შინაარსზე გადასვლა

ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოსელი.
სოფელი
ბოსელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი გუდამაყარი
კოორდინატები 42°27′56″ ჩ. გ. 44°41′45″ ა. გ. / 42.46556° ჩ. გ. 44.69583° ა. გ. / 42.46556; 44.69583
ცენტრის სიმაღლე 1520
მოსახლეობა 2[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

ბოსელისოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ბურსაჭირის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, დუშეთიდან 53 კილომეტრში. ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას.

სოფლის ბოლოს, ციხის გორაზე, კაინჩხევისა და ბოსლისწყლის შესართავთან, მდებარეობს შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკის ნაშთი. კოშკი ზურგით ჩრდილოეთისკენ დგას. ნაგებია მსხვილი მასიური ლოდებითა და დუღაბის ხსნარით. სოფლის თავში, შემაღლებულ ტყიან ადგილზე, მთავარანგელოზის სალოცავია, რომელიც შედგება დარბაზისა და საქობისაგან.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 12[2]
2002 7[3]
2014 2
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 წიკლაური ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 469.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.