დავითურნი
იერსახე
დავითურნი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, დუშეთიდან 57 კილომეტრში.
სოფლის ძველ, მიტოვებულ ნაწილში, მდ. ხანდოსხევის ერთ-ერთი განშტოების შუა წელზე კლდოვან კონცხზე მდებარეობს ე. წ. ციხის მთავარმოწამის კომპლექსი, რომელშიც შედის ზურგიანი კოშკი, სალოცავი, ჭურჭლის შესანახი სათავსი, დარბაზი, ორსართულიანი კოშკი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა. სოფლის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, მთის წვერზე, დგას მცირე ზომის სამლოცველო — დავითურნის ლომისის ხატი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 57 | 25 | 32 |
2002[3] | 2 | 1 | 1 |
2014 | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 341.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.