ლა-ტრინიდადი (ბენგეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლა-ტრინიდადი
La Trinidad strawberry fields.JPG
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°28′00″ ჩ. გ. 120°35′00″ ა. გ. / 16.46667° ჩ. გ. 120.58333° ა. გ. / 16.46667; 120.58333
დაარსდა 1950
ფართობი 70.04 კმ²
მოსახლეობა 137 404 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 74
საფოსტო ინდექსი 2601
ოფიციალური საიტი http://www.latrinidad.gov.ph/
300
300

ლა-ტრინიდადი (ოფიფიციალურად ლა-ტრინიდადის მუნიციპალიტეტი; ილოკ: Ili ti La Trinidad; ტაგ: Bayan ng La Trinidad) — პირველი კლასის მუნიციპალიტეტი და ბენგეტის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 129 133 ადამიანს შეადგენს.

მუნიციპალიტეტი ცნობია მარწყვის პლანტაციებით, რის გამოც „ფილიპინების მარწყვის მინდვრებად“ მოიხსენიებენ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1616 წელს მანილის გენერალური პროკურორი, ჰემანდო დე ლოს რიოს კორონელი მთებში ოქროთი დაინტერესდა და ესპანეთის მეფეს მთების გამოსაკვლევად ექსპედიციების გაგზავნის ნებართვა სთხოვა. 1618 წელს მან მანილის გუბერნატორსა და მანილის ეპისკოპოსს, ალონსო ფაჯადოსაც მისწერა წერილი. ფაჯადომ რელიგიურ ორდენებს ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევა ჰკითხა: იგოროტების წინააღმდეგ ომი სამართლიანი იქნებოდა თუ არა.[3]

1620 წელს ფაჯადომ პირველი ექსპედიცია გაგზავნა პანგასინანის გუბერნატორის, კაპიტან გარსია ალდანა ი-კაბრერას წინამძღოლობით. ადლანამ და მისმა ჯარისკაცებმა არინგაიდან აიღეს გეზი, მდინარე ნაგუილანი დუპლასისკენ (დღევანდელი ლა-უნიონი) გადაკვეთეს, შემდეგ მდინარე ბორნოტანს (სანტო-როსაიო) გაჰყვენ და ტაკდიანს მიაღწიეს. ბუაში ჩასვლისას ექსპედიციას მცირე ხნით ადრე გადამწვარი სოფელი დახვდა. ადგილობრივებს მათთვის გასაძარცვი არაფერი დაეტოვებინათ. ალდანამ ანტამოკის მღვიმეები გამოიკვლია და ოქროს შეგროვება შეძლო.[3]

ამერიკული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების რევოლუციის დროს, 1899 წლის ივლისში ფილიპინების რევოლუციური სამხედრო ძალებმა პედრო პატერნოს ხელმძღვანელობით ლა-ტრინიდადი ესპანელებისგან გაათავისუფლეს. ფილიპინების რესპუბლიკის დროს ბენგეტი დამოუკდიებელ პროვინციად, ხოლო ლა-ტრინიდადი მის დედაქალაქად გამოცხადდა.[4][5]

1900 წელს ამერიკელი კოლონიზატორების ჩამოსვლის შემდეგ ლა-ტრინიდადი ქალაქად (township) გამოცხადდა.[6][7] მცირე ხნით ბენგეტის დედაქალაქად ბაგიო გამოცხადდა, როდესაც პროვინციის სამოქალაქო გუბერნატორმა ჰ. პ. უაიტმარშმა სამთავრობო ოფისი ლა-ტრინიდადიან ბაგიოში გადაიტანა (1901). ლა-ტრინიდადი პროვინციის დედაქალაქი ხელახლა 1909 წელს გახდა.[5]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის 3 მაისს ფილიპინების თანამეგობრობის მე-2, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ქვეითმა დივიზიებმა, ფილიპინების 1-ელმა გაერთიანებულმა პოლკმა და ჩრდილოეთ ლუსონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების 66-ე ქვეითმა პოლკმა ლა-ტრინიდადი იაპონელებისგან გაათავისუფლა.[5][8]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლა-ტრინიდადის ხეობის ხედი ბენგეტის პროვინციული კაპიტოლიუმიდან

ლა-ტრინიდადი ბენგეტის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთიდან ტუბლაი ესაზღვრება, დასავლეთიდან — საბლანი, სამხრეთით — ქალაქი ბაგიო, სამხრეთ-აღმოსავლეთით — იტოგონი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — ტუბა.

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით მუნიციპალიტეტის ფართობი 70.04 კმ²-ია, რაც ბენგეტის მთლიანი ფართობის 2.53%-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის რელიეფი ძირითადად მთიანია და წაროებითა და მდინარეებითაა დასერილი. ქალაქი მოიცავს ხეობას, რომელშიც რამდენიმე ბარანგაი მდებარეობს. ხეობა ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე მაღლა მდებარეობს. მუნიციპალიტეტის მთავარ სადრენაჟო ფუნქციას მდინარე ბალილი ასრულებს.[9]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიჭვის ხეები კალუგონგის მთის ეკოპარკში

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ლა-ტრინიდადი სუბტროპიკული მაღალმთიანეთის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. კორონასის კლიმატის კლასიფიკაციით ლა-ტრინიდადი I ტიპის კლიმატურ სარტყელს მიეკუთვნება, რომლისთვისაც კარგად გამოხატული მშრალი და წვიმების სეზონია დამახასიათებელი. მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ პერიოდს მოიცავს.

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლა-ტრინიდადი პოლიტიკურად 16 ბარანგაიდ იყოფა,[6] რომელთაგანაც თერთმეტს ურბანული სტატუსი აქვს. 2015 წლის აღწერით ყველაზე მეტი ადამიანი (23 282) პიკოს ბარანგაიში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ცოტა (1 624) ბინენგის ბარანგაიში.[10] ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ბარანგაი ვანგალია,[11] ხოლო ყველაზე პატარა — კრუსი.[12] მოსახლეობის სიმჭიდროვით პირველ ადგილზე ბალილია, ხოლო ბოლო ადგილზე — ბინენგი. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტს სიტიოსს მოიცავს, ხოლო ყველაზე ცოტა, 4 სიტიო ბეტაგის ბარანგაიში მდებარეობს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარწყვის მინდვრები ლა-ტრინიდადის ხეობაში

ფილიპინების მასშტაბით ყველაზე მეტ მარწყვს ლა-ტრინიდადში აწარმოებენ.[13] მუნიციპალიტეტი გამოირჩევა დეკორატიული ყვავილების, მათ შორის ვარდებით ვაჭრობითაც.[14][15][16] ლა-ტრინიდადის ბოსტნეულის სავაჭრო ადგილებში ბოსტნეულით მოვაჭრეები ფილიპინების სხვადასხვა პროვინციიდან ჩამოდიან.[17] მუნიციპალიტეტში მდებაროებს ბენგეტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებებში.[17]

2004 წლის 20 მარტს ლა-ტრინიდადის მარწყვის ფესტივალზე მუნიციპალიტეტი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მარწყვის ნამცხვრის (21 213.40 გირვანქა) გამოცხობისთვის.[18]

ბაგიოსთან სიახლოვის გამო ლა-ტრინიდადის მუნიციპალიტეტი ბევრ ტურისტს იზიდავს, რომლებიც პირველ რიგში ხეობის მარწყვის მინდვრების, ბენგეტის პროვინციული კაპიტოლიუმისა და ბაჰოგის ბარანგაის ვარდის ბაღების სანახავად ჩადიან.[19]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლა-ტრინიდადი ქალაქ ბაგიოსთან ერთად ბენგეტის პროვინციის საგანმანათლებლო ცენტრად ითვლება.[20] 2014 წლის მონაცემებით, ლა-ტრინიდადში 23 საჯარო დაწყებითი სკოლა და 7 საჯარო საშუალო სკოლა მდებაროებს.[21][22][23] მუნიციპალიტეტსი მდებარე ბენგეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი პროვინციის მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. განათლების დეპარტამენტის ბენგეტის სკოლების განყოფილების მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 11 კერძო სკოლა მდებარეობს.[24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. „ABAP qualifier spices up La Trinidad festival“. The Philippine Star. 27 March 2017. ციტირების თარიღი: 21 March 2020.
  3. 3.0 3.1 Habana, Olivia M. (2000). „Gold Mining in Benguet to 1898“ (PDF). Philippine Studies. Ateneo de Manila University • Loyola Heights, Quezon City • 1108 Philippines. 48: 471–475. ციტირების თარიღი: 13 October 2018.CS1-ის მხარდაჭერა: ადგილი (link)
  4. Sanidad, Pablito. „Which Baguio Centennial?“ (99th Baguio Charter Day Anniversary Issue). Baguio Midland Courier. ციტირების თარიღი: 21 February 2016.
  5. 5.0 5.1 5.2 Municipality of La Trinidad, Benguet. ციტირების თარიღი: 18 September 2014.
  6. 6.0 6.1 Facts & Figures: Benguet Province. NSCB (23 April 2012). ციტირების თარიღი: 6 October 2014.
  7. History: Benguet Province. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 October 2014.
  8. Bagamaspad, Anavic; Hamada-Pawid, Zenaida (1985) A People's History of Benguet. Baguio Printing & Publishing Company, Inc., გვ. 290, 296. 
  9. Susan Aro (11 October 2011). „Balili River wanting for clean, safe waters“. SunStar Baguio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 16 September 2014.
  10. Census of Population (2015). "Cordillera Administrative Region (CAR)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  11. Barangay Wangal (web page and PDF) (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2015. ციტირების თარიღი: 1 November 2015.
  12. Barangay Cruz (web page and PDF) (2015). ციტირების თარიღი: 1 November 2015.
  13. Caluza, Desiree (27 April 2013). „What is life without strawberry in La Trinidad Valley?“. Philippine Daily Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2016. ციტირების თარიღი: 5 January 2015.
  14. Catajan, Maria Elena (13 February 2014). „Benguet blooms in focus“. SunStar Baguio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2014. ციტირების თარიღი: 6 October 2014.
  15. Rillorta, Paul (22 March 2012). „City supports La Trinidad strawberry festival –mayor“. Official website of the City Government of Baguio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 5 January 2015.
  16. Agreda, JM (13 March 2014). „La Trinidad hopes strawberries will draw tourists“. 9News Philippines. ციტირების თარიღი: 6 October 2014.
  17. 17.0 17.1 Obnial, Angela (December 2005). „La Trinidad veggie trading post revisited“. Bureau of Agricultural Research Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2014. ციტირების თარიღი: 6 October 2014.
  18. Largest fruit shortcake. Guinness World Records. ციტირების თარიღი: 6 January 2015.
  19. Lago, Amanda (9 April 2012). „Benguet roses now a summer attraction“. GMA News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 6 October 2014.
  20. „La Trinidad Now Rivals Baguio as Educational Center“. Joseph. Goshen Land. 11 June 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  21. Masterlist of Public Elementary Schools for the School year 2012- 2013 (XLSX). Department of Education (Philippines), July 15, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  22. Masterlist of Secondary Schools (School Year 2013- 2014) (XLSX). Department of Education (Philippines), July 4, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 July 2014. ციტირების თარიღი: 20 November 2014.
  23. Masterlist of Public Schools SY 2013-2014 (XLSX). Department of Education (Philippines), 22 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  24. Private Schools | Schools Division of Benguet | Page 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2019. ციტირების თარიღი: 10 April 2019.