გვრიტი
Jump to navigation
Jump to search
გვრიტი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Streptopelia turtur (Linnaeus, 1758) | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
გვრიტი (ლათ. Streptopelia turtur) — ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. საქართველოში მრავალგან გვხვდება, მობუდარი გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე, წყალსატევის სიახლოვეს. აპრილ-მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 13-14 დღე. ნორჩ ხენდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“). იკვებება მარცვლოვნებით, იშვიათად მწერებით, მოლუსკებით და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 149, თბ., 1978 წელი.