სამგურალი წყალტუბო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამგურალი წყალტუბო)
Jump to navigation Jump to search
სამგურალი წყალტუბო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სამგურალი წყალტუბო
დაარსდა 1945, 69 წლის წინ
სტადიონი 26 მაისის სტადიონი, წყალტუბო, საქართველო
(ტევადობა: 12,000)
პრეზიდენტი ამირან ვარდანიძე
მწვრთნელი ბესიკ ხაჭიპერაძე
კაპიტანი ბექა ბიბილაშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა 2
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„სამგურალი“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ წყალტუბოდან. დაარსდა 1945 წელს „მედიკის“ სახელწოდებით. გუნდის მთავარი მწვრთნელია ბესიკ ხაჭიპერაძე; მწვრთნელები არიან: გიორგი ნერგაძე, ოთარ ბობოხიძე. კლუბი მატჩებს ატარებს 26 მაისის სტადიონზე.

1983-1985 და 1989 წლების საქართველოს პირველობაზე გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი, 1986 წელს — მეორე, ხოლო 1987-1988 წლებში მესამე ადგილი. 1990 წელს ჩაება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და 2004 წლამდე იყო მონაწილე. გუნდის საუკეთესო შედეგია მეოთხე ადგილი მეოთხე ეროვნულ ჩემპიონატზე. სამგურალი ერთხელ გახდა ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი და ქუთაისის ტორპედოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი, 144 მატჩი ჩაატარა ვარლამ ფესტვენიძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში 41 გატანილი გოლით მერაბ მეგრელაძეა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]