ჰუდსონის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუდსონის ყურე

ჰუდსონის ყურე (ფრანგ. baie d'Hudson) — ხმელთაშუა ზღვა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღრმად არის შეჭრილი კანადის ტერიტორიაში. ფართობი შეადგენს — 1,23 მლნ კმ² . არის ყველაზე დიდი ყურე ჩრდილო-აღმოსავლეთ კანადაში. მის სანაპიროებზე გაშენებულია კანადის პროვინციები და ტერიტორიები: ონტარიო, კვებეკი, მანიტობა და ნუნავუტი. ჰუდსონის სამხრეთით მდებარეობს ჯეიმზის ყურე. ჰუდსონი სრუტეების მეშვეობით უკაშირდება ატლანტის ოკეანეს. ფართობის მხრივ, ჰუდსონი მხოლოდ ბენგალის ყურეს ჩამორჩება. აქედან მრავლად გამოედინება დიდი და პატარა მდინარეები. ჰუდსონის სანაპიროზე გაშენებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, რომლებიც საზღვაო გზებით უკავშირდებიან ერთმანეთს, მათგან აღსანიშნავია მანიტობას ქალაქი ჩერჩილი. ლადშაფტიდან აღსანიშნავია ტუნდრა და ტაიგა. მრავლად ცხოვრობენ პოლარული დათვები და სხვა იშვიათი ჯიშის ცხოველები.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სიღრმე 112 მ, მაქსიმალური - 258 მ. ჰავა არქტიკულია, იანვარში საუალო ტემპერატურა - -22— -31 °C. ივლისში 5 °C (ჩრდილოეთით), 15 °C (სამხრეთით). წყლის ტემპერატურა ზამთარში 0 °C-ზე დაბალია. აგვისტოში 3 °C(ჩრდილოეთით) და 9 °C(სამხრეთით). მარილიანობა 23-30,5‰. ოქტომბრიდან ივლისამდე ყინულით არის დაფარული. მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 7,9 -მდე ყურე საკმაოდ ცივია, რადგანაც აქვე მდებარეობს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. ზამთრობით ჰუდსონი ყოველთვის იყინება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლარული დათვი, ჰუდსონის ყურის სანაპიოზე ზამთარში.

ყურე 1610 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჰენრი ჰუდსონმა. სწორედ მის საპატივსაცემოდვე ეწოდა ამ ყურეს ჰუდსონის ყურე. აქვე მდებარეობს ვაპუსკის და პოლარული სანაპიროს ეროვნული პარკები, რომლებსაც ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აკისრიათ. ჰუდსონის ყურეში მრავლადაა დიდი და პატარა კუნძულები, მათგან აღსანიშნავია: ბელჩორის და ოტავის კუნძულები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]