არჩილ კიკნაძე (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩილ კიკნაძე
Archil Kiknadze (1915–1967) FC Dinamo Tbilisi Defender (1937–1949).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არჩილ კიკნაძე
დაბადების
თარიღი
16 მარტი, 1915
დაბადების
ადგილი
ჩხერი,
შორაპნის მაზრა,
ქუთაისის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
27 ივნისი, 1967 (52 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1934–1936 ზიი თბილისი [1]
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1937–1949 დინამო თბ. 151 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1952 დინამო თბილისი (თ.)
1956 საქართველოს სსრ
1956–1957 დინამო თბილისი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არჩილ კიკნაძე (დ. 16 მარტი, 1915, ჩხერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. 1937–1949 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1940) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947), საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1946). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).[2][3]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1952, 1956–1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელად (1950–1953, 1958–1960, 1964–1966), 1961–1963 წლებში წვრთნიდა თბილისის „სინათლეს“. არჩილ კიკნაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის მიხეილ მესხის, შოთა იამანიძის, ალექსანდრე და სერგო კოტრიკაძეების, თენგიზ მელაშვილის, დოდიკ ხუნდაძისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების აღზრდასა და დაოსტატებაში. 1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.[4][5][6][7][8]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1940
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1946 [9]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი („ЗИИ“) — დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): ნ. ლარიონოვი (არბიტრი), მიხეილ მინაევი, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ჭუმბურიძე, იური კასრაძე, ვალენტინ (ვალია) კოძისი, გერმან კირილოვი, ბორის პაიჭაძე, ვახტანგ რამიშვილი, სერგო სიხარულიძე, მიხეილ ბოლოტინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, არჩილ კიკნაძე, ვ. არსენიშვილი, ა. ქოიავა. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. dspace.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  2. არჩილ კიკნაძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Кикнадзе, Арчил Самуилович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. Dinamo-Tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  3. Кикнадзе Арчил Самуилович. Заслуженный мастер спорта — бывший тренер Тбилисской средней школы № 35. Футбол СССР. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  4. და დარჩა ლეგენდად... 45 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის — არჩილ კიკნაძის გარდაცვალებიდან. იგი 1915 წელს ხარაგაულში, სოფელ ჩხერში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში,შემდეგ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. სწორედ ამ უმაღლესი სასწავლებლის ფეხბურთელთა გუნდიდან („ЗИИ“) ჩაირიცხა თბილისის „დინამოში“, სადაც თამაშობდა 1937–1949 წლებში. საკავშირო ჩემპიონატებში დინამოელთა რიგებში ჩაატარა 151 მატჩი, 1941 წლის დაუსრულებელ ჩემპიონატში — 9 მატჩი. ითვლებოდა იმ პერიოდის საბჭოური ფეხბურთის უძლიერეს მცველად. დროგამოშვებით გახლდათ „დინამოს“ კაპიტანი. იუზა კაციტაძე (30 ივნისი, 2012). წყარო: worldsport.ge. ხარაგაული და ხარაგაულელები. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  5. 35-ე საფეხბურთო სკოლა (2018). ქ. თბილისის ვაჟთა 35-ე სკოლის მოკლე ისტორია. სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ი. ჩხარტიშვილი, გ.ი. ჯეჯელავა, ა.ს. კიკნაძე, მ.პ. მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე. fc35.ge. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2019.
  6. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. «Всё о футболе» — это история мирового и отечественного футбола: футбольные державы, наиболее известные клубы, 50 различных международных турниров, а также краткие спортивные биографии мастеров кожаного мяча — Федотова, Яшина, Заморы, Пеле, Гарринчи, тренеров — Аркадьева, Якушина, Маслова. Феолы, судей — Латышева, Бахрамова, Эллиса. «Всё о футболе» — надежный помощник для всех: футболистов, тренеров, судей, журналистов, статистиков, болельщиков. Составитель — Соскин Александр Максимович. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 310. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  7. არჩილ კიკნაძე არჩილ კიკნაძე იყო საკავშირო ჩემპიონატების მე-2 პრიზიორი (1939–1940), მე-3 პრიზიორი (1946–1947), თასის ფინალისტი (1946). მიღწეული წარმატებებისათვის 1948 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი (1952, 1956–1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი (1950–1953, 1958–1960, 1964–1966), თბილისის „სინათლეს“ უფროსი მწვრთნელი (1961–1963). მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 1950 და 1951 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო, 1954 წელს საკავშირო პირველობაზე გაიმარჯვა თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის გუნდმა. 1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ხარაგაული და ხარაგაულელები. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  8. Школа с «футбольным уклоном» — 35-я тбилисская . . . Уже много лет она известна не только в Грузии, но и за пределами республики, как школа с «футбольным уклоном», из которой вышли многие прославленные мастера кожаного мяча. Их хорошо знают на наших стадионах. Это нападающие тбилисского «Динамо» А. Чкуасели, Ш. Яманидзе, М. Месхи, полузащитники М. Дазарашвили, А. Котрикадзе, А. Киладзе. Это нападающий московского «Локомотива» 3. Калоев, целая плеяда игроков тбилисского Окружного спортивного клуба, кутаисского «Локомотива», способные футболисты, играющие во мно-их других клубных и заводских командах. Football99.ru. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2019.
  9. «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси · Кубок СССР 1946 · Финал · 20.10.1946 · Москва, Центральный стадион «Динамо» · Зрителей: 70 000. FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 13 იანვარი, 2019.