კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ოთხ ნაწილად. პირველი პერიოდი მთავრდება ქვეყანაში ევროპელების მოსვლით (1491 წ.), პორტუგალიელების ექსპანსია სანაპიროზე (1491-1876 წწ.), ბელგიის აქტიური კოლონიაციის პერიოდი (1876-1960 წწ.) და კონგოს სახელმწიფოს ფორმირების პერიოდი (1960 წლიდან).

კოლონიამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და ანგოლის ტერიტორიებზე სახელმწიფო წარმონაქმნების ევროპული რუკა

თანამედროვე კონგოს ტერიტორიაზე, კასაის, კონგოს (ლუალაბა) და ლუაპულის მდინარეების ზედა დინებაში აღმოჩენილია ქვედა პალეოლითის ხანის ქვის იარაღები. ტროპიკული ტყეებისათვის დამახასიათებელი იყო სანგოური კულტურა; ნეოლითის ხანის კულტურის ტუმბის ტიპის სხვადასხვა ვარიანტები, რომელთა სახელწოდებები აღნიშნავენ აღმოჩენის ადგილს — კალინა (ძვ. წ. XXV ათასწლეული), ჯოკო (ძვ. წ. X ათასწლეული), ლუპემბე (ძვ. წ. VII ათასწლეული), ჩიტოლე (ძვ. წ. VI ათასწლეული). კონგოს უძველესი მოსახლენი იყვნენ პიგმეები.

ძვ. წ. დაახლოებით II ათასწლეულში ჩრდილოეთიდან დაიწყო ბანტუს ხალხის მიგრაცია. მათ ამ რეგიონში მოიტანეს ცივილიზაციის ჩანასახი, მეტალურგიის ჩათვლით. ბანტუს ტომის ხალხმა შექმნა პირველი პროტოსახელმწიფოებრივი გაერთიანებები: მდინარე კონგოს (ზაირი) ქვედა დინებაში — კონგოს სამეფო, კაკონგო, მატამბა, ნდონგო; კონგოს ცენტრში — ბაკუბას (ანუ ბუშონგის) სახელმწიფო, ბატეკე (ანუ ტიო), ბოლია; კასაის, ლულუას და ლომამის მდინარეების ზედა დინებაში — სახელმწიფოები ლუბა, კუბა და ლუნდა.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით XIV საუკუნეში დაარსებული კონგოს სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ანგოლის ჩრდილოეთსაც. ამ სახელმწიფოს მმართველები ატარებდნენ მანი-კონგის ტიტულს, ხოლო დედაქალაქი იყო მბანზა-კონგო (სან-სალვადორი). სახელმწიფოს ძირითადი შემოსავალი იყო ევროპულ ქვეყნებთან მონებით ვაჭრობა, განსაკუთრებით პორტუგალიასთან. კონგოელ მონებს იყენებდნენ ამერიკის კონტინენტზე პლანტაციებში სამუშაოდ.

კონგოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ურთიერთობები ჩაისახა უძველესი დროიდან. ღირებულების ეკვივალენტის სახით ადგილობრივი ტომები იყენებდნენ სპილენძის მონეტებს — კატანგის ჯვარს წონით 0,5—0,7 კილოგრამი.

კოლონიზაციის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქრისტიანები (პორტუგალიელები) კონგოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ 1491 წელს. პორტუგალიელების ექსპანსიამ გამოიწვია აჯანყება მბულა მატადის მეთაურობით (XVI საუკუნის 70—80-იანი წლები), რომელმაც აიძულა პორტუგალიის კოლონიალური იმპერია შეეზღუდა საკუთარი ყოფნა რეგიონში.

1703-1709 წლებში შეიქმნა ანტიევროპული მოძრაობა, რომელმაც სახელად მიიღო ანტონიანური ერესი. XIX საუკუნის დასაწყისისთვის თანამედროვე კონგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ბევრი პატარა სამთავრო, რომლებმაც შეინარჩუნეს საკუთარი დამოუკიდებლობა XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე.

1865 წელს რუანდის ტერიტორიიდან კივუს რეგიონის მიწებზე დაიწყო შეღწევა ტუტსის ტომის ხალხმა. 1876 წელს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ საკუთარი თავჯდომარეობით ორგანიზება გაუკეთა ე. წ. საერთაშორისო ასოციაციას ცენტრალური აფრიკის ცივილიზაციის კვლევისათვის. მას ამოფარებული მეფის ემისარები (მოგზაურები, ოფიცრები, მისიონერები) ადგილობრივი ტომების ბელადებს თავს ახვევდნენ კაბალურ ხელშეკრულებებს. ლეოპოლდ II-მ გამოიყენა ურთიერთწინააღმდეგობები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და აშშ-ს შორის და კონტროლი დაამყარა უზარმაზარ ტერიტორიაზე.

კონგოს თავისუფალი სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის შუა პერიოდამდე კონგო რჩებოდა დამოუკიდებელი აფრიკის გულად, რადგანაც ევროპელი კოლონიზატორები ვერ შედიოდნენ აფრიკის ასეთ ძნელად მისაღწევი სიღრმის ჯუნგლებში. აბორიგენების მკვეთრ წინააღმდეგობასთან ერთად, ევროპელების წინსვლას ცენტრალური აფრიკის სიღრმეში აფერხებდა მალარიული ტბები და აფრიკული ტრიპანოსომოზი. მხოლოდ ქინინის სამკურნალო თვისებების აღმოჩენამ ხელი შეუწყო ეკვატორული აფრიკის შიდა რეგიონების შესწავლის და კოლონიზაციის გააქტიურებას.

დასავლეთის სახელმწიფოები თავიდან ყურადღებას არ აქცევდნენ ამ რეგიონს ეკონომიკური შემოსავლის უპერსპექტივობის გამო. მაგრამ აფრიკის კოლონიალური დაყოფის პერიოდში (XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია გახდა კოლონიალური სახელმწიფოების წინააღმდეგობის ობიექტი.

1877 წელს ჰენრი მორტონ სტენლიმ ყურადღება მიაქცია კონგოს რეგიონს და ის იქ გააგზავნა ლეოპოლდ II-ს მიერ დაფინანსებულმა ასოციაციამ. ბერლინის კონფერენციამ 1884—1885 წლებში აღიარა ლეოპოლდ II დაპყრობილი ტერიტორიის სუვერენად, რომელსაც ეწოდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო. ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილება ხორციელდებოდა ათი წლის განმავლობაში, რომელსაც თან მოჰყვა სისხლიანი დაპირისპირებები.

კონგოს მრავალმილიონიან მოსახლეობაზე კონტროლის დასამყარებლად, გამოიყენებოდა «საზოგადოებრივი ძალები» (ფრანგ. Force Publique) — ადგილობრივი მეომარი ტომებისგან ჩამოყალიბებული კერძო არმია, რომელსაც ევროპელი ოფიცრები მეთაურობდნენ.

ქვეყანაში მეფობდა მოსახლეობის შეიარაღებული დატერორების, ექსპლოატაციისათვის ყველაზე უფრო მისაღწევი ბუნებრივი სიმდიდრეების აქტიური ძარცვის რეჟიმი. სპილოს ძვლის, კაუჩუკის, საკვების მიწოდების შეუსრულებლობისთვის, სამუშაოზე უარის გამოხატვისათვის ხელისუფლება სიკვდილით სჯიდა ადგილობრივ მოსახლეობას, წვავდა სოფლებს, აჩანაგებდა მთელ რაიონებს. კაუჩუკის პლანტაციებში სამუშაო პირობები იყო საკმაოდ მძიმე: ასობით ათასი ადამიანი იხოცებოდა შიმშილისგან და ეპიდემიისგან. ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაოზე იძულებით მისაყვანად, კოლონიის ხელისუფლებს მძევლად აჰყავდათ ქალები და მათ ამყოფებდნენ ციხეებში კაუჩუკის კრეფის მთელი სეზონის განმავლობაში. ეკონომიკური თვალსაზრისით ხელისუფლებამ შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა კაუჩუკის წარმოება. ბელგიური წყაროების მიხედვით, 1887 წელს კაუჩუკის წარმოების მოცულობა კონგოში შეადგენდა დაახლოებით 30 ტონას, 10 წლის შემდეგ, 1897 წლისთვის ის გაიზარდა 40-ჯერ (დაახლოებით 1300 ტონა), ხოლო 1903 წელს უკვე შეადგენდა დაახლოებით 5900 ტონას.

ზოგიერთი პლანტატორი უკრძალავდა თავის მომუშავე-აფრიკელებს გამოეხატათ არა მარტო საკუთარი სარწმუნოების ნიშნები, არამედ ქრისტიანობისაც. ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი ქრისტიანი, რომელიც დაისაჯა რელიგიური მრწამსისათვის, გახდა ახალგაზრდა აფრიკელი ისიდორ ბაკანჟა, რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შერაცხა ნეტარად.

1914 წლის რუკა, კონგოს ბელგიის ხელისუფლებისათვის გადაცემის შემდეგ

მკაცრმა ექსპლოატაციის სისტემამ მოიტანა კონგოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება 30 მილიონიდან (1884 წელი) 15 მილიონამდე (1915 წელი)[1]. სულ მცირე დარღვევისათვის მომუშავეებს ასახიჩრებდნენ და კლავდნენ. «საზოგადოებრივი ძალების» მეომრებს სადამსჯელო ოპერაციების დროს იარაღის პატრონების «მიზნობრივი» ხარჯვის დასამტკიცებლად ევალებოდათ წარმოედგინათ მოკლულებისათვის მოჭრილი ხელი. კონგოს ექსპლოატაციისგან მიღებული შემოსავალი მეფემ გაუგზავნა საკუთარ საყვარელს ბლანშ დელაკრუას, რომელსაც ჟურნალისტებმა შეარქვეს «კონგოს დედოფალი» (ფრანგ. la reine du Congo). ბელგიის ხელისუფლება ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უწყობდა პრესაში გავრცელებული კონგოელი ხალხის მიმართ უმოწყალო დამოკიდებულება აეხსნა იმით, რომ ეს ვითომდა იყო იძულებითი ღონისძიება თვითონ კონგოელების არასტუმართმოყვარე ხასიათის წინააღმდეგ, რადგანაც მდინარე კონგოს აუზის რეგიონში ცხოვრობდნენ ტომები, რომლებიც კანიბალიზმით იყვნენ დაკავებულები.

სიკვდილის წინ, 1908 წლის 15 ნოემბერს, ბელგიის მეფემ მიჰყიდა თავისი აფრიკული სამფლობელოები ბელგიის სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ბელგიის კონგოს (ფრანგ. Congo belge, ნიდერლ. Belgisch-Kongo) კოლონიის წარმოქმნა.

ბელგიის კონგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წლის ოქტომბერში ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა მიიღო «კანონი ბელგიის კონგოს მართვის შესახებ» (ეგრეთ წოდებული კოლონიალური ქარტია). ამ კანონის თანახმად საკანონმდებლო ხელისუფლებას ბელგიის კონგოში ახორციელებდნენ ბელგიის მონარქი და ბელგიის ფედერალური პარლამენტი, ასევე გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც იმავდროულად გადაეცა აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანი ძალაუფლება. კოლონიალურ ადმინისტრაციის მოღვაწეობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა სპეციალურად დანიშნული კაბინეტის წევრი — ბელგიის კონგოს საქმეთა მინისტრი. კოლონიის დედაქალაქები იყვნენ ქალაქი ბომა (1926 წლამდე) და მოგვიანებით ლეოპოლდვილი; სხვა მსხვილი ცენტრები იყვნენ — სტენლივილი და ელიზაბეტვილი.

1914 წელს კოლონია დაიყო 4 ვიცე-საგუბერნატოროდ, ხოლო 1933 წელს — 6 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ იყოფოდა დისტრიქტებად, ტერიტორიებად და შეფერიებად (ეთნიკურად ერთეროვანი მოსახლეობით) ან სექტორებად (შერეული მოსახლეობით). გენერალ-გუბერნატორთან და პროვინციების გუბერნატორებთან არსებობდა მათ მიერ ჩამოყალიბებული საკონსულტაციო საბჭოები.

ძირითადი ეკონომიკური მოღვაწეობა თავმოყრილი იყო კატანგის პროვინციაში. შემოსავლების მთავარი წყარო იყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ბელგიის ნაცისტური ოკუპაციის წლებში, კონგო იმყოფებოდა «თავისუფალი ბელგიის ძალების» კონტროლის ქვეშ. კოლონიის სამთო მადანის პროდუქცია გადიოდა დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში. კერძოდ, კატანგაში იქნა მიღებული ურანი ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვისათვის[2].

1921 წელს ბაპტისტმა მოძღვარმა სიმონ კიმბანგუმ დააარსა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა კიმბანგიზმი, რომლის ლოზუნგია «კონგო— კონგოელებს». თავიდან ეს იყო საიდუმლო საზოგადოებები, ომის შემდეგ მათ მაგივრად მოვიდნენ კულტურულ-საგანმანათლო თანასაზოგადოებები, პროფკავშირული ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

ბელგიის კონგოში აფრიკული ეროვნული მოძრაობები ვითარდებოდნენ 1950-იანი წლებიდან, პირველ რიგში «évolués»-ს შორის. მოძრაობა დაიშალა რამდენიმე პარტიებად და ჯგუფებად, რომლებიც დაყოფილები იყვნენ ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნებით და ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს[3]. მსხვილი ეროვნული მოძრაობა — კონგოს ეროვნული მოძრაობა (კემ) — იყო ერთიანი ორგანიზაცია, მიმართული ქვეყნის დამოუკიდებლობის თანდათანობით მიღწევაზე. მოძრაობის დამფუძნებლებს შორის იყვნენ პატრის ლუმუმბა, სირილ ადულა და ჟოზეფ ილეო, მაგრამ სხვა პოლიტიკოსები ბრალს დებდნენ პარტიას ზედმეტ ზომიერებაში. ლუმუმბა გახდა წამყვანი ფიგურა კონგოს ეროვნულ მოძრაობაში და 1959 წლის ბოლოსათვის ითვლიდა 58 000 წევრს.

აბაკოს ლიდერი ჟოზეფ კასავუბუ, რომელიც მოგვიანებით კონგოს პირველი პრეზიდენტი გახდა

კონგოს ეროვნული მოძრაობის ძირითადი კონკურენტი იყო აბაკო (ფრანგ. Alliance des Bakongo) ჟოზეფ კასავუბუს მეთაურობით, რომელსაც ეკავა უფრო რადიკალური პოზიცია, მოუწოდებდა დაუყოვნებელი დამოუკიდებლობისკენ და რეგიონალური იდენტიფიცირებისკენ. აბაკოს იდეოლოგია ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი კონგო უნდა ყოფილიყო კონგოს ხალხის სახელმწიფო. მნიშვნელობით მესამე პარტია იყო კონაკატი (ფრანგ. Confédération des Associations Tribales du Katanga), მუაზ ჩომბეს ხელმძღვანელობით. კონაკატი მოუწოდებდა ფედერალიზმისაკენ და წარმოადგენდა პირველ რიგში სამხრეთ კატანგის პროვინციას. უფრო მცირერიცხოვანი პარტიებიდან შეიძლება აღინიშნოს აფრიკული სოლიდარობის რადიკალური პარტია და «ბაიანზის ალიანსი».

მიუხედავად იმისა, რომ კონგოს ეროვნული მოძრაობა (კემ) იყო ყველაზე დიდი აფრიკულ ეროვნულ პარტიებს შორის, მის შიგნით არსებობდა ბევრი ფრაქცია, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა პოზიციები მთელ რიგ საკუთხებზე. განსაკუთრებით პოლარიზებული იყო ზომიერი «évolués»-ის და პარტიის უფრო რადიკალური უმრავლესობის პოზიციები. რადიკალური ფრაქცია ილეოს და ალბერ კალონჟის მეთაურობით გამოეყო კონგოს ეროვნულ მოძრაობას 1959 წლის ივლისში, მაგრამ მას არ გამოუწვევია პარტიის რიგების მასიური დატოვება მისი წევრების მხრიდან. კალონჟის ფრაქციამ მიიღო არაოფიციალური დასახელება კემ-კ (კემ-კალონჟი), ხოლო უმრავლესობამ ლუმუმბას მეთაურობით — კემ-ლ (კემ-ლუმუმბა). ლუმუმბას მხარდამჭერთა ცენტრი გახდა ქალაქი სტენლივილი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხოლო კალონჟის მხარდამჭერები ძირითადად დაბანაკებულები იყვნენ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ელიზაბეტვილში.

1959 წლის 4 იანვარს კონგოს დედაქალაქ ლეოპოლდვილში, პოლიტიკური დემონსტრაცია გადაიზარდა არეულობებში. კოლონიალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ, დაიღუპა სულ ცოტა 49 ადამიანი, ხოლო მსხვერპლის საერთო რაოდენობამ გადააჭარბა 500 ადამიანს. ეროვნული პარტიების გავლენა პირველად გასცდა მსხვილი ქალაქების ფარგლებს გარეთ, ეროვნული დემონსტრაციები და არეულობები გახდა ჩვეულებრივ მოვლენად მომდევნო წლის განმავლობაში. ბევრი შავკანიანი უარს ამბობდა გადაეხადა გადასახადი და დამორჩილებოდა კოლონიალურ კანონებს. აბაკოს პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობა დაპატიმრებული იქნა, რამაც კონგოს ეროვნული მოძრაობა ჩააყენა მომგებიან მდგომარეობაში.

ამ მოვლენებმა გამოიწვია ქვეყნის თეთრკანიანი საზოგადოების რადიკალიზაციაც. ზოგიერთი თეთრკანიანი გეგმავდა მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა შავკანიანთა მთავრობა. ანარქიის პირობებში თეთრკანიანმა მოსახლეობამ დაიწყო მილიციელთა რაზმების შექმნა, ცნობილი როგორც Corps de Voluntaires Européens — «ევროპული ნებაყოფლობითი კორპუსი». ამ ბოევიკებმა დაიწყეს შავკანიან მოსახლეობაზე თავდასხმები.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიის საპარლამენტო მუშა ჯგუფმა უწესრიგობების დაწყების შემდეგ გამოაქვეყნა კომუნიკე კონგოს მომავლის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო მაღალი მოთხოვნა «შიდა ავტონომიაზე»[4]. კოლონიების მინისტრმა ოგიუსტ დე შრაივერმა ბრიუსელში 1960 წლის იანვარში ორგანიზება გაუკეთა კონგოს ყველა ძირითადი პარტიების ხელმძღვანელების «კონგოს მრგვალ მაგიდას»[5]. სტენლივილში უწესრიგობების შემდეგ დაპატიმრებული ლუმუმბა კონფერენციის დაწყებამდე გამოუშვეს ციხიდან და ის ხელმძღვანელობდა კემ-ლ-ის დელეგაციას[6]. ბელგიის ხელისუფლება გეგმავდა მიენიჭებინა კონგოსთვის დამოუკიდებლობა უახლოესი 30 წლის განმავლობაში, მაგრამ კონგოელების პოზიცია იყო ერთგვაროვანი და ურყევი — დამოუკიდებლობა 1960 წლის 30 ივნისისათვის[5]. ფედერალიზმის, ეთნიკური საკუთრების და კონგოს საქმეებში ბელგიის მომავალი როლის საკითხები დარჩა გადაუწყვეტელი, რადგანაც დელეგატებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ამის შესახებ[7].

პატრის ლუმუმბა, კემ-ლ-ის ლიდერი და კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი, «კონგოს მრგვალი მაგიდის» კონფერენციაზე ბრიუსელში, 1960 წელი

ბელგიელებმა დაიწყეს კამპანია ლუმუმბას წინააღმდეგ მისი იზოლაციის მიზნით. მათ ის დაადანაშაულეს კომუნიზმნთან სიმპათიაში, იმედოვნებდნენ, რომ ამით დაანაწევრებდნენ ეროვნულ მოძრაობას, მხარს უჭერდნენ კემ-ლ-ის მეტოქე — კონაკატს[8]. ბევრ ბელგიელს იმედი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი კონგო გახდებოდა ფედერაციის ნაწილი, საფრანგეთის თანამეგობრობის ან ბრიტანული ერთა თანამეგობრობის მსგავსი, და რომ მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ბელგიასთან გაგრძელდებოდა[9]. ბელგიის ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა კონგოს არჩევნებს 1960 წლის მაისში, რომელმაც გამარჯვება მოუტანა კონგოს ეროვნულ მოძრაობას (კემ)[6].

კონგოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება და კოლონიალური ბატონობის დასასრული, როგორც იგეგმებოდა, განხორციელდა 1960 წლის 30 ივნისს. ქალაქ ლეოპოლდვილის ერთა სასახლეში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ბელგიის მეფე ბოდუენი, რომელზეც კონგოში კოლონიალური მმართველობის დასასრული მან გამოაცხადა, როგორც ლეოპოლდ II-ის მიერ დაწყებული ბელგიის «ცივილიზატორული მისიის» კულმინაცია[10]. მეფის გამოსვლის შემდეგ მოულოდნელად სიტყვით გამოვიდა ლუმუმბა, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა კოლონიალიზმი და დამოუკიდებლობა აღწერა, როგორც ეროვნული მოძრაობის დიდი წარმატება[11]. თვით ზოგიერთმა კონგოელმა პოლიტიკოსმაც კი ეს გამოსვლა აღიქვა, როგორც ზედმეტად პროვოკაციული. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობა მთელ კონგოში ფართედ აღინიშნა[12].

პოლიტიკურად ახალი სახელმწიფო გახდა ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლება გაყოფილი იქნა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. კასავუბუ გამოცხადდა პრეზიდენტად, ხოლო ლუმუმბა — პრემიერ-მინისტრად[13]. მიუხედავად კონაკატის და სხვა პარტიების წინააღმდეგობისა, კონგოს კონსტიტუცია აცხადებდა ცენტრალიზმს — ხელისუფლების კონცენტრაციას ლეოპოლდვილის ცენტრალური მთავრობის ხელში, მნიშვნელოვანი ძალაუფლების პროვინციალურ დონეზე გადაცემის გარეშე[14].

1960 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კონგოს რესპუბლიკა მოიცვა მკვეთრმა პოლიტიკურმა კრიზისმა. გააქტიურდნენ სეპარატისტული ძალები, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს კატანგის სახელმწიფომ მუაზ ჩომბეს მეთაურობით და სამხრეთმა კასაიმ ალბერ კალონჟის მეთაურობით. კრიზისი გრძელდებოდა 5 წელი, ხელისუფლებაში მობუტუ სესე სეკოს მოსვლამდე. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იძულებითი სიკვდილით დაიღუპა 100 ათას ადამიანზე მეტი[15].

კრიზისი კონგოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ბელგიის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ თეთკანიანები შეძლებდნენ შეენარჩუნებინათ საკუთარი პოზიციები განუსაზღვრელი ვადით[14]. კონგოს რესპუბლიკა მაინც დამოკიდებული იყო ისეთ კოლონიალურ ინსტიტუტებზე, როგორიცაა Force Publique (ჟანდარმერია), სადავ თეთრკანიანებმა შეინარჩუნეს სამეთაურო თანამდებობები. ბევრი კონგოელი ვარაუდობდა, რომ დამოუკიდებლობა მოიტანდა უეცარ სოციალურ ცვლილებებს, შედეგად თეთრკანიანთა პოზიციების შენარჩუნება მათ დიდ უკმაყოფილებას იწვევდა[16].

«Force Publique»-ის ბელგიელმა მეთაურმა — გენერალ-ლეიტენანტმა ემილ იანსენსმა უარი განაცხადა კონგოს დამოუკიდებლობა განეხილა, როგორც ჟანდარმერიის მუშაობაში ცვლილებების შეტანის საფუძველი. 5 ივლისს «Force Publique»-ის რამდენიმე ასეული აუმხედრდა საკუთარ თეთრკანიან ოფიცრებს კემპ-ჰარდიში ქალაქ ტისვილთან ახლოს. მეორე დღეს ამბოხი გავრცელდა ლეოპოლდვილში, ხოლო მოგვიანებით — მთელი ქვეყნის გარნიზონებში[17].

იმის მაგივრად, რომ ბელგიის ჯარი გამოეყვანათ აჯანყების ჩასაქრობად, როგორც ამას იანსენსი მოუწოდებდა, ლუმუმბამ იგი გადააყენა და «Force Publique» გადააკეთა კონგოს ეროვნულ არმიად (კეა). ყველა შავკანიან ჯარისკაცს მოუმატეს სულ ცოტა ერთი თანრიგი[18]. სეჟანტ-მაიორი ვიქტორ ლუნდულა დაინიშნა კონგოს ეროვნული არმიის მეთაურად და წოდებით გახდა გენერალ-მაიორი. იმავდროულად მობუტუ სესე სეკო, სეჟანტ-მაიორი და ლუმუმბას უახლოესი თანაშემწე, გახდა ლუნდულას მოადგილე — შტაბის უფროსი[19]. ხელისუფლებამ სცადა შეეჩერებინა ამბოხი, ლუმუმბა და კასავუბუ პირადად გამოვიდნენ ლეოპოლდვილში და ტისვილში, რათა დაერწმუნებინათ ამბოხებულები დაეყარათ, მაგრამ ქვეყნის დიდ ნაწილში ამბოხი ძლიერდებოდა. თეთრკანიანი ოფიცრები და სამოქალაქო პირები ხდებოდნენ თავდასხმისა და ძარცვის მსხვერპლი, ხოლო თეთრკანიანი ქალები — ძალადობის მსხვერპლი. ბელგიის ხელისუფლება შეშფოთდა სიტუაციით, განსაკუთრებით როდესაც თეთრკანიანმა დევნილებმა დაიწყეს იქ ჩასვლა[20].

9 ივლისს ბელგიამ კონგოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე გადასხა საკუთარი დესანტი კაბალოში და სხვა პროვინციებში თეთრკანიანი სამოქალაქო პირების დასაცავად[21]. ბელგიის ინტერვენციამ ორად გაჰყო ლუმუმბას და კასავუბუს შეხედულებები. კასავუბუმ გაიზიარა ბელგიელთა ინტერვენცია[20], ხოლო ლუმუმბამ მოუწოდა ყველა კონგოელს დაეცვათ რესპუბლიკა მათგან, ვინც მას საფრთხეს უქმნიდა[21]. ლუმუმბას თხოვნით თეთრკანიანი სამოქალაქო პირები 11 ივლისს ევაკუირებულები იქნენ საპორტო ქალაქ მატადიდან ბელგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ. მაგრამ შემდგომში ბელგიურმა გემებმა ცეცხლი დაუშინეს ქალაქს. დაიღუპა სულ ცოტა 19 მშვიდობიანი მაცხოვრებელი. ასეთმა მოქმედებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია, რასაც მოჰყვა თეთრკანიან მოსახლეობაზე თავდასხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბელგიის არმია შევიდა რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ლეოპოლდვილში, სადაც მოუხდათ კონგოს არმიასთან შეჯახება[20].

სეპარატიზმი კატანგაში და სამხრეთ კასაიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის 11 ივლისს კონაკატის პარტიის ლიდერმა მუაზ ჩომბემ გამოაცხადა კონგოს სამხრეთი პროვინციის — კატანგის დამოუკიდებელი სახელმწიფო — კატანგის სახელმწიფო — დედაქალაქით ელიზაბეტვილი, ხოლო საკუთარი თავი — მის პრეზიდენტად[22]. მინერალებით მდიდარი კატანგა ტრადიციულად უფრო ახლო იყო მეზობელ ჩრდილოეთ როდეზიასთან, ვიდრე დანარჩენ კონგოსთან[23]. კონაკატის პარტია ამტკიცებდა, რომ კატანგის მაცხოვრებლები ეთნიკური თვალსაზრისით განსხვავდება კონგოს ტომის ხალხისგან და სხვა კონგოელებისგან. კონგოს რესპუბლიკიდან გამოყოფა ნაწილობრივ მოტივირებული იყო კატანგელი სეპარატისტების სურვილით შეენარჩუნებინათ სპილენძის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან მიღებული შემოსავალი და არ გადაეცათ იგი ლეოპოლდვილში[24]. თვითგამოცხადებული კატანგის შექმნის გამოცხადებისას, ჩომბემ განაცხადა: «ჩვენ გამოვეყავით ქაოსს»[25].

კატანგის პროვინციაში არსებულმა მსხვილმა სამთომომპოვებელმა კომპანია «Union Minière du Haut Katanga»-მ (UMHK), თავდაპირველად მხარი დაუჭირა მის კონგოდან გამოყოფას, იმის შიშით, რომ კონგოს ცენტრალური ხელისუფლება მოახდენდა მრეწველობის ნაციონალიზაციას. UMHK-ს მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნოდა «Société Générale de Belgique»-ს, ცნობილ ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობდა ბრიუსელში და ჰქონდა მჭიდრო კავშირები ბელგიის ხელისუფლებასთან. კომპანია UMHK-ს ძალისხმევით ბელგიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კატანგის დამოუკიდებლობას, მოუწოდა სამხედროებს და სამოქალაქო მოსამსახურეებს დარჩენილიყვნენ თავიანთ პოსტებზე[26]. ჩომბემ დაიწყო დაქირავებულთა რაზმების შექმნა, ძირითადად თეთრკანიანების სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და როდეზიიდან, რათა გაეზარდა კატანგის ჯარის რაოდენობა[27]. ბელგიელების არაოფიციალური მხარდაჭერის დროსაც კი კატანგამ ვერ მიიღო ოფიციალური დიპლომატიური აღიარება ვერც ერთი ქვეყნიდან[28].

კატანგის გამოყოფიდან ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 8 აგვისტოს კატანგიდან ჩრდილოეთით მდებარე კასაის პროვინციის ნაწილმა გამოაცხადა ავტონომია ცენტრალური ხელისუფლებისგან და შექმნა სამხრეთი კასაი დედაქალაქით ბაკვანგა[26]. სამხრეთ კასაი იყო გაცილებით პატარა, ვიდრე კატანგა, მაგრამ იძლეოდა ალმასების მოპოვების თითქმის მთლიან მოცულობას კონგოს მასშტაბებში. სამხრეთ კასაი ძირითადად დასახლებული იყო ლუბას ტომის ხალხით და მისმა პრეზიდენტმა ალბერ კალონჟიმ განაცხადა, რომ ლეოპოლდვილიდან გამოყოფა დაკავშირებულია ლუბას ტომის ხალხის ჩაგვრასთან კონგოს დანარჩენ ნაწილში[26]. სამხრეთ კასაის მხარი დაუჭირა «Forminière»-ს მმართველობამ — მეორე ბელგიურმა სამთომომპოვებელმა კომპანიამ, რომელმაც მიიღო მთელი რიგი შეღავათები ახალი სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ[26].

საერთაშორისო რეაქცია და გაეროს ჯარების შეყვანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოში ბელგიის ხელისუფლების მიერ სეპარატისტებისადმი მხარდაჭერამ გამოიწვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მოწოდებები ბელგიის ჯარების კონგოს ტერიტორიიდან გამოყვანის მოთხოვნით. გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი თვლიდა, რომ კონგოს კრიზისი გაეროს საშუალებას მისცემდა ეჩვენებინა საკუთარი სამშვიდობო პოტენციალი და მოუწოდა კონგოში გაეგზავნათ სამშვიდობოების მრავალეროვნული კონტინგენტი[29]. 14 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 143, რომელიც ბელგიას მოუწოდებდა გამოეყვანა ჯარები კონგოდან და ისინი შეცვლილიყვნენ გაეროს სამშვიდობოებით[30].

შვედი მშვიდობისმყოფელი კონგოში.

«კონგოში გაეროს ოპერატიული ჯგუფის» (ONUC) ჩამოსვლას თავდაპირველად დაეთანხმნენ ლუმუმბა და კასავუბუს ცენტრალური ხელისუფლება — ისინი თვლიდნენ, რომ გაერო დაეხმარებოდა მათ სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში[31]. მაგრამ ONUC-ის თავდაპირველი მანდატი ითვალისწინებდა მშვიდობის მხარდაჭერას, ჰამარშელდმა უარი თქვა გამოეყენებინათ გაეროს ჯარი სეპარატისტების წინააღმდეგ ცენტრალური ხელისუფლების დასახმარებლად. ის ამტკიცებდა, რომ გაეროს სამხედრო ჩარევა კრიზისში ჩაითვლება კონგოს სუვერენიტეტის დარღვევად. იმედგაცრუებულმა ლუმუმბამ მიმართა საბჭოთა კავშირს, რომელიც დათანხმდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაეცათ სამხედრო იარაღი, გაეწიათ მატერიალურ-ტექნიკური და მატერიალური დახმარება. დაახლოებით 1000 საბჭოთა სამხედრო თანაშემწე მალევე ჩავიდნენ კონგოში[32]. ლუმუმბას მოქმედებებმა გააღიზიანა ხელისუფლების დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით კასავუბუ, რომელიც უფრთხოდა საბჭოთა სამხედრო ჩარევის შედეგებს. ამერიკელებს ასევე ეშინოდათ, რომ საბჭოეთის კონგოსადმი დახმარება ცენტრალურ აფრიკაში მოიტანდა კომუნისტური გავლენის მნიშვნელოვან გაფართოებას[32].

საბჭოთა კავშირის დახმარებით კონგოს ეროვნული არმიის 2000 ჯარისკაცმა დაიწყო დიდი შეტევა სამხრეთ კასაის სეპარატისტების ეინააღმდეგ[33]. შეტევა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მაგრამ შეტევის მიმდინარეობისას არმიამ დაიწყო მონაწილეობის მიღება ეთნიკური ჯგუფების — ბალუბასა და ლულუას შორის შიდა გარჩევებში[33]. შედეგად კონგოს ეროვნულმა არმიამ მოახდინა ლულუას წარმომადგენლების მთელი რიგი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა: დაახლოებით 3000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი იქნა დახოცილი[34]. ძალადობამ გამოიწვია ბალუბას ათასობით წარმომადგენლების მასიური გაქცევა, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი სახლ-კარი, რომ გარიდებოდნენ საბრძოლო მოქმედებებს[35].

კონგოს კონფლიქტში საბჭოთა კავშირის მონაწილეობამ შეაშფოთა აშშ. დუაიტ ეიზენჰაუერის ამერიკულ ხელისუფლებას ადრევე აეჭვებდა, რომ ლუმუმბა იყო კომუნისტი და ცდილობდა კონგო გადაექცია საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ქვეყანად. 1960 წლის აგვისტოში რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტები იტყობინებოდნენ, რომ «კონგო განიცდის… კლასიკურ კომუნისტურ ინტერვენციას», და ყველას აფრთხილებდნენ, რომ კონგო შეიძლება წავიდეს კუბის გზით[36].

განხეთქილება ცენტრალურ ხელისუფლებაში და მობუტუს პირველი გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს რესპუბლიკა 1960—1961 წლებში:
  პრეზიდენტის ძალების კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორია
  ლუმუმბას მომხრეების კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორია
  თვითგამოცხადებული სამხრეთი კასაის სახელმწიფოს ტერიტორია
  თვითგამოცხადებული კატანგის სახელმწიფოს ტერიტორია

ლუბუმბას საბჭოთა კავშირისადმი დახმარების შესახებ მიმართვამ განხეთქილება შეიტანა კონგოს ხელისუფლებაში და დასავლეთის სახელმწიფოებისგან გამოიწვია ზეწოლის გაძლიერება ლუბუმბას ხელისუფლებიდან გაძევების მიზნით. ამას გარდა, ჩომბემ და კალონჟიმ მიმართეს კასავუბუს, რომელიც, მათი აზრით იყო უფრო ზომიერი პოლიტიკოსი, რომ ლუმუმბას გადაყენების შემთხვევაში ისინი პირობას დადებდმენ მოლაპარაკებაზე წამოსვლაზე[37]. ამას გარდა, მობუტუმ დაამყარა მთლიანი კონტროლი არმიაზე და გარედან მიღებული სამხედრო დახმარების მარშრუტებზე[19].

1960 წლის 5 სექტემბერს კასავუბუმ რადიოთი განაცხადა, რომ მან მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება ლუმუმბას პოსტიდან განთავისუფლების შესახებ, ბრალი დადო მას სამხრეთ კასაიში მასობრივი მკვლელობების მოწყობის შესახებ, ასევე დაპირდა ხალხს ამერიკულ დახმარებას[37]. გაეროს აშშ-ის წარმომადგენელმა კონგოში ენდრიუ კორდიემ, გამოიყენა თავისი კავშირები, რომ დაებლოკა კემ-ლ ფრაქციის შესაძლებლობები პასუხი გაეცა ბრალდებებზე[38]. მაგრამ პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა ლუმუმბას და გაამტყუნეს კასავუბუ[37]. ლუმუმბა ცდილობდა თანამდებობიდან გადაეყენებინა კასავუბუ, მაგრამ ამისათვის ვერ შეძლო აუცილებელი მხარდაჭერის მიღება. ვითომდა ჩიხიდან გამოსასვლელად, მობუტუ სესე სეკომ მოახდინა უსისხლო გადატრიალება და გადააყენა კასავუბუც და ლუმუმბაც, შეცვალა ისინი «კომისარების კოლეგიით», რომელიც შედგებოდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მთელი რიგი წარმომადგენლებისგან ჟან-ჟიუსტენ მარი ბომბოკოს მეთაურობით[39]. საბჭოთა სამხედრო თანაშემწეებმა მიიღეს ბრძანება დაეტოვებინათ ქვეყანა[40]. მობუტუს პროპაგანდამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალებამ უნდა გამოაფხიზლოს პოლიტიკოსები, რის შემდეგაც ხელისუფლება კვლავ გახდება სამოქალაქო. მაგრამ რეალობაში მობუტუ გამოვიდა კასავუბუს მხარეს ლუმუმბას საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოკეტეს შინაურ პატიმრობაში გაეროს განელი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ და კონგოს ეროვნული არმიის ჯარისკაცების გარეთა ალყაში[41]. კასავუბუ მობუტუს ინიციატივით 1961 წლის თებერვალში ხელახლა დაინიშნა პრეზიდენტად. ამ მომენტიდან მობუტუმ მიიღო შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კრიზისის გადაწყვეტაზე[42][40].

კასავუბუს აღდგენის შემდეგ იყო კონგოს ფრაქციებს შორის დაახლოების მცდელობები. ჩომბემ დაიწყო მოლაპარაკებები კონფედერაციული კონგოს ჩამოყალიბების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული იქნა კომპრომისული შეთანხმება, ის ფაქტობრივად არ შესულა ძალაში კასავუბუსა და ჩომბეს შორის პირადი უთანხმოებების გამო[43]. შეთანხმების მიღწევის მცდელობებმა 1961 წლის ივლისში მოიტანა ახალი ხელისუფლების შექმნა სირილ ადულას მეთაურობით, რომელშიც შევიდნენ ლუმუმბას და სამხრეთ კასაის წარმომადგენლები და ფრაქციები, მაგრამ კატანგის მონაწილეობის გარეშე[43].

კემ-ლ-ის უკმაყოფილო წევრები გაიქცნენ აღმოსავლეთში — სტენლივილში, სადაც 1960 წლის ნოემბერში ანტუან გიზენგას მეთაურობით ჩამოაყალიბეს ამბოხებულთა ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ქალაქ ლეოპოლდვილში[43][44]. გიზენგას ხელისუფლება აღიარა ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა, როგორც კონგოს ოფიციალური ხელისუფლება. მას შეეძლო გამოეყვანა 5500 ჯარისკაცი 7000 სამთავრობო ჯარისკაცის წინააღმდეგ[45]. მაგრამ გაეროს ზეწოლის შედეგად, გიზენგას ხელისუფლება თავისი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ დაეცა 1962 წლის იანვარში[46].

ლუმუმბას მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუმუმბა გაიქცა შინაური პატიმრობიდან აღმოსავლეთში — სტენლივილში, სადაც მან განიზრახა საკუთარი მომხრეების შეკრება. მას დაედევნა მობუტუს ერთგული ჯარი და 1960 წლის 1 დეკემბერს ქალაქ პორტ-ფრანკიში ის დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ლეოპოლდვილში ჩაიყვანეს[47]. საბჭოთა კავშირმა მოითხოვა ლუმუმბას განთავისუფლება. 1960 წლის 7 დეკემბერს გაიმართა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სასწრაფო სხდომა საბჭოთა კავშირის მოთხოვნების განსახილველად ლუმუმბას დაუყოვნებლივი განთავისუფლების, მისი კონგოს ხელისუფლების მეთაურის თანამდებობაზე აღდგენის და მობუტუს შეიარაღებული ძალების განიარაღების შესახებ. 1960 წლის 14 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პოზიციას მხარი დაუჭირა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რვა წევრმა ორის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ტყვეობაში ლუმუმბამ განიცადა წამება და გადაყვანილი იქნა ტისვილში, ხოლო შემდეგ კატანგის პროვინციაში, სადაც ის გადასცეს ჩომბესადმი ლოიალურ ძალებს[48]. 1961 წლის 17 იანვარს ელიზაბეტვილის რაიონში კატანგის ჯარისკაცებმა ლუმუმბა სიკვდილით დასაჯეს[49].

13 თებერვალს ლუმუმბას სიკვდილით დასჯის შესახებ პრესის ახალ ამბებში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გამოიწვია საერთაშორისო აღშფოთება[50]. ბელგიის საელჩოს ბელგრადში შეუტიეს მომიტინგეებმა, დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში და ნიუ-იორკში.

გაეროს კონტინგენტის გაძლიერება და კატანგის შემოერთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის ივლისიდან გაერომ გამოსცა მთელი რიგი დამატებითი რეზოლუციები, რომლებიც მოუწოდებდნენ ბელგიის ჯარს და დაქირავებულებს მთლიანად დაეტოვებინათ კატანგის პროვინცია. 1961 წლისთვის ONUK-ის რაოდენობა შეადგენდა თითქმის 20 000 ადამიანს[51]. მიუხედავად იმისა, რომ მათი მანდატი არ იძლეოდა უფლებას მიმხრობოდნენ ამა თუ იმ მებრძოლ მხარეს, ONUK-ის სამშვიდობოებს ჰქონდათ უფლება დაეპატიმრებინათ უცხოელი დაქირავებულები. 1961 წლის სექტემბერში კატანგელი დაქირავებულების ჯგუფის დაკავების მცდელობა «Morthor»-ის ოპერაციის დროს დამთავრდა ურთიერთსროლით[52]. სექტემბრის შუა რიცხვებში გაეროს ირლანდიელი სამშვიდობოების ასეული დაკავებული იქნა რაოდენობით უფრო მეტი კატანგელი ჯარისკაცების მიერ ქალაქ ლიკასის ექვსდღიანი ალყის შემდეგ. კატანგის მეომრებს ირლანდიელები დაკავებული ჰყავდათ, როგორც სამხედრო ტყვეები, რამაც გამოიწვია გაეროს აღშფოთება[53].

1961 წლის 18 სექტემბერს დაგ ჰამარშელდი ჩამოფრინდა ჩრდილოეთ როდეზიის ქალაქ ნდოლაში, კონგოს საზღვართან სიახლოვეს, რათა ეცადა ეკისრა შუამავლობა გაეროს სამხედრო ძალებსა და კატანგელ მეომრებს შორის შეწყვეტილიყო ცეცხლი. აეროპორტში დაშვების მცდელობისას მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ყველა ბორტზე მყოფი ადამიანი დაიღუპა[54]. გაეროს ახალი გენერალური მდივანი უ ტანი, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, მხარს უჭერდა კონგოს კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობის უფრო რადიკალურ პოლიტიკას[54]. ოქტომბრის შუა რიცხვებში კატანგელებმა გაანთავისუფლეს ირლანდიელი ჯარისკაცები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ONUK დათანხმდა გაეყვანა საკუთარი ჯარი თვითგამოცხადებული სახელმწიფოს საზღვრებიდან[53]. მაგრამ ამერიკელების მიერ კონგოში საკუთარი პოლიტიკის გადახედვამ და 1961 წლის ნოემბერში გაეროს 10 იტალიელი პილოტის მკვლელობამ ქალაქ კინდუში გააძლიერა გაეროს და კონგოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციები[54]. 1961 წლის დეკემბერში სამხრეთი კასაი დაიკავა კონგოს ეროვნულმა ჯარმა, ხოლო კალონჟი დაპატიმრებული იქნა.

1961 წლის ნოემბერში გამოშვებული რეზოლუცია 169, მოუწოდებდა ONUK-ს რეაგირება მოეხდინა ადამიანის უფლებების გაუარესების სიტუაციაზე და შეეჩერებინა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი კონგოში. რეზოლუციამ სრულიად უარყო კატანგის პრეტენზიები დამოუკიდებლობის შესახებ და ONUK-ს ნება დართო გამოეყენებინა ყველა აუცილებელი ძალა «კონგოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის დასახმარებლად კანონიერების და მართლწესრიგის აღდგენაში და დაცვაში»[55]. კატანგელებმა მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, რის პასუხადაც ONUK-ის ჯარმა დაიწყო ოპერაცია «Unokat» ელიზაბეტვილის ირგვლივ სტრატეგიული პოზიციების დაპყრობის მიზნით. საერთაშორისო ზეგავლენის გამო 1962 წლის დეკემბერში ჩომბემ ხელი მოაწერა კიტონის დეკლარაციას, რომლითაც ის დათანხმდა ეღიარებინა ცენტრალური მთავრობის ხელისუფლება და კონსტიტუცია, რითაც მან უარი თქვა კატანგის დამოუკიდებლობის პრეტენზიაზე[56]. მაგრამ ჩომბესა და სირილ ადულას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თანაც კატანგელმა სეპარატისტებმა წარმატებული შეტევა განავითარეს გაეროს ჯარების წინააღმდეგ და შეავიწროვეს იგი. მაგრამ ბელგიელთა შეხედულება სეპარატისტების მიმართ შეიცვალა, მათ უკვე აღარ სურდათ დახმარებოდნენ კატანგას, რაც აჩვენებდა კატანგის სახელმწიფოებრიობის დღემოკლეობას[54].

1962 წლის 24 დეკემბერს ელიზაბეტვილის სიახლოვეს ერთმანეთს შეეჯახნენ გაეროს ჯარები და კატანგელი მეომრები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის ცდების ჩავარდნის შემდეგ გაეროს ჯარებმა დაიკავეს ელიზაბეტვილი, რამაც აიძულა ჩომბე დაეტოვებინა ქვეყანა. ამის შემდეგ მალე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. გაეროს ინდოელი მშვიდობისმყოფელები, მოქმედებდნენ რა მათზე გაცემული ბრძანებების ფარგლებს გარეთ, დაიკავეს ქალაქი ლიკასი, რითაც საშუალება არ მისცეს კატანგელებს გადაჯგუფებულიყვნენ[57]. თანდათანობით გაეროს ჯარმა დაიკავა კატანგის პროვინციის დარჩენილი ნაწილი და 1963 წლის 21 იანვარს ჩომბემ ჩააბარა მისი უკანასკნელი დასაყრდენი კოლვეზი, რითაც დამთავრდა კატანგის სახელმწიფოებრიობის მოკლე პერიოდი[57].

პოლიტიკური დარეგულირებების მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატანგის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები დაქსაქსულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის[58]. მოლაპარაკებები დაემთხვა ბრაზავილში ემიგრირებული ლუმუმბას მომხრეების პოლიტიკური ჯგუფის — განთავისუფლების ეროვნული საბჭოს (გეს) შექმნას[59]. მოლაპარაკებები დამთავრდა ახალი კონსტიტუციის დამტკიცებით, რომელიც მოუწოდებდა ძალების ბალანსის შექმნას[58]. ახალმა კონსტიტუციამ გაზარდა პრეზიდენტის ხელისუფლება, შეკვეცა პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება და დაამშვიდა რეგიონალური ელიტა, გაზარდა პროვინციების რიცხვი 6-დან 21-მდე მათი ავტონომიის გაფართოებით[60][58]. კონსტიტუციამ ასევე შეცვალა სახელმწიფოს სახელწოდება: კონგოს რესპუბლიკის ნაცვლად მას ეწოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა[58]. ის მიღებული იქნა 1964 წლის ივნისის რეფერენდუმზე. იმავდროულად ახალი აღცევნების ჩატარების მოლოდინის გამო დაითხოვეს პარლამენტი. კასავუბუმ კატანგის ყოფილი ლიდერი ჩომბე დანიშნა დროებით პრემიერ-მინისტრად[61]. დასავლეთმა მხარი დაუჭირა ამ კანდიდატურას, რადგანაც ჩომბე ითვლებოდა კომუნიზმის აშკარა მტრად, მაგრამ აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებს შორის, როგორიცაა მაროკოს მეფე ჰასან II, ის ითვლებოდა იმპერიალიზმის მარიონეტად მისი როლის გამო კატანგის გამოყოფაში[62].

ახალი არჩევნები დანიშნული იყო 30 მარტისთვის, მაგრამ ამ დროს დაიწყო დიდი აჯანყება კონგოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში[58].

სიმბას და კვილუს აჯანყებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს რუკა, წითელი ფერით აღნიშნულია სიმბას აჯანყებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, ყვითელით — კვილუს, 1964 წელი

პოლიტიკური კრიზისის პერიოდმა გამოიწვია იმედგაცრუება ცენტრალურ ხელისუფლებაში. დედაქალაქში გაიზარდა «მეორე დამოუკიდებლობის» მიღწევის მოთხოვნა[63]. «მეორე დამოუკიდებლობის» ლოზუნგი აიტაცეს კონგოს რევოლუციონერმა მაოისტებმა, კერძოდ პიერ მულელემ, რომელიც ერთ დროს იყო განათლების მინისტრი ლუმუმბას მთავრობაში. შედეგად პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია დიდი აჯანყება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ[64].

აჯანყების კერები წარმოიშვა სოფლის დასახლებულ პუნქტებში, სადაც განსაკუთრებით აქტიური იყო ლუმუმბისტების აგიტაცია, ყველაზე უფრო მეტად პენდეს და მბუნდუს ხალხს შორის[63][65]. 1963 წლის ბოლოს დაიწყო მღელვარებები კონგოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში. 1964 წლის 16 იანვარს იფეთქა კვილუს აჯანყებამ კვილუს პროვინციის ქალაქებში იდიოფა და გუნგუ[66]. მალე აჯანყება გადაედო კივუს პროვინციის აღმოსავლეთს, ხოლო შემდეგ ქალაქ ალბერვილს, რამაც გამოიწვია სიმბას აჯანყება[67][66]. აჯანყებულებმა დაიწყეს თავიანთი ტერიტორიების გაფართოება და სწრაფად გაემართნენ ჩრდილოეთისკენ, დაიკავეს სტენლივილი, პაულისი და ლისალა[66].

აჯანყებულებს, რომლებიც საკუთარ თავს «Simba»ს უწოდებდნენ (სუაჰილის ენაზე «ლომი»), ჰქონდათ საკმაოდ არეული იდეოლოგია, დაფუძნებული კომუნისტურ ლოზუნგებზე[68]. რევოლუციონერთა უმრავლესობა ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ აჯანყება მათ მისცემდა განვითარების შესაძლებლობას, რომელიც არ მიუცია ხელისუფლებას[69]. აჯანყებულებს სჯეროდათ მაგიური რიტუალების, თვლიდნენ, რომ ისინი მათ დაიცავდნენ ტყვიებისაგან[70].

აჯანყებულებმა დააარსეს სახელმწიფო — კონგოს სახალხო რესპუბლიკა — დედაქალაქით სტენლივილში, რომლის პრეზიდენტად დაინიშნა კრისტოფ გბენიე. ახალ სახელმწიფოს მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა, რომლებიც მას ამარაგებდნენ საბრძოლო იარაღით, ასევე აფრიკის მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა, კერძოდ ტანზანიამ[71]. კუბამ გააგზავნა 100 კონსულტანტზე უფრო მეტი რაოდენობის ჯგუფი ერნესტო ჩე გევარას ხელმძღვანელობით აჯანყებულებისათვის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკის შესასწავლად[71]. სიმბას აჯანყება დაემთხვა ცივი ომის ესკალაციას ტონკინის ყურის ინციდენტის შემდეგ და ივარაუდებოდა, რომ, თუ აჯანყებას მალევე არ ჩაახშობდნენ, კონგოს ელოდა ვიეტნამის ომის მსგავსი სრულმასშტაბიანი ამერიკული სამხედრო ინტერვენცია[72].

აჯანყების ჩახშობა და ბელგიურ-ამერიკული ინტერვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის აგვისტოს ბოლოს აჯანყებულებმა დაიწყეს პოზიციების დაკარგვა. ქალაქები ალბერვილი და ლისალა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში დაიკავა კონგოს სამთავრობო ჯარებმა[73]. ჩომბემ, რომელიც მობუტუს ეყრდნობოდა, დაიბრუნა თავისი კატანგელი ყოფილი დაქირავებულების დიდი ნაწილი და ისინი გააგზავნა აჯანყებულების წინააღმდეგ[74]. ძირითადად დასავლეთ ევროპიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოყვანილი დაქირავებულები «ცოფიანი მაიკლ ჰოარის» მეთაურობით, შეყვანილი იყვნენ ქვედანაყოფში, ცნობილი როგორც კონგოს ეროვნული არმიის კომანდოსის მე-5 რაზმი[75]. ამ რაზმმა სახელი გაითქვა კონფლიქტის ზონაში თავისი სისასტიკით — მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით, წამებით, ძარცვა-გლეჯვით და გაუპატიურებით[76]. დაქირავებულებს ასევე დახმარებას უწევდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან[77].

ბელგიის დესანტი სტენლივილის აეროპორტში

1964 წლის ნოემბერში აჯანყებულებმა ტყვედ აიყვანეს ქალაქ სტენლივილის დარჩენილი თეთრკანიანი მოსახლეობა. თეთრკანიანები გახდნენ მძევლები «ვიქტორიის» ოტელში, რომლებსაც აჯანყებულები განიხილავდნენ კონგოს ეროვნულ არმიასთან მოლაპარაკებების დროს კოზირის სახით გამოსაყენებლად. მძევლების გასანთავისუფლებლად კონგოში ჩავიდნენ ბელგიელი პარაშუტისტები ამერიკული ავიაციის დახმარებით. 24 ნოემბერს «წითელი დრაკონის» ოპერაციის ფარგლებში ბელგიელი პარაშუტისტები გადასხდნენ სტენლივილში და შეუდგნენ მძევლების განთავისუფლებას[78]. ბრძოლის დროს საერთო ჯამში დაახლოებით 70 მძევალი და 1000 კონგოელი მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა, მაგრამ მძევლების უმრავლესობა მაინც განთავისუფლდა[79]. ბელგიელებს ჰქონდათ მხოლოდ მძევლების განთავისუფლების და არა ქალაქიდან აჯანყებულების განდევნის ბრძანება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ოპერაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჯანყების მსვლელობაზე[78]. ოპერაციის დამთავრების შემდეგ ბელგიელი მოდესანტეები დაბრუნდნენ სამშობლოში[80].

გარედან ჩარევის შედეგად ჩომბემ დაკარგა კასავუბუს და მობუტუს მხარდაჭერა და 1965 წლის ოქტომბერში განთავისუფლდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. «წითელი დრაკონის» ოპერაციის დამთავრებისთანავე კონგოს ეროვნულმა არმიამ და დაქირავებულებმა დაიკავეს ქალაქი სტენლივილი და დაასრულეს სიმბას აჯანყება. წინააღმდეგობის კერები შენარჩუნდა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთ კივუს პროვინციაში, სადაც ლორან-დეზირე კაბილა სათავეში ჩაუდგა აჯანყებულების დაჯგუფებას[81].

მობუტუს მეორე გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის მარტის არჩევნებში ჩომბეს კონგოს ეროვნული კონგრესის პარტიამ (კეკ) მიიღო ხმათა უმრავლესობა, მაგრამ მისი პარტიის დიდმა ნაწილმა მალე დატოვა მისი რიგები და შექმნა კონგოს დემოკრატიული ფრონტი (კდფ)[82]. კასავუბუ ეცადა ესარგებლა სიტუაციით და მაქსიმალურად შეეზღუდა ჩომბეს მოქმედებები, მან კგფ-ს ლიდერი და ჩომბეს ოპონენტი ევარისტ კიმბა მუტომბო დანიშნა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ჩომბესადმი ლოიალურად განწყობილმა პარლამენტმა უარი განაცხადა მისი დანიშვნის რატიფიცირებაზე. იმის ნაცვლად, რომ კასავაბუს მოეძებნა კომპრომისული კანდიდატი, მან ცალმხრივად გამოაცხადა კიმბა მუტომბო პრემიერ-მინისტრად, რამაც ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში. შედეგად მობუტუმ ხელმეორედ განახორციელა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება და 1965 წლის 25 ნოემბერს ხელში ჩაიგდო ხელისუფლება[82].

მობუტუმ ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა 5 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ, მისი სიტყვებით, დემოკრატია იქნება აღდგენილი[83]. მობუტუს სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ხალხს პირდებოდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, უმეტეს ნაწილად განხორციელდა აშშ-ის და სხვა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით. თავდაპირველად მისმა მმართველობამ მიიღო დიდი პოპულარობა. ის საკუთარ ხელში თავს უყრიდა სულ უფრო მეტ სახელისუფლებო ძალაუფლებას, 1966 წელს გააუქმა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო 1967 წელს პარლამენტი[83].

კრიზისის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მობუტუ და რიჩარდ ნიქსონი თეთრ სახლში, 1973 წელი

ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მობუტუ თანდათანობით აძლიერებდა საკუთარ ხელისუფლებას კონგოში. პროვინციების რაოდენობა შემცირდა, ხოლო მათი ავტონომია შეიზღუდა, რის შედეგადაც დამყარდა მაღალი ხარისხის ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1967 წელს, საკუთარი ლეგიტიმურობის საჩვენებლად, მობუტუმ შექმნა რევოლუციის სახალხო მოძრაობის (რსმ) პარტია, რომელიც 1990 წლამდე იყო ერთადერთი ლეგალური პარტია ქვეყანაში[83]. ყველა პროფკავშირული ორგანიზაცია გააერთიანეს ქვეყნის მშრომელთა ეროვნულ კავშირში, ხოლო სხვადასხვა ახალგაზრდული და სტუდენტური საზოგადოებები — მმართველი პარტიის ახალგაზრდულ სექციაში. 1971 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფოს გადაერქვა სახელი და ეწოდა «ზაირი» (ზაირი — პორტუგალიელების მიერ მდინარე კონგოს დამახინჯებული სახელწოდება (ნზარი, მვანზა — ადგილობრივ ენებზე)). კონგოს რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი პატრის ლუმუმბა გამოცხადდა ეროვნულ გმირად. მობუტუმ მოახდინა დარჩენილი უცხოური აქტივების ნაციონალიზაცია[84]. ხელისუფლება ხელს უწყობდა კერძო ბიზნესის განვითარებას და ცდილობდა შეესუსტებინა სახელმწიფოს ეკონომიკური დამოკიდებულება უცხოური კაპიტალისაგან. ასევე მიღებული იქნა ღონისძიებები სოციალურ სექტორში. 1967 წელს კონგოში ჩატარდა ფულადი რეფორმა, რომლის შედეგადაც შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტა ზაირი, რომელმაც შეცვალა კონგოს ფრანკი. ამ ღონისძიებებმა გააუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა ქვეყანაში. იმავე წელს მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გამოცხადდა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა. 1970 წელს პირველ პრეზიდენტად არჩეული იქნა მობუტუ. საგარეო პოლიტიკაში მობუტუ ორიენტაციას აკეთებდა დასავლეთის ქვეყნებზე, ხოლო საშინაო პოლიტიკაში — იყენებდა ეროვნულ-რევოლუციურ რიტორიკას.

კრიზისის შემდგომ წლებში მობუტუმ შეძლო ყველა ოპოზიციონერის განეიტრალება, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ მისი ხელისუფლებისთვის. ჩომბე 1965 წელს გააგზავნეს მეორე გადასახლებაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით[85]. 1967 წელს ჩომბეს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, ის იმავე წელს გაიტაცეს და დააპატიმრეს ალჟირში. 1969 წელს მისმა სიკვდილმა, ვითომდა ბუნებრივი მიზეზების გამო, გამოიწვია ეჭვი მობუტუს მასში მონაწილეობის შესახებ[85]. დევნილობიდან ამნისტიის დაპირებით კონგოში ასევე შემოიტყუეს მულელე, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც დააპატიმრეს, აწამეს და მოკლეს[86].

მთლიანობაში მობუტუს მმართველობა იყო მშვიდობიანი, თუმცა სხვადასხვა რეგიონებში, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთში და შაბას პროვინციაში (ადრე კატანგის პროვინცია) დროგამოშვებით მაინც ხდებოდა ხანმოკლე საბრძოლო შეტაკებები. 1966 და 1967 წლებს შორის მოხდა ორი ამბოხი, აქედან ერთი სტენლივილში 800 კატანგელი ჟანდარმის მონაწილეობით და მეორე ჩომბეს ყოფილი დაქირავებულების მონაწილეობით[87]. საბოლოო ჯამში მოხდა ამბოხებულების ლიკვიდაცია. ანგოლის მომხრე კონგოს ეროვნული განთავისუფლების ფრონტმა (FLNC) ორჯერ მოაწყო შეიარაღებული აჯანყება შაბას პროვინციაში 1977 და 1978 წლებში.

კრიზისის შემდეგ ფედერალიზმისა და სახელმწიფო ცენტრალიზაციის საკითხები ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ის რჩებოდა გაყინულ მდგომარეობაში[88]. მობუტუ იყო ცენტრალიზაციის მომხრე, 1965 წელს გამოცემული ერთ-ერთი მისი პირველი აქტი იყო პროვინციების გაერთიანების და მათი უფლებამოსილების დიდი ნაწილის გაუქმების შესახებ. შედეგად ამბოხი პროვინციებში გრძელდებოდა აღმოსავლეთ კონგოში 1980-იან წლებში და არასტაბილურობა მემკვიდრეობათ დატოვა კონგოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ[89].

აჯანყება შაბას პროვინციაში (1977)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაირი მთავარ როლს თამაშობდა 1975 წელს ანგოლაში დამყარებულ პროსაბჭოთა მარქსისტულ ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ. მობუტუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანამშრომლობდა ჰოლდენ რობერტოსთან, ზაირის ტერიტორიაზე FNLA-ს გამოუყო პლაცდარმები.

ანგოლის სახალხო რესპუბლიკის რეჟიმი ზაირს აღიქვამდა, როგორც მტრულ ძალას. კონგოს ეროვნული განთავისუფლების ფრონტი (FLNC) იყო FNLA-ს თავისებური «სარკისებური ანარეკლი». უკვე 1976 წელს, სამოქალაქო ომის პირველი ეტაპის დამთავრებისთანავე, ანგოლის ხელისუფლებამ კატანგის შეიარაღებულ ემიგრაციასთან დადო შეთანხმებები. FNLC დახმარებას არა მარტო ანგოლის, არამედ კუბის ხელისუფლებასაც სთხოვდა. მაგრამ ანგოლაში კუბელი წარმომადგენლები არ ენდობოდნენ ჩომბეს ყოფილ ჟანდარმებს (მემარცხენე ლოზუნგების მხარდამჭერებსაც) და ყურადღებას არ აქცევდნენ მათ სამხედრო აქტიურობას.

შაბას პროვინციაში FNLC-ის დაჯგუფების შეჭრა დაიწყო 1977 წლის 8 მარტს[90]. რამდენიმე ათასმა მეომარმა ველოსიპედებით გადაკვეთა ანგოლა-ზაირის სახელმწიფო საზღვარი. პირველი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მათი წინსვლა პრაქტიკულად უპრობლემოდ მიმდინარეობდა. 10 მარტისათვის მათ შაბის პროვინციის რამდენიმე ქალაქი ჰქონდათ დაკავებული. მობუტუმ კონფლიქტში ანგოლა და კუბა დაადანაშაულა.

ზაირის სამთავრობო ჯარების მოქმედებები იყო ნაკლებადეფექტიანი. კონტრშეტევების მცდელობებმა არანაირი წარმატებები არ მოიტანეს[91]. შაბის მოსახლეობა, რომელიც მობუტუს პოლიტიკით საკმაოდ უკმაყოფილო იყო, კეთილი ნებით შეხვდა ამბოხებულებს. ამავე დროს სახალხო აჯანყება, რისი იმედიც ჰქონდათ FNLA-ს და MPLA-ს არ მოხდა, აქტიური მასობრივი დახმარება არ აღინიშნებოდა. უმრავლესობა ცდილობდა თავი აერიდებინათ ძალადობისგან და გამოხატავდნენ ნეიტრალურ პოზიციას.

პირველი დიდი საბრძოლო შეტაკება მოხდა 18 მარტს ქალაქ კასაჟისთან ახლოს და დამთავრდა FNLC-ის მთლიანი გამარჯვებით. 25 მარტს ამბოხებულებმა დაიკავეს მუტშატშას სარკინიგზო კვანძი. ქალაქები ლუბუმბაში (შაბის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) და კოლვეზი (სამეურნეო თვალსაზრისით მთავარი ქალაქი) აღმოჩნდნენ საფრთხის ქვეშ[92]. კოლვეზიდან დაიწყო ამერიკელი და ევროპელი საწარმოო სპეციალისტების ევაკუაცია.

FNLC-მ განაცხადა შაბას ადმინისტრაციის შექმნის და სოციალური დახმარებების დარიგების შესახებ. დაიწყო «კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის» მოქალაქეობის პირადობის მოწმობების გავრცელება. ამ ღონისძიებებმა გააძლიერა მოსახლეობის მხარდაჭერა.

მობუტუმ თავის მხარდასაჭერად კინშასას სტადიონზე მოიწვია მიტინგი, მაგრამ ამას არანაირი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ადვილად შეიმჩნეოდა მისი ნაკლები რაოდენობა და მათი ადგილზე აშკარა ძალდატანებით მოყვანა.

ხელისუფლების საბრძოლო პასუხი გახდა ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიების საჰაერო დაბომბვები. ზაირმა გამოაცხადა კუბასთან და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. მობუტუმ სამხედრო დახმარებისათვის მიმართა მის ამერიკელ და დასავლეთევროპელ მოკავშირეებს.

მაროკოელი სამხედროების ჩამოსვლამ მკვეთრად შეცვალა ძალთა თანაფარდობა[93]. კარგად გაწვრთნილმა, შეიარაღებულმა და დიწიპლინირებულმა ჯარმა კომპეტენტური მეთაურებით შანსი არ დაუტოვეს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. სამთავრობო მხარემ დაიწყო კონტრშეტევა.

ახალმა სიტუაციამ აიძულა FNLC გაეაქტიურებინა კონტაქტები მსოფლიო პრესასთან. აჯანყებულთა ხელმძღვანელობამ დაგმო უცხოური ჩარევა და საფრანგეთს ბრალი დასდო ზაირში საკუთარი ეკონომიკური ინტერესებით დაინტერესებაში. აჯანყებისადმი მხარდაჭერა, უცხოური ჩარევის დაგმობა გამოხატა ჟან ჩომბე-უმცროსმა, 1960-იან წლებში კატანგელთა ლიდერის მუაზ ჩომბეს ვაჟმა. ის პირობასაც კი დებდა, რომ ანგოლა, კუბა და საბჭოთა კავშირი FNLC-ს არ უწევენ არანაირ სამხედრო დახმარებას[94]. FNLC-ის მიერ «მეგობარი ფრანგი ხალხისადმი» გაგზავნილი იქნა მეგობრული მიმართვა თხოვნით გავლენა მოეხდინათ საკუთარ ხელისუფლებაზე და აეძულებინათ იგი უარი ეთქვა «მობუტუს კორუმპირებული რეჟიმის» დახმარებაზე.

პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა უპასუხა, რომ საფრანგეთის სამხედრო ჩარევას აქვს მეგობარი სახელმწიფოს გარედან აგრესიის წინააღმდეგ დაცვის მიზანი[95].

14 აპრილს კოლვეზიში ჩავიდა მაროკოელი გენერალი აჰმედ დლიმი, რომელიც მაროკოს მეფის ჰასან II-ის უახლოეს წრეს ეკუთნოდა. დაიწყო ზაირის არმიის გაძლიერებული კომპლექტაცია — ქალაქის და სოფლის ახალგაზრდობის და თვით პიგმეები-მშვილდოსნების დაქირავებაც. აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო ზაირ-მაროკოს კომბინირებული შეტევა FNLC-ს პოზიციებზე. მობუტუმ ისევ გამართა მიტინგი სტადიონზე, გააკრიტიკა საბჭოთა კავშირი და კუბა და ბრძანა გამოეყოთ 60 ათასი ამერიკული დოლარი ჯარისკაცების კვების ულუფის გასაზრდელათ[96]. ამის შემდეგ ის გაფრინდა კოლვეზიში, სადაც ჩატარდა სადღესასწაულო შეხვედრა ეროვნული ცეკვებით.

25 აპრილს მაროკოს და სამთავრობო ჯარებმა დაიბრუნეს ქალაქი მუტშატშუ. მობუტუმ ქალაქში მოაწყო სამხედრო აღლუმი და გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე. მან განაცხადა, რომ გააგრძელებდა ბრძოლას საბჭოეთის ექსპანსიის წინააღმდეგ აფრიკაში. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დააანონსა ზაირისათვის 85 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფა და მოუწოდა საბანკო ჯგუფს განეახლებინათ 250 მილიონი დოლარის გამოყოფის პროგრამა.

მაროკოელი და სამთავრობო ჯარების შეტევა ძლიერდებოდა. პერიოდულად ადგილი ჰქონდა ექსცესებსაც. სამთავრობო ჯარები ხალხს უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ. მაროკოელები დისწიპლინას იცავდნენ (მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის ერთადერთი ცნობილი შემთხვევა დამთავრდა სამი მაროკოელი ჯარისკაცის დახვრეტით სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ). 21 მაისს მობუტუმ განაცხადა ქალაქ დილოლოს აღების შესახებ. ხუთი დღის შემდეგ აღებული იქნა ქალაქი კაპანგა — უკანასკნელი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აკონტროლებდა FNLC[97]. მაისის ბოლოს FNLC-ის რაზმები გაყარეს ზაირიდან ანგოლის ტერიტორიაზე.

აჯანყება შაბას პროვინციაში (1978)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

FNLC-ის რაზმების საიდუმლო შეღწევა შაბის პროვინციის რაიონებში დაიწყო 1978 წლის 11 მაისს. 13 მაისს განვითარდა მასობრივი შეჭრა[98]. შეტევა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით ანგოლიდან და ზამბიიდან. ზოგიერთი ოფიციალურად არასაიმედო მონაცემებით, შეტევის დროს გამოიყენებოდა კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მიერ მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მწყობრულ მომზადებაში და ტექნიკურ სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტრუქტორები[99]. ჯარის საერთო რაოდენობა შეადგენდა 3-4 ათას მეომარს, რომლებიც წარმოადგენდნენ 11 ბატალიონს. FNLC-ს მეთაური იყო «გენერალ-კაპიტანი» ნათანიელ მბუმბა.

ზაირის სამთავრობო ჯარი არ გამოირჩეოდა არც მაღალი სამხედრო მომზადებით, არც კომპეტენტური მეთაურობით, არც ეფექტიანი შეიარაღებით. ამას გარდა, რეჟიმი ქვეყანაში არ სარგებლობდა ფართე პოპულარობით. შაბის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ არ უწევდა FNLC-ს აქტიურ დახმარებას, არც წინააღმდეგობას არ უწევდა ამბოხებულებს — რაც უკვე გამოიხატა ერთი წლის წინანდელი 1977 წლის შაბის პროვინციის პირველი აჯანყების დროს.

13 მაისის დილით FNLC-ის დაახლოებით ათასმა მეომარმა შეუტია ლუბუმბაშის აეროპორტს. რამდენიმე საათის შემდეგ აეროდრომი ამბოხებულების კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა. იმავე დღის საღამოს FNLC-ის რაზმებმა დაიწყეს შეტევა კოლვეზიზე — პროვინციის ერთ-ერთ მთავარ ქალაქზე. 15 მაისს კოლვეზის ალყა შემოარტყეს, განადგურებულმა სამთავრობო ჯარებმა უწესრიგოდ უკან დაიხია. ნათელი გახდა, რომ შაბის დაკარგვა რამდენიმე დღის საკითხი იყო. ეს, თავის მხრივ, მაღალი ალბათობით ნიშნავდა მობუტუს რეჟიმის დაცემას და აფრიკაში გეოპოლიტიკური სიტუაციის კარდინალურ ცვლილებებს პროსაბჭოთა ძალების სასარგებლოდ.

FNLC-ის რაზმები გამოირჩეოდნენ მკაცრი დიწიპლინით (გაცილებით უფრო მაღალით, ვიდრე სამთავრობო ჯარი). თავდაპირველად ისინი თავს იკავებდნენ მოსახლეობის მოროდიორობისგან და ძარცვისგან. მაგრამ კოლვეზიში წარმატებების შემდეგ დაიწყო ძარცვა-გლეჯა და მკვლელობები[100]. მსხვერპლი ხდებოდნენ არა მარტო ზაირელები, არამედ ევროპელებიც — შაბის სამთო მრეწველობაში მომუშავე ფრანგი და ბელგიელი ტექნიკური სპეციალისტები.

მობუტუმ, რომელიც დასავლეთის მთავარი აფრიკელი მოკავშირე იყო, დახმარებისათვის მიმართა საფრანგეთს, აშშ-ს და მაროკოს (ზუსტად მაროკოელმა სამხედროებმა ითამაშეს მთავარი როლი 1977 წლის ამბოხის დამარცხებაში). ჯიმი კარტერის ადმინისტრაცია თავს იკავებდა პირდაპირი ჩარევისაგან, რადგანაც არ თვლიდა დამამტკიცებლად საბჭოთა კავშირის და კუბის მონაწილეობას ამ კონფლიქტში. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა შაბაში საფრანგეთის უცხოური ლეგიონი, რადგანაც საფრანგეთის მოქალაქეების სიცოცხლე, უსაფრთხოება და ქონება იმყოფებოდა სერიოზული საფრთხის ქვეშ. 14 მაისს ზაირში ჩამოვიდა 2-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი ფილიპ ერულენის მეთაურობით[101].

19 მაისს ფრანგმა პარაშუტისტებმა, ბელგიელი და მაროკოელი სამხედროების დახმარებით, დაიწყეს ქუჩის ბრძოლები ქალაქ კოლვეზიში[102]. საღამოსთვის ქალაქის დიდი ნაწილი იმყოფებოდა მათი კონტროლის ქვეშ. 20 მაისის ღამეს კოლვეზიში გადასხდა დამხმარე რაზმები. დღისით განთავისუფლებული მძევლები გადაიყვანეს აეროპორტში. 1978 წლის 21 მაისს ბრძოლა კოლვეზისთვის მთლიანად დასრულდა[103]. FNLC-ის რაზმები განადგურდა და გადარჩენილებმა უკან დაიხიეს ანგოლაში და ზამბიაში. შაბის პროვინციაში ჩამოვიდნენ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალები მაროკოს (დამატებითი), სენეგალის, გაბონის და ტოგოს ქვედანაყოფების შემადგენლობით. შაბის პროვინციიდან მოხდა დაახლოებით 2,5 ათასი ევროპელის ევაკუაცია ბელგიაში.

FNLC-ს დანაკარგებმა შეადგინა 250-დან 400-მდე დაღუპული მებრძოლი, დაახლოებით 160 ჩავარდა ტყვედ. უცხოურმა ლეგიონმა დაკარგა 7 დაღუპული ადამიანი (5 ფრანგი, ბელგიელი და მაროკოელი), ზაირის სამთავრობო ჯარებმა — დაახლოებით 120 ადამიანი.

FNLC იმედოვნებდა ანგოლის და სავარაუდოდ კუბის დახმარებას. მაგრამ FNLC-ის სწრაფმა სამხედრო განადგურებამ ამ ქვეყნებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა, ხოლო ზაირის საკმაოდ სუსტი შეიარაღებული ძალების შეჭრა მეზობელი ანგოლის და ზამბიის ტერიტორიაზე FNLC-ის დარჩენილი ძალების განადგურებისათვის პრაქტიკულად განუხორციელებელი იდეა იყო. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა პოლიტიკური შეთანხმების გამოძებნა. ანგოლისა და ზაირის ხელისუფლებებს შორის (კუბის და აშშ-ის უსიტყვო ზემოქმედებით) დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ანგოლა წყვეტდა FNLC-ის დახმარებას, ხოლო ზაირი — FNLA-ს და უნიტას დახმარებას.

კონფლიქტის გაფართოება აღარ მომხდარა. ანგოლასა და ზაირს შორის ფაქტობრივად შენარჩუნდა სტატუს-კვო. «სოციალისტური ბანაკის» ქვეყნებმა მკვეთრად დაგმეს «იმპერიალისტური ჩარევა შაბის პროვინციაში», მაგრამ თავი შეიკავეს FNLC-ს მომავალში დახმარებაზე. (ეს ორგანიზაცია საბჭოთა პროპაგანდის მიერ არც კი ირიცხებოდა «პროგრესულ ძალებში» — რაც უცნაურიც კი იქნებოდა, რადგანაც ისინი წარმოდგებოდნენ ჩომბეს ჟანდარმებისაგან.)

ზაირში იმძლავრა საფრანგეთის პოლიტიკურმა გავლენამ. ახალი პრეფერენციები მიიღეს ფრანგულმა კომპანიებმა, განსაკუთრებით შაბის პროვინციაში მომუშავეებმა. ამასთან გაცივდა ურთიერთობა ზაირსა და აშშ-ს შორის — მობუტუ საკმაოდ უკმაყოფილო იყო პრეზიდენტ ჯიმი კარტერის თავშეკავებულობით.

კონგოს პირველი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს პირველი ომი, 1996 წლის ოქტომბერი - 1997 წლის მაისი.

დემოკრატიის ტალღამ გადაუარა მთელ აფრიკას 1990-იანი წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანი შიდა და გარე დაწოლის შემდეგ მობუტუ მოსახლეობას დაპირდა რეფორმებს. მან ოფიციალურად გააუქმა 1967 წელს მის მიერვე შემოღებული ერთპარტიული სისტემა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უარი თქვა მასშტაბური იდეის რეფორმებზე, რითაც თავიდან ჩამოიშორა უკანასკნელი მოკავშირეები, როგორც მის ქვეყანაში, ასევე უცხოეთშიც. ზაირის ეკონომიკა იმყოფებოდა ნანგრევებში, მოსახლეობა პრაქტიკულად დაუბრუნდა ნატურალურ მეურნეობას[104]. ხელფასებს მოკლებული ზაირის ეროვნული არმია (ზეა), ფაქტობრივად გადავიდა დანასაულობრივ მოქმედებებზე, იტაცებდა ხალხს და ითხოვდა გამოსასყიდს.

ცენტრალური ხელისუფლების სისუსტისგან გამომდინარე, ზაირის აღმოსავლეთ პროვინციებში თავმოყრა დაიწყეს აჯანყებულების რაზმებმა. ოპოზიცია მოიცავდა პატრის ლუმუმბას იდეების მომხრე მემარცხენეებს, ასევე ეთნიკურ და რეგიონალურ უმცირესობებს, რომლებიც გამოდიოდნენ პროვინციების ავტონომიის გაფართოებისაკენ. მათი ლიდერი გახდა ლორან-დეზირე კაბილა, ეთნიკურად ლუბას ტომის წარმომადგენელი კატანგის პროვინციიდან, მობუტუს რეჟიმს ებრძოდა მისი დამყარების მომენტიდან[105]. მობუტუს რეჟიმის უძლურებამ აღმოსავლეთის რეგიონებში წინააღმდეგობა გაეწია აჯანყებულებისათვის საბოლოო ჯამში მათ გაერთიანების საშუალება.

1994 წლის მეზობელი რუანდის მოვლენებმა ქვეყანას დესტაბილიზაცია მოუტანა. სამოქალაქო ომმა ნილოტებსა (ტუტსი) და ბანტუს ხალხს (ჰუტუ) შორის გადაინაცვლა ზაირის ტერიტორიაზე, ხოლო მობუტუ სესე სეკოს მცდელობებმა მხარი დაეჭირა ერთი ან მეორე მხარისათვის გამოიწვია ანტისამთავრობო კოალიციის შექმნა და კონგოს პირველი ომი, რომელსაც მოჰყვა ანტისამთავრობო აჯანყება.

1996 წლის 24 ოქტომბერს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი უვირა, ხოლო 1 ნოემბერს — ქალაქი გომა. რუანდის და უგანდის აქტიური დახმარებით კაბილამ 1996 წლის 25 დეკემბერს შეძლო აეღო 800х100 კმ ტერიტორია რუანდის, უგანდის და ბურუნდის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ[106]. ამ ოკუპაციამ დროებით დააკმაყოფილა აჯანყებულების მოთხოვნები, რადგანაც მათ ხელში აიღეს ძალაუფლება ქვეყნის აღმოსავლეთში და შესაძლებლობა მისცა დაეცვათ საკუთარი თავი ჰუტუს ტომის ინტერაჰამვესაგან. ამას გარდა, რუანდამ და უგანდამ მოახდინეს ჰუტუს მეომრების მოქმედებების პარალიზება ზაირის აღმოსავლეთში. შედეგად ომში დაისადგურა გარკვეულმა სიწყნარემ, რომელიც გრძელდებოდა 1997 წლის თებერვლამდე, როდესაც ომში ჩაერთო ანგოლა[107].

ამ დროის განმავლობაში რუანდამ შეძლო გაენადგურებინა დევნილების ბანაკები და დაეწყო ტუტსის ხალხის ძალისმიერი რეპატრიაცია რუანდაში. ამ პროცესის დროს რუანდელმა ჯარისკაცებმა მოახდინეს რამდენიმე თავდასხმა უიარაღო ჰუტუს ხალხზე[108]. ბოროტმოქმედების ნამდვილი მასშტაბები უცნობია, Amnesty International-ს (საერთაშორისო ამნისტია) მოჰყავს ციფრი 200 000 დახოცილი რუანდელი დევნილი ჰუტუს ხალხის შესახებ[109].

ომში ჩაბმულმა ანგოლელებმა მოითხოვეს მობუტუს ხელისუფლებიდან გადაყენება: მათ მხოლოდ ომის ასეთი დამთავრება აწყობდათ. რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე ომის გაგრძელებას და კინშასასკენ წინსვლას ხსნიდა იმით, რომ მობუტუმ დაიწყო უცხოელების აქტიური დაქირავება, რომელსაც შედეგად შეიძლება საფრთხე მოეტანა რუანდის უსაფრთხოებისათვის. ქალაქ ველიკალესათვის ბრძოლებში აჯანყებულების წინააღმდეგ იბრძოდნენ სერბი დაქირავებულები[110].

ომის განახლებისას მობუტუს პრაქტიკულად არ ჰქონდა შანსები შეენარჩუნებინა ხელისუფლება. მისი არმია განადგურებული იყო, ხოლო კაბილას აჯანყებულების წინსვლას მხოლოდ კლიმატი და გზების არ ქონა უშლიდა ხელს[111].

1997 წლის 15 მარტს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი კისანგანი, 5 აპრილს — ქალაქი მბუჟი-მაიი (ქვეყნის ალმასების დედაქალაქი[112]), ხოლო 9 აპრილს — ქალაქი ლუბუმბაში, სადაც განალაგეს საკუთარი შტაბი.

აჯანყებულების კინშასკენ წინსვლსთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იყო მცდელობები კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. მაგრამ აჯანყებულები სერიოზულად არ აღიქვამდნენ მოლაპარაკებების პერსპექტივებს, თუმცა საერთაშორისო კრიტიკის თავიდან ასაცილებლად მასში კი მიიღეს მონაწილეობა[113]. სამთავრობო ჯარებმა ვერ შეძლეს დედაქალაქის თავდაცვის ორგანიზებაც კი, მაისში აჯანყებულები უკვე იმყოფებოდნენ კინშასის შემოგარენში.

1997 წლის 16 მაისს მრავალეროვანი არმია კაბილას მეთაურობით შევიდა კინშასაში. მობუტუ გაიქცა მაროკოში, სადაც გარდაიცვალა 1997 წლის 7 სექტემბერს.

17 მაისს კაბილამ საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და ზაირს უწოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (კდრ).

კონგოს ახალი სახელმწიფო კაბილას ხელმძღვანელობით სამწუხაროდ აღმოჩნდა მობუტუს ზაირის მსგავსი. ეკონომიკა რჩებოდა მძლავრი ვარდნის მდგომარეობაში და შემდგომში კიდევ უფრო დაეცა კორუფციის პირობებში[114]. ამას გარდა, კაბილამ ვერ შეძლო შეექმნა ძლიერი მთავრობა. ამის მაგივრად მან დაიწყო ხელისუფლების ცენტრალიზაციის ენერგიულა კამპანია, რის შედეგადაც ქვეყნის აღმოსავლეთში განახლდა კონფლიქტები ეროვნულ უმცირესობასთან, რომლებიც ავტონომიას თხოულობდნენ.

კაბილას ასევე ბევრი თვლიდა, როგორც უცხოური რეჟიმების მარიონეტს, რომლებმაც ის მოიყვანეს ხელისუფლებაში. ასეთი მოსაზრებების საწინააღმდეგოდ და შიდა მხარდაჭერის გასაფართოებლად, მან დაიწყო თავისი ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსვლა. ამან გამოიწვია 1998 წლის 26 ივლისს ყველა უცხოური ჯარის ქვეყნიდან გაყრა და მისი მეზობლების კაბილას წინააღმდეგ წასვლა.

ეთნიკური წინააღმდეგობების საკითხების გადაწყვეტა ასევე ვერ მოხერხდა. აღმოსავლეთში ხელისუფლების ძალაუფლება ისევ მინიმალური რჩებოდა[115][116]. ტუტსის ხალხის რეპატრიაციამ რუანდაში მხოლოდ გაამძაფრა სიტუაცია რუანდის შიგნით და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ისევ გაიხსნა დევნილთა ბანაკები და ბოევიკების მოსამზადებელი ბანაკები. 1998 წლის აგვისტოს პირველ დღეებში ახალი კონგოს არმიის ორი ბრიგადა აჯანყდა ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩამოაყალიბა ამბოხებულთა ჯგუფები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კიგალისთან და კამპალასთან. ამ მოვლენებმა გამოიწვია კონგოს მეორე ომის დაწყება.

კონგოს მეორე ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს მეორე ომის მონაწილე მხარეები:
იისფერი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ნარინჯისფერი – ანტი-DRC კოალიცია
მუქი ლურჯი – პრო-DRC კოალიცია
ღია ლურჯი – ომში უშუალოდ არმონაწილე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოკავშირეები.
მწვანე – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოკავშირეები
ფრონტის ხაზი ომის დასასრულისთვის:
  კაბილას ხელისუფლება
  კაბილას ხელისუფლების მხარდამჭერი ქვეყნები
  RCD-ს მხარდამჭერი ქვეყნები
  RCD-კისანგანი
  MLC-ს და RCD-კ-ის მხარდამჭერი უგანდა
  დემილიტარიზებული ზონა

1998 წლის 2 აგვისტოს ტუტსის სამხედროებმა (10-ე ბატალიონი, 222-ე ბრიგადა) პრეზიდენტ კაბილას ყოფილი თანამებრძოლის, გენერალ-მაიორ ჟან-პიერ ონდეკანის მეთაურობით წამოიწყეს ამბოხი ქვეყნის აღმოსავლეთში — ქალაქ გომაში, მეორე დღეს აჯანყებულებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ უვირაზე და ქალაქ ბუკავუზე[117] და 60-ათასიანი არმიით გაემართნენ დედაქალაქ კინშასისკენ. 23 აგვისტოს მათ მიაღწიეს კისანგანიმდე. აქედან აჯანყებულების ერთი დაჯგუფება გაემართა სამხრეთისაკენ, სადაც ქალაქ კინდუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ შეიჭრნენ კატანგის პროვინციის სამხრეთში, ხოლო მეორე დაჯგუფებამ გახსნა ეკვატორიალური ფრონტი და 1998 წლის ნოემბერში დაეუფლა ქალაქ ბუმბას[118]. კაბილას ხელისუფლებამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა საკუთარი მტრების მტრებისათვის, ანუ ჰუტუს ტომის ხალხისათვის, ეჭვმიტანილებს რუანდის გენოციდში. დაიწყო სისხლიანი შეტაკებები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობებით და სამხედრო ტყვეებზე ანგარიშწორებით. ფართე გავრცელება მიიღო ჯგუფურმა ძალადობამ. დღემდე მიმდინარეობს კამათი, რა იყო ტუტსის ხალხის ამბოხი: აჯანყება თუ რუანდის და უგანდის ინტერვენცია. მოწმეების და მკვლევარების უმრავლესობა ადასტურებს, რომ რეალურ ხელისუფლებას ადგილებზე ახორციელებდნენ არა აჯანყებული კონგოელი ტუტსის ხალხი, არამედ რუანდის და უგანდის ოფიცრები, რომლებსაც აწყობდათ კონფლიქტის ესკალაცია.

კონფლიქტის მიზეზები:

  • 1. ეთნიკური.
    • სისხლიანი კონფლიქტი ტუტსის და ჰუტუს ხალხებს შორის რუანდის გენოციდის დროიდან, რომელსაც დაემატა სხვა ბევრი ეთნიკური წინააღმდეგობები. ქვეყნის ოთხი მთავარი ეთნოსი შეადგენდა მოსახლეობის მხოლოდ 45 %-ს.
  • 2. საგარეო პოლიტიკური.
    • 2.1. რუანდის, უგანდის და ბურუნდის ხელისუფლების სწრაფვა გასწორებოდა საკუთარ მტრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ჰუტუს სამხედრო ორგანიზაციები და სხვა დაჯგუფებები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნების ხელისუფლებების წინააღმდეგ).
    • 2.2. რეგიონის სხვა ქვეყნების სწრაფვა შეწინააღმდეგებოდნენ რუანდის, უგანდის და ბურუნდის პოზიციების გაძლიერებას.
    • 2.3. რეგიონის ქვეყნების სწრაფვა ესარგებლათ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მდიდარი მინერალური რესურსებით.
    • 2.4. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ კონფლიქტის რომელიმე მხარის მყარი მხარდაჭერის არ არსებობა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ჩათვლით.
  • 3. ეკონომიკური.
    • კაბილას ხელისუფლების უუნარობა აემაღლებინა მოსახლეობის ცხოვრების დონე. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით იმყოფებოდა მსოფლიოში ბოლოსწინა ადგილზე. 2002 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი გახდა გაზრდილიყო მინერალური ნედლეულის ექსპორტი. მაგრამ 2008 წელს ქვეყნის საექსპორტო პროდუქციაზე ფასები დაეცა და კონფლიქტი განახლდა.

ტუტსის ხალხის აჯანჯებიდან სულ მალე, პოლკოვნიკმა ჯეიმზ კაბარერემ ხელში ჩაიგდო სატრანსპორტო ბოინგის თვითმფრინავი და მისდამი ერთგული მებრძოლების რაზმით 3 აგვისტოს ქალაქ გომადან გაფრინდა ქალაქ კიტონას ავიაბაზაზე. ჯეიმზ კაბარერეს ეკავა არმიის შტაბის უფროსის პოსტი პრეზიდენტ კაბილას გარემოცვაში, მაგრამ კაბილამ ივლისში დაიწყო არმიის კონგოს ეროვნების ადამიანებით დაკომპლექტება. კაბარერე როგორც რუანდელი ტუტსი ამ პოსტზე შეიცვალა მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლით.[119] იქ განლაგებული ტუტსის ხალხის მეომრების დახმარებით მან შეძლო გაეზარდა დაჯგუფების რაოდენობა 3 ათას მეომრამდე და ფაქტობრივად გაეხსნა აჯანყების მეორე ფრონტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დედაქალაქ კინშასას. 11 აგვისტოსთვის მან დაიკავა ქალაქები ბომა და მატადი. 13 აგვისტოს — დედაქალაქის ელექტროენერგიით მკვებავი ინგის ჰიდროელექტროსადგური. ლორან-დეზირე კაბილამ დასახმარებლად მოუწოდა ანგოლას. აჯანყებულები ანვითარებდნენ წარმატებულ შეტევას დედაქალაქზე, აიღეს ქალაქები სონგოლოლო (16 აგვისტო) და მბანზა-ნგუნგა (20 აგვისტო). გაიმართა ბრძოლა ქალაქ მატადისათვის, რომელშიც ხელისუფლების მხარეს გამოვიდნენ ანგოლელი სამხედროები კაბინდის პროვინციიდან ჟოაო დე მატოშის მეთაურობით[120]. 31 აგვისტოს ანგოლის ჯარმა გარეკა აჯანყებულები ქალაქ მატადიდან, ხოლო 1 სექტემბერს კიტონადან.

აჯანყებულთა დასავლეთის დაჯგუფება, რომელმაც ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა, უკან დაიხია ანგოლის უნიტას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალაქ კემბელეს რაიონში (ჩრდილოეთ ლუნდის პროვინცია)[121]. მიუხედავად იმისა, რომ რეიდს წარმატებები არ მოჰყოლია, მან თავისკენ მიიზიდა სამთავრობო ჯარის ნაწილი, რამაც ხელი შეუწყო აჯანყებულებს დაეკავებინათ უზარმაზარი ტერიტორიები ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ კისანგანის ჩათვლით. შემდგომში ჯეიმზ კაბარერე მოიხსენებოდა, როგორც ბრიგადის გენერალი[122].

1998 წლის ბოლოსათვის კონგოში სამოქალაქო კონფლიქტი საბოლოოდ გადაიზარდა საერთოაფრიკულში. 6 ნოემბერს რუანდის არმიის რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ქვეყნის სამხრეთში 1998-1999 წლების ზამთარ-გაზაფხულზე გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებით ერთის მხრივ მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) ფორმირებებისა და რუანდის არმიას და მეორე მხრივ ნამიბია-ზიმბაბვეს ჯარებს შორის (კაბალოს დაცვა, მბუჟი-მაიი). 1999 წლის დეკემბრის დასაწყისში განვითარდა გააფთრებული ბრძოლები ქალაქ მობასათვის ტანგანიიკის ტბის სანაპიროზე, სადაც აჯანყებულებმა, რომლებმაც ქალაქი ჯერ კიდევ 1998 წლის დეკემბერში აიღეს, განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები[118].

1998 წლის 4 დეკემბრის დილით ანგოლა-ზიმბაბვეს ჯარმა შეუტია აჯანყებულთა პოზიციებს ქალაქ ბუმბიდან დასავლეთით ლისალას დასახლებული პუნქტის მხრიდან[123]. 1999 წლის ზაფხულში განვითარდა გააფთრებული ბრძოლები კონგოს ჩრდილოეთით ეკვატორიალურ პროვინციაში (ჯომბო[124], ბოკუნგუ, ლუსენგო, მაკანზა და ბოგბონგა) აჯანყებულებსა და სამთავრობო ჯარს შორის, რომელსაც ეხმარებოდა სუდანის ავიაცია[125]. 1999 წლის 18 ივლისს აჯანყებულებმა ხელმეორედ (პირველად იანვარში[126]) აიღეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი გემენა, საიდანაც გარეკეს ჩადელი სამხედროები[127].

1999 წლის აგვისტოში ქალაქ კისანგანიში მოხდა უგანდის და რუანდის ჯარისკაცებს შორის შეტაკებები.

2000 წლის ოქტომბერში მვერუს ტბის ნაპირებთან მიმდინარეობდა ბრძოლა ზამბიასთან მოსაზღვრე ქალაქ პვეტოსათვის[128].

2001 წლის 16 იანვარს სამხედრო საბჭოს სხდომაზე გაურკვეველი მდგომარეობისას მოკლეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ლორან-დეზირე კაბილა, იგი შეცვალა მისმა ვაჟმა ჟოზეფ კაბილამ.

2002 წლის 16 მარტს გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ტანგანიიკის ტბის სანაპიროზე აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი მოლირო[129].

2002 წლის 20 ივლისს პრეტორიაში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილასა და რუანდის პრეზიდენტ — წარმოშობით ტუტსის — პოლ კაგამეს შორის რუანდის არმიის 20-ათასიანი კონტინგენტის გაყვანის, კონგოს ტერიტორიაზე ტუტსის ხალხის ორგანიზაციის ოფიციალური აღიარების, ჰუტუს ხალხის შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების თაობაზე. გენერალ-მაიორი ჟან-პიერ ონდეკანი გახდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრი.

სხვადასხვა შეფასებებით, ომის მიმდინარეობისას დაიღუპა 4-დან 5,4 მილიონამდე ადამიანი, პირველ რიგში ეპიდემიისგან და შიმშილისგან. 2004—2009 წლებში კივუში გრძელდებოდა სისხლიანი კონფლიქტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ტუტსის აჯანყებულებს შორის. 2012—2013 წლებში კონგოში დაიწყო ახალი ომი, რომლის დროსაც კაბილას სამთავრობო ჯარებს, რომლებსაც ეხმარებოდა გაეროს სამშვიდობო ძალები დაუპირისპირდა «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულები, რომლებსაც ეხმარებოდნენ რუანდა და უგანდა.

2004-2009 წლების კივუს კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გენერალმა ლორან ნკუნდამ პოლკოვნიკ ჟიულ მუტებესისთან ერთად დაიწყო აჯანყება და ორიათასიანი კორპუსით შეუტია სამხრეთ კივუს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ ბუკავუს, ეროვნულ უმცირესობაში მყოფი ტუტსის ხალხის მზადებაში მყოფი რუანდის მსგავსი მოვლენების გამეორებისგან დაცვის საბაბით. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას ბრალი ედებოდა უმოქმედობაში და ჰუტუს ტომის ინტერაჰამვეს მეომრებისადმი მხარდაჭერაში, რომლებიც ბატონობდნენ რუანდის საზღვრისპირა დევნილების ბანაკებში. ქალაქისათვის ბრძოლებში დაიღუპა სამთავრობო შეიარაღებული ძალების 20 ჯარისკაცი, ხოლო ქალაქი გადავიდა აჯანყებულების ხელში. მაგრამ პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ განაცხადა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ. სამთავრობო ჯარებმა გენერალ ფელის მბუზა მაბეს მეთაურობით უკვე ერთი კვირის შემდეგ უკან დაახევინა აჯანყებულებს ბუკავუდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. ლორან ნკუნდას ჯარში მოხდა განხეთქილება. მისი თანამებრძოლი ჟიულ მუტებესი გაიქცა რუანდაში.

2005 წელს ლორან ნკუნდა საკმაოდ გაძლიერდა, მისი მხარდამჭერების რაოდენობა შეივსო სამთავრობო არმიის დეზერტირებისგან, რომლებიც ადრე შედიოდნენ მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) რიგებში.

2006 წელს ლორან ნკუნდამ განაცხადა სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესის შექმნის შესახებ.

2007 წლის 30 აგვისტოს ლორან ნკუნდას ათას მეომრიანმა კორპუსმა შეუტია გომას პროვინციის ადმინისტაციული ცენტრიდან 60 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ კატალეს. 2007 წლის 11 დეკემბერს ქვეყნის აღმოსავლეთში მან დაიკავა ქალაქი მუშაკე (40 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრ — ქალაქ გომიდან)[130].

2008 წლის ოქტომბერში ლორან ნკუნდამ ჩრდილოეთ კივუში განაახლა საბრძოლო მოქმედებები.

2009 წლის 22 იანვარს რუანდაში მისი გაქცევის შემდეგ ლორან ნკუნდა დაპატიმრებული იქნა კონგოს და რუანდის ჯარების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს.[131]

2012-2013 წლების კივუს კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აპრილში ტუტსის ტომის ჯარისკაცებმა დაიწყეს აჯანყება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ[132]. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს დაჯგუფება «23 მარტის მოძრაობა», რომელიც შედგებოდა «სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესის» ყოფილი წევრებისაგან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დეზერტირი ჯარისკაცებისაგან[132]. ამბოხებას სათავეში ჩაუდგა ბოსკო ნტაგანდა[132].

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ბრალს დებდა რუანდას იმაში, რომ ის მხარს უჭერდა ტუტსის ტომის ხალხისაგან შემდგარ «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე ადასტურებდა ამ მონაცემებს, მაგრამ რუანდის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარ ტერიტორიაზე მალავდა ჰუტუს ტომის წარმომადგენლების ბოევიკების დაჯგუფებებს, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილები რუანდის ხელისუფლების მიმართ. არსებობდა ეჭვი, რომ რუანდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მხარს უჭერდა აჯანყებულებს, რათა შეექმნა ბუფერული ზონა ამ სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვართან და ეკონტროლებინა ვაჭრობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში. კერძოდ ქალაქ გომასთან მდებარეობს ოქროს და სხვა იშვიათი ლითონების დიდი საბადოები.

ზოგიერთი მონაცემებით, «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდა 2500-დან 3000-მდე ადამიანი. გაეროს მისია აცხადებდა 6700 ჯარისკაცზე ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, მათ შორის სწრაფი რეაგირების რაზმზე ქალაქ გომაში, რაოდენობით 1500 ადამიანი. მიუხედავად მათი იქ ყოფნისა აქტიური მოქმედებებისათვის გაეროს შეიარაღებულ ძალებს არ მიუმართიათ, რადგანაც მანდატი ნებას იძლეოდა ძალა გამოყენებულიყო მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შემთხვევაში[133].

2012 წლის 17 ნოემბერს «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულების ქალაქ კიბუმბაზე თავდასხმის შემდეგ სამთავრობო ჯარებმა დატოვეს ქალაქი[134]. მაშინვე გაეროს სამშვიდობოების სამხედრო ვერტმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფების პოზიციებს ქალაქ კიბუმბაში. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება და «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულებისაგან მოითხოვა ქალაქ გომისაკენ შემდგომი წინსვლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა[134]. აჯანყებულებმა ასევე აიღეს ქალაქი რუტშურუ.

«23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულები ქალაქ გომაში

2012 წლის 19 ნოემბერს გაეროს სამშვიდობოების მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო ჯარებსა და «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულებს შორის გამართული ბრძოლის შემდეგ შესაძლებელი გახდა აჯანყებულების თავდასხმის მოგერიება[135]. თავდასხმა მიმდინარეობდა გომის საერთაშორისო აეროპორტზე, ქალაქ გომის ჩრდილოეთ შემოგარენში, აჯანყებულებმა აეროპორტამდე მიაღწიეს გაეროს სამშვიდობოების ბაზის გვერდის ავლით, ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში დამალვით[135].

2012 წლის 20 ნოემბერს «23 მარტის მოძრაობამ» განაცხადა ქალაქ გომის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აღების შესახებ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიამ გამოიყენა ვერტმფრენები და არტილერია, მაგრამ საბოლოოდ ქალაქი აჯანყებულებს ჩააბარა. აჯანყებულებმა ქალაქი 2003 წლის შემდეგ პირველად აიღეს. გაეროს სამშვიდობო მისიის არმიას აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუმართია, მათ შეეშინდათ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა[136]. ასევე 20 ნოემბერს აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქი საკე, რომელიც მდებარეობს გომადან 25 კმ-ით ჩრდილოეთში და გააგრძელეს შეტევა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაზე[137].

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებმა განაცხადეს დედაქალაქის ხელში აღების შესახებ, გაეროს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ სამშვიდობოები ამ დრომდე აკონტროლებენ აეროპორტს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ რუანდის და უგანდის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა აჯანყებულთა მოთხოვნების განხილვის და მათთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მზადყოფნა[138]. აჯანყებულები უარს ამბობდნენ შეტევის შეჩერების მოთხოვნაზე[137].

უგანდის დედაქალაქ კამპალაში გაიმართა მოლაპარაკებები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უგანდის, ტანზანიის და კენიის ლიდერები.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ აჯანყებულებს წაუყენა ულტიმატუმი: მათ ეძლეოდათ ორი დღე-ღამე მასზე, რომ დაეტოვებინათ გომა. აჯანყებულების მეთაურმა სულთანი მაკენგამ პირობა დადო, რომ 30 ნოემბრისთვის ქალაქ გომიდან უკან დაიხევდა 12 კმ-ით, თან მას არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებია. ამასთან «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულების პოლიტიკურმა ლიდერმა ჟან-მარი რუნიგა ლუგერერომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ უნდა დაითხოვოს ეროვნული საარჩევნო კომისია და უზრუნველყოს ოპოზიციური დემოკრატიისათვის და სოციალური პროგრესისათვის კავშირის ლიდერის — ეტიენ ჩისეკიდის თავისუფალი გადაადგილება.

2013 წლის 15 ივლისს მომხდარ სამთავრობო ჯარებსა და «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულებს შორის შეტაკებების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 130 ადამიანი. ბრძოლები გაიმართა ქალაქ გომას სიახლოვეს, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტანკები და ზარბაზნები. შეტაკებების რაიონიდან ქალაქ გომაში გაიქცა დაახლოებით ათასი ადამიანი.

12 დეკემბერს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფების აჯანყებულებთან ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შესახებ Twitter-ში საკუთარ აკაუნტში განაცხადა კენიის პრეზიდენტის თანაშემწემ მანოაჰ ისიპისუმ[139]. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ნაირობიში გაიმართა, უნდა გამართულიყო ჯერ კიდევ 11 ნოემბერს უგანდაში. მაგრამ მაშინ ხელმოწერა გადაიდო, რადგანაც მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ, თუ რა დაერქვათ დოკუმენტისათვის: შეთანხმება თუ დეკლარაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michiko Kakutani (30 August 1998). "King Leopold's Ghost": Genocide With Spin Control“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2 February 2012.
  2. Andrew Jon Rotter. Hiroshima: The World’s Bomb. Oxford University Press, 2008. Page 63.
  3. Freund 1998, p. 199.
  4. Zeilig 2008, p. 76.
  5. 5.0 5.1 Zeilig 2008, p. 88.
  6. 6.0 6.1 Zeilig 2008, p. 87.
  7. Zeilig 2008, pp. 89–91.
  8. Zeilig 2008, pp. 90–1.
  9. Zeilig 2008, pp. 93–4.
  10. Zeilig 2008, p. 96.
  11. Zeilig 2008, pp. 96–100.
  12. Zeilig 2008, p. 100.
  13. Zeilig 2008, p. 91.
  14. 14.0 14.1 Zeilig 2008, p. 102.
  15. Africa 1960—1970: Chronicle and Analysis
  16. Zeilig 2008, p. 103.
  17. Gondola 2002, p. 118.
  18. Zeilig 2008, p. 104.
  19. 19.0 19.1 Renton, Seddon & Zeilig 2007, p. 113.
  20. 20.0 20.1 20.2 Gondola 2002, p. 119.
  21. 21.0 21.1 Zeilig 2008, p. 105.
  22. Nugent 2004, p. 85.
  23. Turner 2007, p. 28.
  24. Nugent 2004, pp. 85–6.
  25. Struelens 1978, p. 48.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 Nugent 2004, p. 86.
  27. Mockler 1986, p. 117.
  28. Nugent 2004, p. 97.
  29. Freund 1998, p. 201.
  30. Gendebien 1967, p. 159.
  31. Zeilig 2008, pp. 110–1.
  32. 32.0 32.1 Zeilig 2008, p. 116.
  33. 33.0 33.1 Zeilig 2008, p. 114.
  34. Haskin 2005, p. 26.
  35. Haskin 2005, pp. 33.
  36. Turner 2007, p. 32.
  37. 37.0 37.1 37.2 Nzongola-Ntalaja 2007, p. 108.
  38. Zeilig 2008, p. 119.
  39. Nzongola-Ntalaja 2007, p. 109.
  40. 40.0 40.1 Zeilig 2008, p. 117.
  41. Nzongola-Ntalaja 2007, pp. 109–10.
  42. Gendebien 1967, p. 78.
  43. 43.0 43.1 43.2 Nugent 2004, p. 87.
  44. Gendebien 1967, p. 87.
  45. Haskin 2005, p. 30.
  46. Gendebien 1967, p. 205.
  47. Zeilig 2008, pp. 120–2.
  48. Zeilig 2008, p. 122.
  49. Nzongola-Ntalaja 2007, p. 111.
  50. Haskin 2005, p. 29.
  51. Nzongola-Ntalaja 2007, p. 94.
  52. Boulden 2001, p. 35.
  53. 53.0 53.1 Whelan 2006, pp. 8, 60–62.
  54. 54.0 54.1 54.2 54.3 Boulden 2001, p. 36.
  55. UN Resolution 169.
  56. Boulden 2001, p. 38.
  57. 57.0 57.1 Boulden 2001, p. 40.
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 EISA 2002a.
  59. Haskin 2005, p. 36.
  60. Nzongola-Ntalaja 2007, p. 36.
  61. Gleijeses 1994, p. 74.
  62. Gleijeses 1994, pp. 73–4.
  63. 63.0 63.1 Freund 1998, p. 202.
  64. Verhaegen 1967, p. 348.
  65. Nugent 2004, p. 88.
  66. 66.0 66.1 66.2 Verhaegen 1967, p. 346.
  67. Fox, de Craemer & Ribeaucourt 1965, p. 78.
  68. Verhaegen 1967, p. 349.
  69. Verhaegen 1967, p. 350.
  70. Verhaegen 1967, p. 352.
  71. 71.0 71.1 Gleijeses 1994, p. 81.
  72. Gleijeses 1994, p. 85.
  73. Verhaegen 1967, p. 347.
  74. Mockler 1986, pp. 116–7.
  75. Mockler 1986, pp. 118–9.
  76. Nzongola-Ntalaja 2007, p. 135.
  77. Gleijeses 1994, p. 80.
  78. 78.0 78.1 Nzongola-Ntalaja 2007, p. 136.
  79. Nzongola-Ntalaja 2007, p. 138.
  80. Nzongola-Ntalaja 2007, pp. 138–9.
  81. Gleijeses 1994, pp. 84–5.
  82. 82.0 82.1 EISA 2002b.
  83. 83.0 83.1 83.2 Nugent 2004, p. 233.
  84. Nugent 2004, pp. 234–5.
  85. 85.0 85.1 Zeilig 2008, p. 140.
  86. Haskin 2005, p. 40.
  87. Haskin 2005, pp. 39–40.
  88. Turner 2007, p. 185.
  89. Nugent 2004, pp. 88–9.
  90. Shaba War in Zaire comes to an end
  91. Zaire preparing major push to confront Shaba guerrillas", Baltimore Sun (AP), 14 March 1977
  92. Michael T. Kaufman, «Zairian Troops Said to Abandon Key Headquarters Town in Shab»
  93. Zaire. Shaba I
  94. Rebel forces renew fight in Angola", Baltimore Sun, 14 April 1977
  95. The «Cuba of the West» France and Mobutu’s Zaïre, 1977—1979. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-03. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  96. George C. Wilson, «Zaire Asks For Planeload Of Coca-Cola», Washington Post, 20 April 1977
  97. Cold War History. Volume 13, Issue 1, 2013. Local conflicts in a transnational war: the Katangese gendarmes and the Shaba wars of 1977-78[მკვდარი ბმული]
  98. Zaire. Shaba II
  99. James R. Arnold and Roberta Wiener, Editors. Cold War. Africa
  100. Inside Kolwezi: Toll of Terror
  101. «OPÉRATION LÉOPARD». Une intervention humanitaire Kolwezi 17 mai-16 juin 1978
  102. «On a sauté sur Kolwezi». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  103. Shaba II: The French and Belgian Intervention in Zaire in 1978
  104. Kennes, Erik. "The Democratic Republic of the Congo: Structures of Greed, Networks of Need." Rethinking the Economics of War. Ed. Cynthia J. Arnson and I. William Zartman. Washington, D.C.: Woodrow Wilson Center, 2005. p. 157
  105. Gribbin, Robert E. In the Aftermath of Genocide: the U.S. Role in Rwanda. New York: IUniverse, 2005. p. 190
  106. Reyntjens, Filip. The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996–2006. Cambridge: Cambridge UP, 2009. p. 55
  107. Reyntjens, Filip. The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996–2006. Cambridge: Cambridge UP, 2009. pp. 61–63
  108. Gribbin, Robert E. In the Aftermath of Genocide: the U.S. Role in Rwanda. New York: IUniverse, 2005. p. 213-14
  109. Democratic Republic of Congo. An long-standing crisis spinning out of control დაარქივებული 2013-03-13 საიტზე Wayback Machine. . Amnesty International, 3 September 1998. p. 9. AI Index: AFR 62/33/98
  110. Gribbin, Robert E. In the Aftermath of Genocide: the U.S. Role in Rwanda. New York: IUniverse, 2005. p. 213
  111. Dickovick, J. Tyler (2008). The World Today Series: Africa 2012. Lanham, Maryland: Stryker-Post Publications. ISBN 978-1-61048-881-5. 
  112. Zairian Rebels Seize Capital of Rich Region
  113. Reyntjens, Filip. The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996–2006. Cambridge: Cambridge UP, 2009. p. 130
  114. Kennes, Erik. "The Democratic Republic of the Congo: Structures of Greed, Networks of Need." Rethinking the Economics of War. Ed. Cynthia J. Arnson and I. William Zartman. Washington, D.C.: Woodrow Wilson Center, 2005. p. 154
  115. Longman, Timothy. “The Complex Reasons for Rwanda's Engagement in Congo." Ed. John F. Clark. The African Stakes of the Congo War. New York: Palgrave Macmillan, 2002. 129-44. pp. 131–32
  116. Vlassenroot, Koen. “Citizenship, Identity Formation & Conflict in South Kivu: The Case of the Banyamulenge.” Review of African Political Economy. 2002. 499–515. p. 173
  117. Blow by blow in the Congo crisis[მკვდარი ბმული]
  118. 118.0 118.1 World: Africa Congo rebels claim new gain
  119. Rwandan soldiers in Congo ordered to leave country. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-09-07. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  120. World: Africa Angola admits involvement in Congo
  121. With the rebels in the Congo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  122. Hutus Slain in Rwanda, Army Says
  123. World: Africa Government offensive in Congo
  124. Congo rebels say 24 government soldiers killed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-11. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  125. More Die In Congo Fighting[მკვდარი ბმული]
  126. IRIN Update 585 for 12 Jan1999
  127. World: Africa Congo town welcomes rebels
  128. Troop pull out of Congo has started
  129. Rwandan-backed rebels leave eastern Congo town. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-03. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  130. DR Congo rebels retake key town
  131. DR Congo rebel leader 'arrested' (ინგლისური)
  132. 132.0 132.1 132.2 DR Congo troops shell rebel bases. ალ-ჯაზირა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.12.2012. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  133. ბოევიკები უარს აცხადებენ ქალაქ გომის დატოვებაზე. Euronews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.01.2013. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  134. 134.0 134.1 გაეროს უშიშროების საბჭო გმობს აჯანყებულების თავდასხმას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.01.2013. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  135. 135.0 135.1 გაეროს სამშვიდობოებმა მოიგერიეს აჯანყებულთა შეტევა ქალაქზე კონგოში. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.01.2013. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  136. გაეროს უშიშროების საბჭომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაგმო აჯანყებულები ქალაქის აღებისათვის. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.01.2013. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  137. 137.0 137.1 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულები უარს ამბობენ შეტევის შეჩერებაზე. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.01.2013. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  138. კონგოს პრეზიდენტი მზადაა აჯანყებულებთან მოლაპარაკებებისათვის. BBC. ციტირების თარიღი: 23.11.2012.
  139. Twitter