ქედიგორის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქედიგორის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედიგორაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასაფლაოზე მდებარე დარბაზული ეკლესია პერანგშემოცლილია. შემავსებელ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ასიმეტრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კედლები შემორჩენილია დაახლოებით 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე ჩამონგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 177