულკანი, რომელთა მწვერვალებიც ზღვის დონიდან 6 000 მეტრზე მაღლა მდებარეობენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ანდების აერო-ფოტო არგენტინა-ჩილეს საზღვარზე
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: