გიორგი შხვაცაბაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი შხვაცაბაია
Goga2015.jpg
დაიბადა 15 აპრილი 1940(1940-04-15) (78 წელი)
დაბადების ადგილი თბილისი

გიორგი შხვაცაბაია (დ. 15 აპრილი, 1940, თბილისი), საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი შხვაცაბაია იზრდებოთა მეცნიერთა წრეში. მისი მამა გიორგი სოფლის მეურნეობის დარგში აკადემიკოსი იყო და შორეილ 20–30 წლებში ბრწყინვალე სპორტსმენი – საბჭოთა კავშირის ჩენპიონი მძლეოსნობაში.

გ.შხვაცაბაია,მ.მდივანი,2008

1964 წელს ნიკოლოზ კანდელაკის, გიორგი ოჩიაურისა და ვალენტინ თოფურიძის მოწაფემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მას შემდეგ ინტენსიურად მუშაობს და არა ერთი მხატვრული სახე თუ აზრი გააცოცხლა ქვაში, ლითონსა თუ თიხაში. თამამი და იმედის მომცემი იყო პირველივე ნამუშევრები. ნათელი გახდა, რომ გიორგი შხვაცაბაია პლასტიკის შეგრძნების განსაკუთრებული უნარით ასევეა დაჯილდოებული, როგორც ჭეშმარიტი მუსიკოსი - აბსოლუტური სმენით. ტექნიკური ოსტატობა დროს და შრომას უნდა მოეტანა.

მრავალი გამოფენების ექსპოდენტი ჩვენში თუ უცხოეთში, სხვადასხვა ქალაქში დადგმულ ქანდაკებათა ავტორი გოგი შხვაცაბაია იმ შემოქმედებით ტრადიციებზე აღიზარდა, რომელიც საქართველოში უძველეს ხანში ქრისტეს დაბადებამდე ჩაისახა კოლხეთში, შემდეგ ქრისტიანული არქიტექტორული ძეგლების კვალად ვითარდებოდა და იკვებებოდა ძნელად ამოსახსნელი ქართული სულის ფენომენით. სული უკვდავებამ კი ქართული ქანდაკების აღორძინება განაპირობა მეოცე საუკუნეში და ახალი პრობლემები დაუსახა მას. უფროსი თაობების მსგავსად ‘სამოციანელებმა’, რომელ თაობასაც გიორგი შხვაცაბაია მიეკუთვნება, ყურადღება მიიპყრეს ინდივიდუალური ხედვით, ქართული ქანდაკება ახალი თვისებებით გაამდიდრეს. ქართული ფორმის ძიება ქანდაკებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია,- ამბობს გოგი შხვაცაბაია, ქანდაკებაში ფორმა ქართულია მაშინ, როდესაც მას ქართული სული და ქართული ტემპერამენტი ქმნის. გიორგი შხვაცაბაიას შემოქმედებაში დასაწყისშივე ორი ხაზი გამოიკვეთა. ერთ მხარეს დაჯგუფდა ნამუშევრები, რომელშიც ადამიანის ფიზიკური ძალა ექსპრესიული, მკვეთრი მოძრაობებითა მოხაზული("ლელო",იკაროსი","ცეკვა" და სხვა), ხოლო მეორე მხარეს ნაწარმოებები, რომელთა ფორმის გარეგნულ სიმშვიდისა და "დამცხრალ" ჟესტიკულაციაში ნატიფი სულიერი მოძრაობაა მინიშნებული ("სიმღერა", მზეო ამოდი", "ამაღლება"). ფორმის დაუფლების, ხელწერის სრულყოფისაკენ მიმართულმა ძიებებმა თავი იჩინეს აბსტრაქციებში. აქ ძირითადია სკულპტურული მასების სივრცესთან დინამიკური დაკავშირება("ამბორი", "დასვენება", "წამოწოლილი ქალი" და სხვა). ამ სტილის რამდენიმე ნამუშევარმა რეალიზება ჰპოვა სივრცეში (თბილისი, მცხეთა, ბიჭვინთა, მოსკოვი). 1975 წელს მოქანდაკე ქმნის ქალის შიშველ ფიგურას "ახალგაზდრობა". ფორმის არქიტექტონიკით, შინაგანი დინამიკით გამორჩეული, ნათელი და ჰარმონიული ნაწარმოები დაჯილდოვდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით. სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის, ნაწარმოები შეისყიდა ტრეტიაკოვსკის გალერეამ, ხოლო პრემირებული ნაწარმოების ავტორი გაიგზავნა იტალიაში, შემოქმედებით მივლინებაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებით გაფართოვდა შხვაცაბაიას ჟანრული დიაპაზონი. ინტერესით მუშაობს პორტრეტზე. ქმნის ქართველი მწერლების, ნიჭიერ მსახეობათა და შემოქმედთა პორტრეტებს (ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მირზა გელოვანი(ძეგლი), ვერიკო ანჯაფარიძე, ევგენი მიქელაძე, ვიქტორ დოლიძე, გიორგი დანელია, მაია პლისეცკაია, გიგლა სარიშვილი, ..."ხელოვნებისმცოდნე" და სხვა). აქვს ჭედური ნამუშევრები , მუშაობს მედლის ხელოვნებაში - ორი ბრინჯაოს მედალი დაცულია ნოტრდამის მუზეუმში ("მატისი" და "Vide-Sile"). საქართველოს 1991 წლის სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. ფლორენციის გულმოწყალების საერთაშორისო საზოგადოებისათვის (Misercordia) შეიქმნა ქანდაკება "გულმოწყალება". ქალის მოგრძო ჰაეროვანი სხეულის ქრისტიანული მიმტევებლობის ჰუმანური იდეა. 1992 წლის 5 ივნისს საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ბარსელონის ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერიმონიალის დროს საზეიმოდ გაიხსნა "მშვიდობის ჩირაღდანი" - ბრინჯაოს ფრთოსანი ქალის ქანდაკება, რომელიც კაცობრიობას მოუხმობს მშვიდობისაკენ, თავისუფლებისა და ხალხთა შორის მეგობრობის მაღალი იდეალებისაკენ. ძეგლი აღიმართა სულ რაღაც ოთხას მეტრში იმ ადგილიდან, სადაც უკვდავი პრაქსტელეს "ჰერმესი" დგას. ბერძნულმა გაზეთმა "დემოკრატიამ" ასეთი შეფასება მისცა ქართველი შემოქმედის ნაღვაწარს : "ამ ბრწყინვალე ნამუშევარმა აღტაწებაში მოიყვანა ბერძნული საზოგადოება. ჩვენ ვიხილეთ მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მოქანდაკის თანამედროვე "NIKE", რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ძეგლი ნიმუშია მრავალტანჯული ქართველი ერის მშვიდობის იდეალებისა, ერთგულებისა, ჰუმანური და ესთეტიკური მსოფლმხედველობისა. ძეგლის ავტორი გიორგი შხვაცაბაია ბერძენ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრობის დესპანად გამოაცხადეს".

"ეს მონუმენტი ჩვენს ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ჩინებული სიმბოლოა და სამუდამოდ დარჩება საბერძნეთის მიწაზე დაფნის გვირგვინით შემკული ფრთოსანი ქანდაკება, როგორც სიმბოლო საქართველო-საბერძნეთის ურთიერთკავშირის, უძველესი ტრადიციების აღორძინებისა და მსოფლიოს ხალხებს შორის მშვიდობის დამკვიდრებისა" - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა კონსტანტინოს კარამანლისმა. გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში, უზბეკეთში და კერძო კოლექციებში.

ძირითადი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • “დასვენება” (1967),
  • “Sculpture of Mirza Gelovani”,
  • “Figure of a young woman” (1976, Medal of the USSR Academy of Arts for the best work),
  • “Memorial of the Missing” (1978, Teleti),
  • “Flower of friendship” (1980, Rukhi),
  • “Commemoration wall” (1981, Garden of the 9th of April, Tbilisi),
  • “Flags” (1989, in the same Garden),
  • Sculpture of Galaktion Tabidze (1989, Kutaisi, Prize of Georgian Council of Ministers),
  • “Veriko Anjaparidze” (1990, Mtatsminda Pantheon),
  • “Peace torch” 1992, Greece, Olympia),
  • “Mother land” (1997, first capital of Greek Republic Navplion),
  • “Sculpture of Zhiuli Shartava” (1997, Senaki),
  • “Sculpture of Yevgeny Mikeladze”(2000,Z.Paliashvili Opera and Ballet House, Tbilisi)
  • "Elevation" (2004,Squere of Heroes, Tbilisi).

სხვები მის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას უსაზღვროდ უყვარს სიცოცხლე. გაზაფხულზე თეთრად გადაპენტილი ნუშისა და ტყემლის ხეები მშობლიურ ქუთაისს, განუმეორებელ და დაუვიწყარ ტკბილმწარე სიჭაბუკის წლებს აგონებენ. უყვარს ბარაქიანი, დალოცვილი ქართული მიწა. უყვარს მამულიშვილისა და მიწათმოქმედის სიყვარულით. ვინ არ იცის, რომ გიორგი შხვაცაბაია აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, ერთგულად ემსახურება სოფლის მეურნეობის დარგს. თვალსაჩინო ღვაწლიც დასდო ამ კეთილშობილურ საქმეს. მთელი მისი ცხოვრება სწავლის, მოღვაწეობის, სიკეთის უწყვეტ ძაფად წარმოგიდგებათ. თავისუფალი დრო არასდროს ჰქონია, მოცლილი ჯერ კაცს არ უნახავს და მაინც მუდამ რჩებოდა დრო ისეთი დიდი ეროვნული საქმისთვის, როგორიც ფიზკულტურა და სპორტია. წლეულს ბატონი გიორგი სამოცდამეშვიდედ შეეგება გაზაფხულს. ხანდაზმული კაცისთვის, რომელიც ისედაც ნიადაგ ფუტკარივით შრომობს და ემსახურება თავის პროფესიას, სპორტი თითქოს ზედმეტი ტვირთი უნდა იყოს. სამწუხაროდ, გიორგი შხვაცაბაიას თაობის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი მართლაც ასე ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელმაც ძალიან ადრე შეიტკბო და შეისისხლხორცა სპორტის სიყვარული.მოდი, დავიხიოთ ნახევარი საუკუნით უკან, თქვენთან ერთად ვესტუმროთ პოეტებისა და მწერლებისგან ასერიგად ქებულ სავარ­დო და სამაისო ქალაქს. მეგზურობას ბატონი გიორგი გაგვიწევს.

- თითქმის ყოველი ქართველი სიჭაბუკეში ფეხბურთზე ფიქრობს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. იქნებ ფეხბურთში ყველაზე უკეთ მჟღავნდება ჩვენებური კაცისთვის დამახასიათებელი ბუნება და მისწრაფებანი. იქნებ ამ თამაშმა შეისისხლხორცა ჩვენი ძველი ეროვნული სახეობების ნიშან­თვისებები. ასეა თუ ისე, ჩემი თაობის ბიჭები უზომოდ გატაცებული იყვნენ ფეხბურთით. მერედა, რამდენი ფეხბურთელი ძმაკაცი მყავდა! - გამომივლიდნენ შინ, დამიძახებდნენ, ბიჭო, გოგია, წამო, რა დროს გაკვეთილებია, სწავლას მერეც მოასწრებო. მეც არ ვალოდინებდი, ბებიაჩემის შეკერილ ჭრელი ნაჭრის, დაბამბულ „ნაკალენიკებს“ დავტაცებდი ხელს და ტოლებთან ერთად გავწევდი საბურთაოდ. ოჰ, რა სიხარული იყო, რა მკვირცხლი ბიჭები იყვნენ, რა მონდომებულები... მართლაც კარგი დრო იყო, არა, ვალოდია? (ჩვენს საუბარს გიორგი შხვაცაბაიას სიყრმის მეგობარი, ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმერ მდივანი შეესწრო)... ისე, „ნაკალენიკები“ მართლაც გვჭირდებოდა, რადგან რიონს გაღმა „სტადიონი“ ერთიანად ქვა­ღორღით იყო მოფენილი. საათი, რა თქმა უნდა, არც ერთს არ გვქონდა. ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გრძელდებოდა ბურთაობა. ხომ გახსოვთ, - ბინდმა გაჰყარაო... - სწორედ ასე იყო ჩვენი საქმე. მალე ბალახვანში კარგი ფეხბურთელის სახელი გამივარდა. თავდამსხმელი ვიყავი. „წითელ ფესკას“ მეძახდნენ, რადგან თამაშის დროს მუდამ წითელი ქუდი მეხურა ხოლმე. კარგი დრო იყო, კარგი... ბალახვნელ ფეხბურთელებს სტადიონი გვეპატარავებოდა. ენერგია ულევი გვქონდა - ტანვარჯიშზეც დავდიოდით, დავრბოდით, სიმაღლეზე და სიგრძეზე ხტომაშიც ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. სპორტმა გაგვაკაჟა, სიძნელეებთან ბრძოლისთვის შეგვამზადა, გზა გაგვიკაფა ცხოვრებაში.

აი, ვალოდიაც დამეთანხმება. ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მეშვიდეკლასელი ბიჭი იძულებული გავხდი, მუშაობა დამეწყო. გავიგონებდი სწავლის დაწყების ზარს, დავტაცებდი ხელს ჩანთას და სკოლისკენ გავრბოდი. გაგიხარია, სირბილი კარგი ვიცოდი, მაგრამ გაკვეთილზე მაინც მაგვიანდებოდა. მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ სამსახურის კაცი ვიყავი და საყვედურს არ მეუბნებოდნენ. ერთი ჩინებული პედაგოგი გვყავდა, მათემატიკას გვასწავლიდა - იოსებ ოცხელი. როცა დაინახავდა, რომ კლასში არ ვიყავი, თურმე, ბიჭებს ეუბნებოდა, არაფერია, გოგია, ალბათ, საცაა შემოაღებს კარსო; ხომ იცით, უჭირს და იძულებულია, დილაობით სწავლის დაწყებამდე იმუშაოსო; აი, ნახეთ, მისგან კაცი დადგება, მონდომებული და ენერგიული ბიჭიაო... გიორგი შხვაცაბაიამ ბრწყინვალედ ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის უნი­ ვერსიტეტის სასოფლო­სამეურნეო ფაკულტეტზე. ახლა ის უკვე სტუდენტი იყო. ამაყად, წელგამართული მიაბიჯებდა ქუჩაში. მხოლოდ ეს აფიქრებდა, ახლა სად წასულიყო, ვისთან გაჩერებულიყო საცხოვრებლად? ნათესავ­ახლობელი თბილისში არავინ ეგულებოდა. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, სიჭაბუკეს არასოდეს ტოვებს ბედნიერი შემთხვევა. - ჩემი უახლოესი მეგობრები, ვლადიმერ და ნიკოლოზ მდივნები შემხვდნენ. ვუამბე ჩემი გაჭირვება. შე კაი კაცო, ჩვენთან იცხოვრებ, რამ დაგადარდიანაო. მაჩაბლის ქუჩაზე ვცხოვრობდით ერთად, როგორც სტუდენტებს შეეფერება. თავაუღებელ სწავლაში გადიოდა დრო. არც სპორტი მავიწყდებოდა. ლენინის სახელობის სტადიონზე ვვარჯიშობდით. ვარჯიშისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი პირობები არ გვქონია, - სარბენი ბილიკები ქვა­ღორღით იყო მოფენილი. და მაინც, ეს იყო ბილიკი, რომელსაც გამარჯვებისკენ მივყავდით. იქნებ ახალბედა სპორტსმენისთვის ეს უკეთესიც იყოს. ვისაც გაჭირვება და დაბრკოლება არ გამოუცდია, ის ვერც სიხარულს შეიგრძნობს. ინტენსიურ ვარჯიშს, სწავლას სათანადო რეჟიმი სჭირდებოდა. მაშინ კეთილმოწყობილი, საგანგებოდ სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასადილოები არ იყო და ძერჟინსკის ქუჩაზე „ლიმონას“ ცნობილ კერძო დუქანში ვსადილობდით. მართალი გითხრათ, დუქნის კვალობაზე ეგზოტიკა არ გვაკლდა, მაგრამ სპორტსმენისთვის ყოველივე ეს ვერაფერი შვილი იყო. დავრბოდი, სიმაღლეებს ვიღებდი, ვთამაშობდი ფეხბურთს „დურუჯში“ (ეს გუნდი ახსოვთ ჩემი თაობის სპორტსმენებს), უნივერსიტეტის კალათ­ ბურთელთა ნაკრები გუნდის წევრიც ვიყავი, რომელიც, სხვათა შორის, თბილისში უძლიერესად ითვლებოდა.... ძმები მდივნებისა და შხვაცაბაიას ოთახში გვიანობამდე არ ქრებოდა შუქი. სიჭაბუკემ არ იცის ენერგიის, ენთუზიაზმის ზომიერი ხარჯვა. ამიტომაც არის ეს პერიოდი ყველაზე მიზანსწრაფული, შფოთიანი და დაუდეგარი ადამიანის ცხოვრებაში. სწავლობდა, შრომობდა, უყვარდა, ფიქრობდა, ბევრს ვარჯიშობდა. ასე იძერწებოდა მომავალი მეცნიერი და თვალსაჩინო სპორტსმენი. 1927 წელი ღირსშესანიშნავია გიორგი შხვაცაბაიას ბიოგრაფიაში. მან არ უღალატა ტრადიციას და ეს უკვე მერამდენედ მოიპოვა უძლიერესის სახელი სიმაღლეზე ხტომაში. ეს მოხდა აზერბაიჯანის დედაქალაქში, სადაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების სპარტაკიადა ჩატარდა. მხოლოდ ერთი სანტიმეტრი დააკლდა გამარჯვებულს საკავშირო რეკორდამდე. 175 სანტიმეტრი! ბევრ ახლანდელ თანრიგოსანს, ოსტატებზე რომ არაფერი ვთქვათ, ღიმილს მოჰგვრის ეს მაჩვენებელი, მაგრამ არ დაავიწყდეთ, ვლაპარაკობთ აწ უკვე გარდასულ ხანაზე, როცა საბჭოთა და, კერძოდ, ქართული მძლეოსნობა პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამდა. იმ დროისთვის ეს იყო თავისებური სენსაცია, რომელმაც ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადაში. და, აი, ქართველმა მძლეოსანმა აქაც გამარჯვება იზეიმა. ეს იყო და არის ერთ-­ერთი თვალსაჩინო ფურცელი ქართული მძლეოსნობის მატიანეში. - 1929 წელი განსაკუთრებული გამოდგა ჩემთვის. „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს პირველობაში პირველად მივაღწიე სანუკვარ მიზანს - 183 სანტიმეტრზე გადებული თამასა გადავლახე და საბჭოთა კავშირის რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გავხდი.

ახლა ადვილია ამის თქმა, მაგრამ იმ წუთებში, მახსოვს, სისუსტისგან თავბრუ მეხვეოდა. შეჯიბრებამდე ერთი კვირით ადრე მძიმედ დავშავდი და ბევრი სისხლიც დავკარგე. მაგრამ ტრიბუნებზე ისხდნენ ჩემი მეგობრები, ახლობლები, გუნდის წევრები. მე ვიცავდი საქართველოს სპორტულ ღირსებას და უფლება არ მქონდა, გამეწბილებინა ისინი... - გიორგიმ გაიმარჯვა. სისუსტისგან ბარბაცებდა, მაგრამ მაინც გამარჯვების იმედი არავის დაუტოვა. უსაზღვრო იყო ჩვენი, მცირერიცხოვანი ქართველი გულშემატკივრების აღფრთოვანება. არ ვიცი, რა ძალამ გადმომაგდო თუ მისროლა მეორე იარუსიდან, მაგრამ უეცრად მოედანზე აღმოვჩნდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და მე ერთ­ერთმა პირველთაგანმა მივულოცე ჩვენს გიორგის დიდი წარმატება... ამას ამბობს გიორგი შხვაცაბაიას თანაგუნდელი და მეგობარი, სპორტის დამსახუ­ რებული ოსტატი ლევან ფალავანდიშვილი. იმ დღიდან გიორგი შხვაცაბაია საბჭოთა მძლეოსნობის ვარსკვლავად აღიარეს. „კრასნი სპორტი“ მას „მფრინავ ქართველს“, `საბჭოთა მძლეოსნობის მშვენებას“ უწოდებდა. გიორგის ცნობდნენ და აჩერებდნენ ქუჩაში, კინოთეატრებში, პარკებში... მისი პოპულარობა მართლაც განუზომელი იყო... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ერთმანეთს ენაცვლებოდა მყუდრო სტუდენტურ აუდიტორიებში და ხმაურიან სტადიონებზე გატარებული წლები. ფოლადისებური ნებისყოფით, იმედით, მხნეობით მეცნიერი და სპორტსმენი ერთიმეორეზე იღებდა სენსაციურ სიმაღლეებს. ბოლოს დადგა ის დროც, როცა უკვე ჭაღარაშერთული სწავლული, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი შხვაცაბაია სარბენი ბილიკებისა და სახტომი სექტორების სტუმარი გახდა. ასეთია სპორტსმენის ხვედრი, ჯერ მასპინძელი ხარ, მერე კი - სტუმარი. ოღონდ ისეთი სტუმარი, რომელსაც სპორტისადმი სიყვარული და თაყვანისცემა ოდნავაც არ განელებია. აქ ძალიან ცოტა ვთქვი გიორგი შხვაცაბაიას სამეცნიერო მოღვაწეობაზე. თუმცა ეს ამ წერილის მიზანი არც ყოფილა. მინდოდა მეამბნა იმ ადამიანზე, ვისთვისაც უსაზღვროდ ძვირფასია ქუთაისი და ბალახვანი, თბილისი და ლენინის სახელობის სტადიონი, უნივერსიტეტი და მაჩაბლის ქუჩა, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა საბჭოთა სპორტის განვითარებაში. ნუთუ ყველაფერი წარსულია, ნუთუ ხანდაზმული კაცი მხოლოდ სიჭაბუკის მოგონებებით ცხოვრობს? - ეს მართლაც სევდიანი გაგრძელება იქნებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არაა. გიორგი შხვაცაბაიას დღესაც ისევე იზიდავს და ხიბლავს სპორტული სამყარო, როგორც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ. მისთვის მეცნიერება და სპორტი კვლავინდებურად განუყოფელია ერთმანეთისგან. ნათქვამის დასტურად მხოლოდ მის ანკეტურ მონაცემებს გაგაცნობთ: სოფლის მეურნეობის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის წევრ­კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ­კორესპონდენტი, სასოფლო­სამეურნეო ინსტიტუტის კათედრის გამგე, რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ტექნიკის დარგში... - ადამიანი ბედნიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს. ადამიანი კეთილი საქმეების საკეთებლადაა მოწოდებული. დამერწმუნეთ, უსპორტოდ იგი ამას ვერ შეძლებს, უბრალოდ, ძალა არ ეყოფა. ჩვენი საუკუნე ინტელექტისა და ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანების საუკუნეა. ეზოში ბავშვი თამაშობს - ნუ დაუშლით, ითამაშოს. თქვენი ბავშვი სწავლობს სკოლაში, ეუფლება მუსიკას და უცხო ენას, მაგრამ სპორტი? ჩააბით იგი რომელიმე სპორტულ სექციაში! - ეს აუცილებელია. როცა სპორტი, ფიზკულტურა ყველა ოჯახში მკვიდრად მოიკიდებს ფეხს, მაშინ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ დიდი ეროვნული, საშვილიშვილო საქმე გავაკეთეთ.

1973

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი შხვაცაბაია, თბილისი,1992 ISBN-89150028-4
  • გიორგი შხვაცაბაიას ოფიციალური საიტი – http://www.sculptor.ge (საიტის ავტორი ვლადიმერ გოგლიძე (Drobny2010)
  • sportstat.gov.ge