გომეწრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომეწრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომეწართან ახლოს, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროსხევის მარცხენა ნაპირას, ადგილ საყდართგორაზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. იკითხება მხოლოდ გეგმა. აფსიდი ძლიერ შებრტყელებულია და დარბაზისგან განიერი მხრებითაა გამოყოფილი. ნანგრევებში შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღისა და პილასტრების ქვები და კრამიტის ნამტვრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]