ალექსი I (ოპოცკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთავარეპისკოპოსი ალექსი

მთავარეპისკოპოსი ალექსი (ერისკაცობაში — ალექსი ალექსის ძე ოპოცკი; დ. 12 დეკემბერი, 1837, სოფ ოპოჩკი, ფსკოვის გუბერნია — გ. 21 დეკემბერი, 1914, მოსკოვი, დონის მონასტერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. ტვერისა და კაშინის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი 1901—1905 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1863 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია და მომდევნო წელს დაინიშნა ვილნის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად და მასწავლებლად. 1872 წელს მიიღო ღვთისმეტყველის სამეცნიერო ხარისხი თემაზე - „Откровенное учение о Промысле сравнительно с новейшими теориями о мирохранении и мироправлении“. 1891 წელს დაინიშნა რექტორად ლიტვის სასულიერო სემინარიაში.

1892 წელს დეკანოზი ალექსი დაქვრივდა და აღიკვეცა ბერად, შემდეგ გახდა წმინდა სამების მონასტრის წინამძღვარი და არქიმანდრიტი. ერთი წლის შემდეგ იგი ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და დანიშნეს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ქორეპისკოპოსად ბალახნინის ეპისკოპოსის წოდებით. 1896 წელს დაინიშნა ვიატკის და სლობოდკის ეპისკოპოსად. 1901-1905 წლებში საქართველოს ეგზარქოსია. 1905 წელს გადაიყვანეს ტვერისა და კაშირის მთავარეპისკოპოსად. 1910 წლიდან ჩამოშორდა აქტიურ სამღვდელო საქმიანობას, დასახლდა მოსკოვში, დონის მონასტერში, სადაც 1914 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა და დაიკრძალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]