ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა
იერსახე
ქვეყანა | ბელარუსი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1992 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
ბელარუსის თასი ბელარუსის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ბატე“ (15-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „ბატე“ (15-ჯერ) |
ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა (ბელარ. Вышэйшая ліга чэмпіянату Беларусі па футболе) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ბელარუსული კლუბებისთვის. წარმოადგენს ბელარუსის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. სეზონი გაზაფხული–შემოდგომა ფორმატით მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 16 კლუბი. სეზონის ბოლოს, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს პირველი ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
ბელარუსის ჩემპიონატი შეიქმნა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი ბორისოვის „ბატე“ გახდა, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ბატე“.
უმაღლესი ლიგის ჩემპიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა კლუბების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | ჩემპიონი | მე-2 ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
ბატე | 15 | 4 | 1999, 2002, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 |
დინამო მინსკი | 7 | 9 | 1992, 1993, 1994, 1995 (გ), 1995 (შ), 1997, 2004 |
სლავია მოზირი | 2 | 2 | 1996, 2000 |
შახტარი სოლიგორსკი | 1 | 6 | 2005 |
დნეპრი მოგილევი | 1 | 1 | 1998 |
ბელშინა | 1 | 1 | 2001 |
გომელი | 1 | 1 | 2003 |
ვიტებსკი | 0 | 2 | |
დინამო-93 მინსკი | 0 | 1 | |
ნემანი გროდნო | 0 | 1 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2018-12-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Belarus - List of Champions
|