ჰოლმიუმი

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search
ჰოლმიუმი / Holmium (Ho) Ho-TableImage.svg
ელემენტის რიგითი ნომერი 67
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა
Holmium2.jpg
შედარებით რბილი პრიალა, ჭედადი მოვერცხლისფრო ფერის ლითონი, მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
164,93032 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 179 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 574,0 (5,95) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f11 6s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 158 პმ
იონური რადიუსი (+3e) 89,4 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
1,23
ელექტროდული პოტენციალი Ho←Ho3+ -2,33
ჟანგვის ხარისხი 3
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 8,795 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 27,15[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა (16,2) ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 1 747
დნობის სითბო კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 2 968
აორთქლების სითბო 301 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 18,7 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი 3,577 Å
შეფარდება 1,570n/
დებაის ტემპერატურა
ჰოლმიუმის ატომის სქემა
67Ho
164,93032 [Xe] 4f11 6s2
ჰოლმიუმი

ჰოლმიუმი (ლათ. Holmium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი; მიეკუთვნება ლანთანოიდების ჯგუფს, რომლის ატომური ნომერია 67, ატომური მასა 164,9304; tდნ 1461°C, tდუღ 2707 °C, სიმკვრივე 8803 კგ/მ³, რბილი მოვერცხლისფრო ლითონი, აღინიშნება სიმბოლოთი Ho.

ისტორია[edit | edit source]

1879 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა ჯ. ლ. სორემ "ერბიუმის მიწის" სპექტრალური ანალიზის მეთოდით აღმოაჩინა ახალი ელემენტი.

სახელწოდების წარმომავლობა[edit | edit source]

ელემენტს სახელწოდება მისცა შვედმა ქიმიკოსმა პ. ტ. კლევემ სტოკჰოლმის პატივსაცემად (მისი ძველი ლათინური სახელწოდება Holmia), ის მინერალი საიდანაც კლევემ გამოჰყო 1879 წელს ახალი ელემენტის ოქსიდი, ნაპოვნი იყო შვედეთის დედაქალაქთან ახლოს.

ბუნებაში[edit | edit source]

დედამიწის ქერქში ჰოლმიუმის შემცველობა მასის მიხედვით არის 1,3×10−4 %, ზღვის წყალში 2,2×10−7 %. სხვა იშვიათმიწა ლითონებთან ერთად შეიცავს მინერალები მონაციტი, ბასტენეზიტი, ევქსენიტი, აპატიტი და გადოლინიტი.

კოსმოსურ ობიექტებს შორის ჰომიუმის ანომალურად მაღალი შემცველობით გამოირჩევა პშიბილსკის ვარსკვლავი.

საბადოები[edit | edit source]

ჰოლმიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც გვხვდება აშშ-ში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში.

მიღება[edit | edit source]

მიიღებენ ჰოლმიუმის ფტორიდის HoF3-ის აღდგენით კალციუმით.

ღირებულება[edit | edit source]

99-99,99 % სიწმინდის ჰოლმიუმის ოქსიდის ფასები 2006 წელს შეადგინა 120—191 დოლარი 1 კგ.

ქიმიური თვისებები[edit | edit source]

ჰოლმიუმი ნელა იჟანგება ჰაერზე, Ho2O3-ის წარმოქმნით. ურთიერთქმედებს მჟავეებთან (HF-ის გარდა), და წარმოქმნის მარილებს Ho3+. გახურებისას რეაგირებს ქლორთან, ბრომთან, აზოტთან და წყალბადთან. მდგრადია ფთორის ზემოქმედების მიმართ.

გამოყენება[edit | edit source]

ჰოლმიუმი მონოიზოტოპური ელემენტია (ჰოლმიუმ-165).

ზეძლიერი მაგნიტური ველების მიღება[edit | edit source]

ზეწმინდა ჰოლმიუმი გამოიყენება ზეგამტარი მაგნიტების პოლუსის ბუნიკების დასამზადებლად ზემძლავრი მაგნიტური ველების მიღებისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ჰოლმიუმ-ერბიუმის შენადნობი.

იზოტოპები[edit | edit source]

ჰომიუმის რადიოაქტიური იზოტოპი — ჰოლმიუმ-166 გამოიყენება ანალიტიკურ ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ინდიკატორი.

მეტალურგია[edit | edit source]

ჰოლმიუმის დამატება ალუმინის შენადნობებში მკვეთრად ამცირებს მათში აირების შემცველობას.

ლაზერული მასალები[edit | edit source]

ჰოლმიუმის იონები გამოიყენება ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის სპექტრის ინფრაწითელ სეგმენტში, ტალღების სიგრძე — 2,05 მკ.

თერმოელექტრული მასალები[edit | edit source]

ჰოლმიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ შეადგენს 40 მკვ/К.

ბირთვული ენერგეტიკა[edit | edit source]

ჰოლმიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში.

ლიტერატურა[edit | edit source]

რესურსები ინტერნეტში[edit | edit source]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[edit | edit source]

  1. რედკოლ.: კნუნიანცი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1988. — ტომი: 1. — გვ. 623. — 100 000 ეგზ.