ბოლივარის პიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ბოლივარის პიკი

ბოლივარის პიკი

კოორდინატები: 8°32′ ჩ. გ. 71°02′ დ. გ. / 8.533° ჩ. გ. 71.033° დ. გ. / 8.533; -71.033

მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სიმაღლე 4981 მ
ქედი კორდილიერა-დე-მერიდა
ბოლივარის პიკი — ვენესუელა
ბოლივარის პიკი

ბოლივარის პიკი (ესპ. Pico Bolívar) — ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი. სიმაღლე 4981 მ. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კორდილიერა-დე-მერიდის ქედზე, მერიდის შტატის ტერიტორიაზე. მწვერვალი დაფარულია თოვლითა და სამი პატარა მყინვარით. მწვერვალამდე მისასვლელი გზა მიდის მერიდის საბაგირო გზით, რომელიც მწვერვალ ესპეხომდე ადის. აქედან შესაძლებელია ასვლა ბოლივარის პიკზე.

მწვერვალს სახელი ეწოდა ვენესუელის ეროვნული გმირის სიმონ ბოლივარის პატივსაცემად. 1934 წლის 30 დეკემბრამდე ბოლივარის პიკს ეწოდებოდა ლა-კოლუმნა. ახალი სახელწოდება შემოთავაზებული იყო მიგელ ფებრეს კორდეროს მიერ 1925 წელს. ამჟამად მწვერვალის ოფიციალური სიმაღლე უდრის 4981 მ-ს,[1] რაც დადასტურებულია GPS გაზომვით. მანამდე მწვერვალის სიმაღლე (ლიტერატურაში) განისაზღვრებოდა 5007 მეტრით.

ბოლივარის პიკზე მდებარე მყინვარები წარმოიქმნენ პლეისტოცენში, მერიდის ტერიტორიაზე არსებული გამყინვარების დროს. XX საუკუნის შუა წლებში მიმდინარეობდა ბოლივარის პიკის მყინვარების შესწავლა, რომლებმაც გლობალური დათბობის პერიოდში ფართობის შემცირება განიცადეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]