შინაარსზე გადასვლა

კანაიმის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანაიმის ეროვნული პარკი

Parque Nacional Canaima

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
კანაიმის ეროვნული პარკი
მდებარეობა ბოლივარის შტატი
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
კოორდინატები 5°20′00″ ს. გ. 61°30′00″ დ. გ. / 5.33333° ს. გ. 61.50000° დ. გ. / -5.33333; -61.50000
ფართობი 30.000 კმ²
დაარსდა 12 ივნისი, 1962
კანაიმის ეროვნული პარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
კანაიმის ლაგუნა
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ვენესუელის დროშა ვენესუელა, ბოლივარის შტატი | ქვეყნის დროშა2 | name = ვენესუელის დროშა ვენესუელა, ბოლივარის შტატი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, ix, x
რეგიონი სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 701
Map

კანაიმის ეროვნული პარკი (ესპ.Parque Nacional Canaima) — 30 000 კვადრატული კილომეტრის მოცულობის პარკი ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბრაზილიისა და გაიანის საზღვართან. პარკი მდებარეობს ბოლივარის შტატში. შედარებისათვის, მისი ფართობი თითქმის იგივეა, რაც მთლიანად გრან-საბანის რეგიონისა.

პარკი შეიქმნა 1962 წლის 12 ივნისს. სიდიდით პარკებს შორის ქვეყანაში მეორეა პარიმა-ტაპირაპეკოს პარკის შემდეგ. მისი ფართობი ბელგიის ფართობის ტოლია.

1994 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რადგან აქ მდებარეობს არაერთი ტეპუი – მაგიდის ზედაპირისმაგვარი გაბრტყელებული პიკის მქონე მწვერვალები, რომლებიც დამახასიათებელია მთელი ამ არეალისათვის.

ყველაზე ცნობილი ტეპუია რორაიმის მთა — ყველაზე მაღალი, მაგრამ ამავე დროს, მთასვლელთათვის ადვილად დასაპყრობი. ასევე აუიანტეპუი — რომელზეც გადმოედინება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი ანხელი. აღნიშნული მთები უძველესი ასაკისაა და მიეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც სამხრეთ ამერიკა და აფრიკა ერთ სუპერკონტინენტს წარმოადგენდა.

პარკში ცხოვრობენ ადგილობრივი ინდიელები — პემონის ტომი, კარიბის ენათა ჯგუფიდან. პემონის ხალხს ამ მთებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია, მათ სჯერათ, რომ იქ სულები სახლობენ. პარკი შედარებით მოწყვეტილია გარესამყაროს, ქალაქთან მხოლოდ რამდენიმე პატარა გზა აკავშირებს. პარკის ტერიტორიაზე გადაადგილების და დათვალიერების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ვერტმფრენი. ასევე შესაძლებელია ფეხით ან კანოეთი მოძრაობა.

პემონის ინდიელებს პარკში გახსნილი აქვთ რამდენიმე საშუალო და მაღალი კლასის სასტუმრო, რომელთაც ძირითადად პარკის ევროპელი დამთვალიერებლები სტუმრობენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 701
ინგლ.რუს.ფრ.
  1. https://whc.unesco.org/es/list/701