ანტიკეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ანტიკეს პროვინცია
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-krj" does not exist
დროშა გერბი
Vlag Fil Antique.gif Official Seal of Antique.svg

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი სან-ხოსე-დე-ბუენავისტა
შიდა დაყოფა ანინი-ი, ბარბასა, ბელისონი, ბუგასონგი, კალუია, კულასი, ამტიკი, ლაუა-ანი, ლიბერტადი (ანტიკე), პანდანი (ანტიკე), პატნონგონი, სან-ხოსე-დე-ბუენავისტა, სან-რემიხიო (ანტიკე), სებასტე (ანტიკე), სიბალომი, ტიბიაო, ტობიას-ფორნიერი და ვალდერამა (ანტიკე)
კოორდინატები 11°10′00″ ჩ. გ. 122°04′59″ ა. გ. / 11.1666694° ჩ. გ. 122.0833306° ა. გ. / 11.1666694; 122.0833306
მმართველი Rhodora Cadiao
დაარსდა 1780
ფართობი 2729.17 კმ²
მოსახლეობა 612 974 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 36
საფოსტო ინდექსი 5700–5717
ოფიციალური საიტი https://antique.gov.ph/
ანტიკეს პროვინცია — ფილიპინები
ანტიკეს პროვინცია

ანტიკე (ოფიციალურად ანტიკეს პროვინცია) ― პროვინცია დასავლეთ ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. პროვინციის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქია სან-ხოსე-დე-ბუენავისტა. ანტიკე კუნძულ პანაის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღმოსავლეთიდან აკლანი, კაპისი და ილოილოს პროვიცნიები, ხოლო დასავლეთიდან სულუს ზღვა ესაზღვრება.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელების მიერ ფილიპინების კოლონიზაციამდე ანტიკე კუნძულ პანაის ერთ-ერთი საკუპი (რაიონი) იყო. ესპანელთა ჩამოსვლის დროისთვის პროვინციას ანტიკი ერქვა. ამ სახელით ადგილობრივი შავ ბაღის ჭიანჭველებს მოიხსენიებდნენ.[2] ესპანელი მემატიანეები ფრანგების გავლენით რეგიონს ანტიკეს (Hantique) უწოდებდნენ, თუმცა სახელი მდინარე მალანდოგის მახლობელ ტერიტორიებს, დღევანდელი ამტიკის ტერიტორიებს შემორჩა, რომელიც ბუგასონამდე და სან-ხუანამდე პროვინციის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. პროვინცია ყოფილი დედაქალაქის სახეცვლილ სახელს ატარებს და გამოითქმის, როგორც ანტიკე (Antique).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკე დასავლეთ ვისაიასის (ან VI რეგიონი) ექვსი პროვინციიდან და კუნძულ პანაის ოთხი კუნძულიდან ერთ-ერთია.

პროვინციის საერთო ფართობი 2 729.17 კმ²-ია.[3] ანტიკეს წაგრძელებული ფორმა აქვს და კუნძულის მთელ დასავლეთ ნაწილს იკავებს. პროვინცია პანაის ცენტრალური მთიანეთითაა გარჩემორტყმული. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აკლანი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― კაპისი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― ილოილო, ხოლო დასავლეთიდან ― სულუს ზღვა. პროვინციის უკიდურესი დასავლეთი და ჩრდილოეთი წერტილია კუნძული სემირარა. პროვინციის უკიდურესი სამხრეთი წერტილია ანინი-ი. პროვინციის სიგრძე 155 კმ, ხოლო სიგანე 35 კმ-ია.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკეს უხეში და მრავალფეროვანი ტოპოგრაფია აქვს. კუნძულ ნოგასს, ურაო-ურაოსა და მარარისონს გრძელი თეთრი პლაჟები აქვთ, რომლებიც ნიჟარების შეგროვებისთვისაა ზედგამოჭრილი. მეორე მხრივ, კუნძული ბატბატანი კარგად დაცული მარჯნის რიფების გამო წყალქვეშ ყვინთვისთვისაა ზედგამოჭრილი.

კულასში მდებარე მადხა-ასის მთა კუნძულ პანაის უმაღლესი მწვერვალია. მისი სიმაღლე 2 117 მეტრია.[4] მადხა-ასი ჩამქრალი ვულკანია. ადგილობრივ რწმენა-წარმოდგენებში იგი წმინდა მთად და ბულალაკავის, უზენაესის ღმერთის სამყოფელად მიიჩნეოდა. ანტიკესა და პანაის მეორე უმაღლესი მწვერვალი ნანგტუდია, რომელიც ზღვის დონიდან 2 074 მეტრის სიმაღლეზე, ანტიკესა და კაპისის საზღვარზე მდებარეობს.

ანტიკეში 9 მთავარი მდინარე მიედინება, რომელთაგან უგრძესი სიბალომია. მისი სიგრძე 73 კმ-ია. დანარჩენი მდინარეებია: პალივანი (58.2 კმ), კანგარანანის (57.4 კმ), დალანასი (34.6 კმ), კაირავანი (31.5 კმ), პატნონგონი (29.2 კმ), ტიბიაო (25.8 კმ), მალანდოგი (17.8 კმ) და ბაკონგი (16.1 კმ).

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკეში წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე გრძელდება. ზაფხული დეკემბერში იწყება და მაისამდე გრძელდება.

ჰავის მონაცემები — ანტიკე
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29.9 30.8 32.2 33.6 33 31.8 30.9 30.8 31.1 31.2 31.2 30.4 31.4
საშუალო დაბალი °C 22.8 23 23.5 24.2 24.6 24.3 23.9 23.8 23.8 23.8 23.5 23.1 23.7
წვიმიანი დღეები საშუალოდ 7 5 6 4 11 16 18 18 16 16 10 9 136
წყარო: Storm24/7[5]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკეს პოლიტიკური რუკა

ანტიკე 18 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროვინციის დედაქალაქი, კომერციული და სავაჭრო ცენტრი სან-ხოსე-დე-ბუენავისტაა. ანტიკეს პროვინციებია: ანინი-ი, ბარბასა, ბელისონი, ბუგასონგი, კალუია, კულასი, ამტიკი, ლაუა-ანი, ლიბერტადი, პანდანი, პატნონგონი, სან-ხოსე-დე-ბუენავისტა, სან-რემიხიო, სებასტე,სიბალომი, ტიბიაო, ტობიას-ფორნიერი, ვალდერამა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აღწერით ანტიკეს მოსახლეობა 612 974 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 220 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პროვინციის უდიდესი ქალაქია სან-ხოსე-დე-ბუენავისტა.

ანტიკელები მეზღვაურები არიან და პანაიელ მეზობლებთან ბევრი საერთო აქვთ, თუმცა ანტიკეს გრძელი, უხეში და ციცაბო ფერდობიანი მთიანეთი პროვინციას პანაის დარჩენილი ნაწილისგან იზოლირებულს ხდის. ანტიკელებს საკუთარი ენა აქვთ, რომელსაც კინარაი-ა ეწოდება. იგი ავსტრონეზიული წარმოშობისაა და რ-სა და შვა ბგერების სიჭარბით გამოირჩევა, რომელსაც რბილი ინტონაციით წარმოთქვამენ.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია. უდიდეს კონფესიას რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები წარმოადგენენ. პროვინციის მეორე უდიდესი კონფესია დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიაა (ასევე ცნობილი როგორც აგლიპაიანური ეკლესია). პროვინციის მოსახლეობის ნაწილი პროტესტანტები, ბაპტისტები, ქრისტეს ეკლესი მიმდევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Provincial Government of Antique. League of Provinces of the Philippines. ციტირების თარიღი: 3 May 2012
  3. Province: Antique (province)". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  4. Mt. Madjaas (2,117+). Pinoy Mountaineer (6 March 2009). ციტირების თარიღი: 8 February 2013
  5. Weather forecast for Antique, Philippines. StormGeo AS. ციტირების თარიღი: 30 April 2021