აბრის პროვინცია
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
აბრის პროვინცია | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | ბანგედი | ||
შიდა დაყოფა | ბანგედი, ბოლინეი, ბუკაი (აბრა), ბუკლოკი, დაგიომანი, დანგლასი, დოლორესი (აბრა), ლა-პასი (აბრა), ლაკუბი, ლაგანგილანგი, ლაგაიანი, ლანგიდენი, ლიკუან-ბააი, ლუბა (აბრა), მალიბკონგი, მანაბო, პენიარუბია (აბრა), პიდიგანი, პილარი, სალიაპადანი, სან-ისიდრო, სან-ხუანი, სან-კინტინი, ტაიუმი, ტინეგი, ტუბო (აბრა) და ვილიავისიოსა (აბრა) | ||
კოორდინატები | 17°35′00″ ჩ. გ. 120°45′00″ ა. გ. / 17.58333° ჩ. გ. 120.75000° ა. გ. | ||
მმართველი | Dominic Valera | ||
დაარსდა | 10 მარტი, 1917 | ||
ფართობი | 4165.25 კმ² | ||
მოსახლეობა | 250 985 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 74 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.abra.gov.ph/ | ||
| |||
აბრის პროვინცია (ილოკ: Probinsia ti Abra; ტაგ: Lalawigan ng Abra) — ფილიპინების პროვინცია კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბანგედის მუნიციპალიტეტი. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთი ილოკოსი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — აპაიაო, აღმოსავლეთით — კალინგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — მთიანი პროვინცია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — სამხრეთი ილოკოსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაკოლონიური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრის პირველი მოსახლეები ბონტოკები და იფუგაოები იყვნენ. ეს ტომები შემდეგში მთიანი პროვინციის ნაწილებში დასახლდნენ. პირველმოსახლეებს შორის იყვნენ ტინგიანებიც.
ესპანური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1598 წელს ქრისტიანი ილოკანების ტინგიანების თარეშისგან დასაცავად ბანგედში ესპანური გარნიზონი ჩააყენეს. თავდაპირველად ამ ტერიტორიას El Abra de Vigan-ს უწოდებდნენ. ბრიტანელების მიერ ფილიპინების ოკუპაციის დროს გაბრიელა სილანგმა და მისმა არმიამ ილოკოსის რეგიონიდან უკან დახევისას აბრას შეაფარა თავი და წინააღმდეგობა აქედან გააგრძელა. 1763 წელს იგი ესპანელებმა შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს.
1818 წელს ილოკოსის რეგიონი, რომლის შემადგენლობაში აბრაც შედიოდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაიყო. 1846 წელს აბრა ლეპანტოსთან ერთად ქვეპროვინციად ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკურ-სამხედრო პროვინცია.[2]
1899 წელს აბრაში რევოლუციური მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც დონ ბლას ვილამორი მეთაურობდა. აბრის პროვინციული გუბერნატორი ლეოკადიო ვალერა გახდა.
ამერიკული ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოქალაქო მთავრობა აბრაში 1901 წელს ჩამოყალიბდა, მაგრამ 1905 წლის თებერვალში ფილიპინების კომისიამ აბრის ფინანსური სირთულეების გადასაჭრელად პროვინცია კვლავ სამხრეთ ილოკოსის შემადგენლობაში შეიყვანა. 1909 წელს აბრაში ამერიკის სამოქალაქო მმართვლეობა დამყარდა. 1917 წლის 9 მარტს ფილიპინების ყრილობამ აბრა ხელახლა პროვინციად გამოაცხადა.[3]
იაპონელების მიერ ფილიპინების ოკუპაციისას პარტიზანთა დაჯგუფებები აბრაშიც ჩამოყალიბდა. მეორე მსოფლიო ომის დროს პროვინციამ დიდი დარტყმა მიიღო. ინდუსტრიები და საკუთრებები განადგურდა. ომის დასრულების შემდეგ მმართველობის ახლებური სისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც პროვინციაში სოციალური, რელიგიური და ეკონომიკური ცვლილებები მოჰყვა.[4]
თანამედროვე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარქსისტმა რევოლუციონერმა მღვდელმა, კონრადო ბალვეგმა კორდილიერის ტომების უფლებათა დასაცავად ბრძოლა აბრადან დაიწყო. წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ 1987 წელს ფილიპინების მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი, რომლის შემადგენლობაში აბრაც შევიდა.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრა მდებარეობს კუნძულ ლუსონზე, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის დასავლეთ ნაწილში. მას ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთი ილოკოსი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — აპაიაო, აღმოსავლეთით — კალინგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — მთის პროვინცია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — სამხრეთი ილოკოსი. აბრას ფართობი 4,165.25 კმ²-ია.[6]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრა შედგება 27 მუნიციპალიტეტისგან, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერის მიხედვით, აბრის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 241 160 ადამიანია, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 58 ადამიანი/კმ².
აბრის მოსახლეობა ილოკანოსა და ტინგიანის ტომების შთამომავლები არიან. 2000 წლის გამოკითვის მიხედვით, ილოკანოები პროვინციის მოსახლეობის 71.94%-ს შეადგენენ (209 146 ადამიანი), ტინგიანები — 18.7%-ს (39,115). ეთნიკურ უმიცრესობებს შორის არიან იბანაგები (4.46%) და ტაგალები (0.42%).[7]
აბრის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ტაიუმის მუნიციპალიტეტში მდებარე დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი 2001 წელს ფილიპინების ეროვნულმა მუზეუმმა ეროვნულ კულტურულ საგანძურად გამოაცხადა.[8]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლისთვის აბრაში 743 კოტეჯი იყო, რომელთაგანაც 208 ფილიპინების ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის მიერ იყო რეგისტრირებული. მათგან 59%-ში ბამბუკისა და აკაციისგან დეკორატიულ ნივთებს აწარმოებდნენ, რომლებიც პროვინციაში მრეწველობის წამყვანი დარგებია. პროვინციის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. მთავარი მარცვლეულება ბრინჯი და სიმინდი. კომერციულ პროდუქტებს მიეკუთვნება: ყავა, თამბაქო და ქოქოსი. დიდი მინდვრები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოსაშენებლად გამოიყენება. აბრის პროვინცია ჩრდილოეთ ლუსონისა და კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში ცხენებითაა ცნობილი. ესპანური მმართველობის პერიოდში ცხენები გადაადგილების მთავარი საშუალება იყო.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრის პროვინციაში არაერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: მდინარე აბრა, მძინარე მზეთუნახავის მთა, აუნგუნგანის გამოქვაბული, ვისიოლა კიმკიმაის ტბა და სხვ. პროვინციის ცნობილი ანთროპოგენური ღირსშესანიშნაობებია: გაბრიელა სილანგის ძეგლი, კასამატის ბორცვი, აბრის კაპიტოლიუმის შენობა და ა.შ.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრა ვიქსიკონში | |
აბრა ვიკისაწყობში |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Fernández, Leandro Heriberto (1919). A Brief History of the Philippines. Ginn, გვ. 195.
- ↑ Act No. 2683; An Act to Authorize the Segregation of the Subprovince of Abra from the Province of Ilocos Sur and the Reestablishment of the Former Province of Abra, and for Other Purposes. (March 9, 1917). ციტირების თარიღი: March 18, 2016.
- ↑ Official Website of the Province of Abra
- ↑ Executive Order No. 220; Creating a Cordillera Administrative Region, Appropriating Funds Therefor and for Other Purposes (July 15, 1987). ციტატა: „Sec. 2. Territorial Coverage. For purposes of the CAR, the region shall consist of the provinces of Abra, Benguet, Ifugao, Kalinga-Apayao and Mt. Province and the chartered city of Baguio. Until otherwise provided by the Cordillera Executive Board (CEB), the seat of the CAR shall be Baguio City.“ ციტირების თარიღი: July 29, 2016.
- ↑ List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 19, 2016. ციტირების თარიღი: May 14, 2014.
- ↑ Abra: Housing Unit Occupancy Rate Nears 100%; Table 5. Household Population by Ethnicity and Sex: Abra, 2000 (April 3, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 5, 2012. ციტირების თარიღი: December 4, 2015.
- ↑ Alba, Reinerio. The Restoration of 26 Philippine Churches. National Commission on Culture and the Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2014. ციტირების თარიღი: 29 December 2014.
- ↑ Official Website of the Province of Abra
|
|
|