შინაარსზე გადასვლა

მიხეილ მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ მესხი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ შალვას ძე მესხი
დაბადების
თარიღი
12 იანვარი, 1937[1]
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
22 აპრილი, 1991 (54 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა გარემარბი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1954–1969 დინამო თბ. 285 (54)
1970 ლოკომოტივი 4 (0)
სულ 289 (54)
ეროვნული ნაკრები
1959–1966 სსრ კავშირი 35 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მიხეილ შალვას ძე მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.[2][3]

ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლაში, „დინამოს“ პირველი თაობის ცნობილი ფეხბურთელისა და შემდგომ მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის, — არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით. 1953 წელს იგი პირველად გაემგზავრა მოსკოვში საასპარეზოდ, როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც თავისი არაორდინალური თამაშითა და მაღალი ტექნიკური ოსტატობით პირველად მიიპყრო საკავშირო ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღება.[4][5][კომ. 1][კომ. 2]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1955 წლის 7 აგვისტოს, საკავშირო პირველობის მე-16 ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და მას 50 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მიხეილ პირაევი, ვლადიმერ ელოშვილი, ჯუმბერ რუსაძე, ნიკოლოზ გაგნიძე, მოსე დავარაშვილი, რევაზ მახარაძე, მიხეილ მესხი, კონსტანტინე გაგნიძე, იური ვარდიმიადი, ავთანდილ ღოღობერიძე და ბორის ხასაია. შეხვედრა კიეველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[6][7]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1969 წლის 9 მაისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-7 ტურის კალენდარულ მატჩში, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: რამაზ ურუშაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე, მურთაზ ხურცილავა, რევაზ ჭოხონელიძე, გურამ პეტრიაშვილი,[კომ. 3] ალექსი ილიადი, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი, გივი ნოდია და მიხეილ მესხი.[კომ. 4] შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 0–0 დამთავრდა.[8][9]

1969 წლის 16 ივლისს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა საერთაშორის ამხანაგური შეხვედრა თბილისის „დინამოსა“ და მონტევიდეოს „ნასიონალს“ შორის, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც მიხეილ მესხის გამოსათხოვარი მატჩი. მიხეილ მესხმა შეხვედრის მხოლოდ პირველი ნახევარი ითამაშა,[კომ. 5] რის შემდეგაც თანაგუნდელებმა, ურუგვაელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ქართველი გარემარბი ოვაციების თანხლებით გააცილეს დიდი ფეხბურთიდან.[კომ. 6][კომ. 7][10]

1959–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 35 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს.[11][12] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1959 წლის 6 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[13] შეხვედრა, რომელიც მოსკოვში იმართება, მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) მთავრდება. პირველი ბურთი სტუმართა კარში 34-ე წუთზე, მატჩის დებიუტანტს, მიხეილ მესხს გააქვს.

საბჭოთა ნაკრების მაისურით, ბოლოჯერ, ასევე, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, 1966 წლის 20 აპრილს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრას ბაზელის სანქტ-იაკობ პარკი მასპინძლობს და ფრედ (2–2) მთავრდება.[14]

სამწვრთნელო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 1969–1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზებულ საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.[15]

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი საერთ ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო თბილისი
საქართველოს სსრ–ის დროშა
D1 1955 2 0 - - - - 2 0
1956 9 1 - - 6 2 15 3
1957 15 0 2 0 5 3 22 3
1958 21 3 1 0 8 1 30 4
1959 21 2 2 1 10 3 33 6
1960 22 9 3 1 5 4 30 14
1961 25 7 2 2 2 0 29 9
1962 20 5 1 0 3 0 24 5
1963 34 7 1 0 3 2 38 9
1964 24 6 2 0 1 0 27 6
1965 20 2 3 0 - - 23 2
1966 24 3 - - - - 24 3
1967 22 6 1 1 7 2 30 9
1968 22 2 - - 2 0 24 2
1969 4 1 - - 1 0 5 1
სულ 285 54 18 5 53 17 356 76
ლოკომოტივი
საქართველოს სსრ–ის დროშა
D2 1970 4 0 1 0 - - 5 0
სულ 4 0 1 0 - - 5 0
სულ ჯამში 289 54 19 5 53 17 361 76

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 06.09.1959 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 3–1 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია ამხანაგური გოლი 34' [16]
2 27.09.1959 ბუდაპეშტი უნგრეთი უნგრეთის დროშა 0–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ევროპის ჩემპიონატი [17]
3 19.05.1960 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 7–1 პოლონეთის დროშა პოლონეთი ამხანაგური [18]
4 06.07.1960 მარსელი ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკიის დროშა 0–3 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ევროპის ჩემპიონატი [19]
5 10.07.1960 პარიზი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 2–1 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ევროპის ჩემპიონატი ფინალი [20]
6 21.05.1961 ვარშავა პოლონეთი პოლონეთის დროშა 1–0 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [21]
7 18.06.1961 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 1–0 თურქეთის დროშა თურქეთი მსოფ. შესარჩევი [22]
8 24.06.1961 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [23]
9 01.07.1961 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 5–2 ნორვეგიის დროშა ნორვეგია მსოფ. შესარჩევი გოლი 53' [24]
10 23.08.1961 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 0–3 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფ. შესარჩევი გოლი 49' [25]
11 10.09.1961 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–1 ავსტრიის დროშა ავსტრია ამხანაგური [26]
12 18.06.1961 სტამბოლი თურქეთი თურქეთის დროშა 1–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფ. შესარჩევი [27]
13 18.11.1961 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [28]
14 22.11.1961 სანტიაგო ჩილე ჩილეს დროშა 0–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [29]
15 29.11.1961 მონტევიდეო ურუგვაი ურუგვაის დროშა 1–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [30]
16 11.04.1962 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი ლუქსემბურგის დროშა 1–3 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [31]
17 18.04.1962 სოლნა შვედეთი შვედეთის დროშა 0–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [32]
18 27.04.1962 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 5–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი ამხანაგური [33]
19 31.05.1962 არიკა სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 2–0 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია მსოფლიო ჩემპიონატი [34]
20 03.06.1962 არიკა სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 4–4 კოლუმბიის დროშა კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატი [35]
21 03.06.1962 არიკა ჩილე ჩილეს დროშა 2–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფლიო ჩემპიონატი [36]
22 22.05.1963 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–1 შვედეთის დროშა შვედეთი ამხანაგური [37]
23 22.11.1964 ბელგრადი იუგოსლავია იუგოსლავიის დროშა 1–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [38]
24 29.11.1964 სოფია ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 0–0 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [39]
25 16.05.1965 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–0 ავსტრიის დროშა ავსტრია ამხანაგური [40]
26 23.05.1965 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 3–1 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი მსოფ. შესარჩევი [41]
27 30.05.1965 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 2–1 უელსის დროშა უელსი მსოფ. შესარჩევი [42]
28 27.06.1965 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 6–0 დანიის დროშა დანია მსოფ. შესარჩევი გოლი 72' [43]
29 04.07.1965 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია ამხანაგური [44]
30 04.09.1965 მოსკოვი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–0 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46' [45][46]
31 27.10.1965 კარდიფი უელსი უელსის დროშა 2–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ მსოფ. შესარჩევი [47]
32 21.11.1965 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' [48]
33 01.12.1965 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 65 წუთის შემდეგ 65' [49]
34 23.02.1966 სანტიაგო ჩილე ჩილეს დროშა 0–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46' [50]
35 20.04.1966 ბაზელი შვეიცარია შვეიცარიის დროშა 2–2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 66 წუთის შემდეგ 66' [51]

2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.

2014 წლის 19 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მისივე სახელობის სტადიონზე აღიმართა ცნობილი ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი მიხეილ მესხის ძეგლი. ნატურალური ზომის ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.[52][კომ. 8][53][კომ. 9]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1964
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი (3): 1959, 1962, 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960[54]
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1960
33 საუკეთესო
  • №1: 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965
  • №3: 1958
  • საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1998[55]
მიხეილ მესხი № 1486
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი

საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[56] სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით, შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, რომელთაც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.[57][კომ. 10][კომ. 11]

როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.[58][კომ. 12]

ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს.[59]

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი.[60][კომ. 13][61][კომ. 14][62][კომ. 15][63]

1965 წლის 16 თებერვალს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.[64][65][კომ. 16][66]

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე მიხეილ მესხი 679 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[67][68]

1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, ფეხბურთის გულშემატკივრებმა[კომ. 17] საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიხეილ მესხი დასახელდა.[55][69][კომ. 18][70][კომ. 19]

2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 50 თეთრის ღირებულების საფოსტო მარკაზე მიხეილ მესხია გამოსახული.[71]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · Biograph.ru · FootballDatabase.eu · Football in USSR · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · MyFootballFacts · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Sports.ru · Transfermarkt
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ქართველი სპორტსმენები · დიდი რუსული ენციკლოპედია
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
geonecropol.com · Спортивный некрополь
ფოტო
ქართული სპორტი · ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
ვიდეო
საუკუნის პორტრეტები · უცნობი ისტორიები · მიხეილ მესხი
National Football Teams
1959 · 1960 · 1961 · 1962 · 1963 · 1964 · 1965 · 1966
  1. 35-я тбилисская . . . Уже много лет она известна не только в Грузии, но и за пределами республики, как школа с «футбольным уклоном», из которой вышли многие прославленные мастера кожаного мяча. Их хорошо знают на наших стадионах. Это нападающие тбилисского «Динамо» А. Чкуасели, Ш. Яманидзе, М. Месхи, полузащитники М. Дазарашвили, А. Котрикадзе, А. Киладзе. Это нападающий московского «Локомотива» 3. Калоев, целая плеяда игроков тбилисского Окружного спортивного клуба, кутаисского «Локомотива», способные футболисты, играющие во мно-их других клубных и заводских командах.
  2. 35-ე საფეხბურთო სკოლა (2018). ქ. თბილისის ვაჟთა 35-ე სკოლის მოკლე ისტორია. სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ი. ჩხარტიშვილი, გ.ი. ჯეჯელავა, ა.ს. კიკნაძე, მ.პ. მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე.
  3. მატჩის 46-ე წუთზე გურამ პეტრიაშვილის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა სერგო კუტივაძე.
  4. მატჩის მე-80-ე წუთზე მიხეილ მესხის ნაცვლად თამაშში გოჩა გავაშელი ჩაერთო.
  5. თვითმხილველთა შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მისი შესრულებით, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ურუგვაელ ფეხბურთელებსა და „ნასიონალის“ სამწვრთნელო შტაბზე.
  6. ციტატა: „...გათავდა ტაიმი და თბილისის „დინამოსა“ და მონტევიდოს „ნასიონალის“ არცერთი მოთამაშე არ გასულა მინდვრიდან. ყველა აქ იყო, ყველა გარს ეხვია დიდ ფეხბურთელს, რომელსაც მხრებზე აყვანილს დაატარებდნენ მინდვრის გარშემო. და, იცით ვინ იყვნენ ისინი, ვინც მიშა მხრებზე შეისვა? ურუგვაელი ფეხბურთელები, რომლებმაც დინამოელებს გამოსტაცეს იგი და თვითონ შემოატარეს მინდორს.“ — იხ. ქორიძე, რ. დიდოსტატი ეთხოვება მინდორს // „ლელო“, 19 ივლისი, 1969, № 139 (3878), გვ. 3.
  7. ციტატა: „...Матч был прощальным для одного из выдающихся советских футболистов Михаила Месхи. Уругвайцы на плечах пронесли его по всему полю под аплодисменты зрителей.“ — იხ. «Насьональ» дебютирует в Тбилиси // Газета «Советский спорт» (Москва) от 17 марта 1969 года.
  8. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის ქანდაკება თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიხსნა. ის ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას, ძეგლის ავტორი მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიაა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ნატურალურ ზომებში ქანდაკება დაუდგეს.
  9. მიხეილ მესხს მისივე სახელობის სტადიონზე ძეგლი გაუხსნეს.
  10. დღეს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავადაც სპეციალურად დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ — იქიდან, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან გედევნებინა თვალი ფეხბურთის ჯადოქრის თამაშისთვის. მიშა მესხი ნაადრევად, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  11. 12 იანვარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის დაბადების დღეა. „მტკვრისპირელი გარინჩა“, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები თბილისის „დინამოში“ გაატარა, 1991 წლის 4 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაზეთი „ოლიმპი“; 13 მარტი, 2000.
  12. მატჩის შემდეგ, წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ. „როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს ეკვეთა“ — წერდა ჟურნალი „ელ გრაფიკო“.
  13. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულიაორიგინალიდან.
  14. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან.
  15. Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულიაორიგინალიდან.
  16. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
  17. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა.
  18. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.
  19. In 1998 on the initiative of the sport newspaper "Sarbieli" the fan opinion poll took place. The poll was conducted in order to reveal the best player, coach and symbolic XX Century Dream Team of Georgia. The legend forward, star of the Soviet Union and the whole world in 1960s, Mikheil Meskhi was named as the best Georgian football player of the 20th century. He was the unforgettable player of "Dinamo" Tbilisi and the National Team of the Soviet Union in the first EURO Cup Championship in 1960.
  1. საინფორმაციო პორტალი „ქართული კვირა“, 12 იანვარი, 2021. 1937 წლის 12 იანვარს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი დაიბადა
  2. Соскин, А., 1972, გვ. 326
  3. სსრ კავშირი — დანია 6 : 0 // „ლელო“, 29 ივნისი, 1965, № 126 (2846), გვ. 1.
  4. მიხეილ მესხი / ავტ. დემიკო ლოლაძე; თბ. : საბჭ. საქართველო, 1988. — გვ. 11.
  5. Школа с «футбольным уклоном».
  6. «Динамо» Киев 2–1 «Динамо» Тб. // Чемп. СССР 1955. Класс «А». 07.08.1955
  7. «Динамо» Киев 2–1 «Динамо» Тб. // Чемп. СССР 1955. Класс «А». 07.08.1955
  8. «Торпедо» Кутаиси 0–0 «Динамо» Тб. // 1-я группа класса «А». 09.05.1969
  9. «Торпедо» Кутаиси 0–0 «Динамо» Тб. // 1-я группа класса «А». 09.05.1969
  10. «Динамо» Тб. 0–0 «Насьональ» Монтевидео // 16 июля 1969 года. Тбилиси
  11. მჭედლიშვილი, კ., 1975, გვ. 122
  12. მიხეილ მესხის სანაკრებო სტატისტიკა (1959–1966) // 11v11.com.
  13. USSR 3–1 Czechoslovakia // International Friendly, 06.09.1959.
  14. Switzerland 2–2 USSR // International Friendly, 20 April 1966.
  15. დებიუტიც ასეთი უნდა! // „ლელო“, 6 აპრილი, 1975, № 68 (5358), გვ. 1.
  16. USSR 3–1 Czechoslovakia / Friendly // 11v11.com
  17. Hungary 0–1 USSR / European Nations' Cup // 11v11.com
  18. USSR 7–1 Poland / Friendly // 11v11.com
  19. Czechoslovakia 0–3 USSR / European Nations' Cup // 11v11.com
  20. USSR 2–1 Yugoslavia / European Nations' Cup // 11v11.com
  21. Poland 1–0 USSR / Friendly // 11v11.com
  22. USSR 1–0 Turkey / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  23. USSR 0–0 Argentina / Friendly // 11v11.com
  24. USSR 5–2 Norway / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  25. Norway 0–3 USSR / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  26. USSR 0–1 Austria / Friendly // 11v11.com
  27. Turkey 1–2 USSR / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  28. Argentina 1–2 USSR / Friendly // 11v11.com
  29. Chile 0–1 USSR / Friendly // 11v11.com
  30. Uruguay 1–2 USSR / Friendly // 11v11.com
  31. Uruguay 1–3 USSR / Friendly // 11v11.com
  32. Sweden 0–2 USSR / Friendly // 11v11.com
  33. USSR 5–0 Uruguay / Friendly // 11v11.com
  34. USSR 2–0 Yugoslavia / FIFA World Cup // 11v11.com
  35. USSR 4–4 Colombia / FIFA World Cup // 11v11.com
  36. Chile 2–1 USSR / Friendly // 11v11.com
  37. USSR 0–1 Sweden / Friendly // 11v11.com
  38. Yugoslavia 1–1 USSR / Friendly // 11v11.com
  39. Bulgaria 0–0 USSR / Friendly // 11v11.com
  40. USSR 0–0 Austria / Friendly // 11v11.com
  41. USSR 3–1 Greece / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  42. USSR 2–1 Wales / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  43. USSR 6–0 Denmark / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  44. USSR 0–3 Brazil / Friendly // 11v11.com
  45. USSR 0–0 Yugoslavia / Friendly // 11v11.com
  46. Soviet Union 0–0 Yugoslavia / eu-football.info
  47. Wales 2–1 USSR / FIFA World Cup Q. // 11v11.com
  48. Wales 2–2 USSR / Friendly // 11v11.com
  49. Argentina 1–1 USSR / Friendly // 11v11.com
  50. Chile 0–2 USSR / Friendly // 11v11.com
  51. Switzerland 2–2 USSR / Friendly // 11v11.com
  52. მიხეილ მესხის ძეგლი „მიხეილ მესხზე“ // worldsport.ge
  53. თბილისში ლეგენდარული მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა
  54. Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1959/60.
  55. 55.0 55.1 XX საუკუნის რჩეულები // mygoals.ge
  56. ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
  57. მიხეილ მესხი — 80 // fcdinamo.ge
  58. ლელო Week (6 დეკემბერი, 2014). ლეგენდები: მიხეილ მესხი — ერის სიხარული, რომელსაც გული ატკინეს.
  59. Он всегда играл под аплодисменты // footballplayers.ru
  60. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
  61. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი.
  62. «Динамо» (Тбилиси) 4–1 «Торпедо» (Москва) // Чемпионат СССР 1964
  63. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  64. 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
  65. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია // dic.academic.ru
  66. Всё о футболе. Сост. — Соскин А. М. - М.: ФиC, 1972. — გვ. 326.
  67. პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  68. 1921–1968: საქართველოს ნაკრები // mygoals.ge
  69. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  70. Lasha Goduadze (2006). Georgian Dream Team.
  71. მიხეილ მესხი // ქართული სპორტი.