სესარ ასპილიკუეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესარ ასპილიკუეტა
César Azpilicueta
ასპილიკუეტა თამაშობს „ჩელსიში“ 2015 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სესარ ასპილიკუეტა ტანკო[1]
დაბადების
თარიღი
28 აგვისტო, 1989 (1989-08-28) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
პამპლონა, ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 178 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩელსი
ნომერი 28
ახალგაზრდული კარიერა
1999–2006 ოსასუნა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2007 ოსასუნა B 27 (1)
2007–2010 ოსასუნა 99 (0)
2010–2012 მარსელი 47 (1)
2012– ჩელსი 276 (8)
ეროვნული ნაკრები
2005 ესპანეთი 16 წლ. 3 (0)
2006 ესპანეთი 17 წლ. 10 (0)
2007–2008 ესპანეთი 19 წლ. 18 (2)
2009 ესპანეთი 20 წლ. 5 (0)
2008–2011 ესპანეთი 21 წლ. 19 (1)
2012 ესპანეთი 23 წლ. 5 (0)
2013– ესპანეთი 25 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 თებერვალი, 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18:43, 22 ნოემბერი, 2014

სესარ ასპილიკუეტა ტანკო (ესპ. César Azpilicueta Tanco, დ. 28 აგვისტო, 1989) — ესპანელი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ჩელსის“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების უკანა მცველი.

ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ოსასუნაში“ გატარებული სამი სეზონის შემდეგ, სადაც მან დაიწყო საფეხბურთო კარიერა, გადავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „მარსელში“, სადაც მოიგო 4 ტიტული. 2012 წლის ზაფხულში ის გადავიდა „ჩელსიში“, რომელთან ერთადაც მოიგო ევროპის ლიგა პირველივე სეზონში.

ასპილიკუეტამ 55 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო 2011 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. 2013 წელს პირველად ითამაშა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ის იყო სანაკრებო განაცხადში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

იმის გამო, რომ მისი გვარის წარმოთქმა უჭირს ზოგიერთ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეს, „ჩელსის“ გულშემატკივრებმა მეტსახელად შეარქვეს „დეივი“ ("Dave").[3]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსასუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტა დაიდაბა პამპლონაში, ნავარაში. კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის კლუბ „ოსასუნას“ ახალგაზრდულ გუნდში. მისი დებიუტი ლა ლიგაში შედგა 2007 წლის 8 აპრილს მადრიდის „რეალთან“ 0-2 წაგებულ მატჩში;[4] კარიერა დაიწყო როგორც ნახევარმცველმა.[5]

2007-2008 წლების სეზონში, მიუხედავად ტრავმებისა, ასპილიკუეტა გახდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი 18 წლის ასაკში, რომელმაც შემდეგ შეიცვალა პოზიცია და გახდა მცველი. მან მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მხოლოდ ორ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

მარსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტა თამაშობს „მარსელში“ 2010-2011 წლების სეზონში.

2010 წლის 21 ივნისს, ფრანგულმა კლუბმა „მარსელმა“ განაცხადა, რომ შეთანხმდა „ოსასუნასთან“ ასპილიკუეტას ტრანსფერზე 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კულბს და ფეხბურთელს შორის გაფორმდა ოთხწლიანი ხელშეკრულება.[6][7] ერთი კვირის შემდეგ ნავარელებმა განაცხადეს, რომ ტრანსფერის საფასური შესაძლოა გაზრდილიყო 9,5 მილიონ ევრომდე, ასპილიკუეტას ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით.[8] ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში მოსკოვის „სპარტაკთან“ ასპილიკუეტამ გაიტანა ერთადერთი გოლი.[9]

2010 წლის 27 ნოემბერს, „მონპელიესთან“ 4-0 მოგებული მატჩის საწყის წუთებზე, სადაც „მარსელმა“ გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა, ასპილიკუეტამ მარცხენა მუხლზე მიიღო ტრავმა.[10] ამის გამო მას ექვსი თვე გაუცდა.

2012 წლის აგვისტოში დაირხა ხმები, რომ ასპილიკუეტათი დაინტერესებულნი იყვნენ სხვადასხვა კლუბები, მათ შორის პრემიერ ლიგის კლუბი „ჩელსი“. „მარსელმა“ განაცხადა, რომ ასპილიკუეტა დატოვებდა, კლუბს, თუკი „ჩელსი“ გადაიხდიდა შესაბამის თანხას.[11] მიუხედავად იმისა, რომ ასპილიკუეტა ლოიალურად იყო განწყობილი „მარსელის“ მიმართ, ის დატოვებდა კლუბს, რადგან სურდა „მარსელისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება“.[12]

ჩელსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტა თამაშობს „რომას“ წინააღმდეგ.

2012 წლის 24 აგვისტოს, „ჩელსიმ“ ასპილიკუეტასთან გააფორმა ხელშეკრულება, 7 მილიონი ფუნტი სტერლინგის საფასურად.[13][14] მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულე ფეხბურთელმა ხუან მატამ განაცხადა: „ის არის ძლიერ მარჯვენა მცველი, რომელსაც შეუძლია ტემპში თამაში, ამგვარად, მე ვთვლი, რომ ის არის უკვე სრულყოფილი ფეხბურთელი.“[15]

2012-2013 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტას დებუტი შედგა 2012 წლის 25 სექტემბერს, „ვულვერჰემპტონ უონდერერსთან“ 6-0 მოგებულ სასტარტო მატჩში ლიგის თასზე.[16] პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა ერთი კვირის შემდეგ, როდესაც შეცვლაზე შევიდა მოედანზე ბრანისლავ ივანოვიჩის ნაცვლად „ნორვიჩ სიტისთან“ 4-1 მოგებულ მატჩში, სტემფორდ ბრიჯზე.

2012 წლის 3 ნოემბერს ასპილიკუეტამ ითამაშა „სუონსი სიტისთან“ მატჩში სტუმრად, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.[17] 2012-2013 წლების სეზონში მან 48 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით, მათ შორის რვა მატჩი ჩაატარა ევროპის ლიგაზე, რომელიც ტრიუმფით დაასრულა ლონდონურმა კლუბმა. ფინალში, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ მატჩში ასპილიკუეტას მიერ ხელით თამაშის გამო დაინიშნა პენალტი, რომელიც ოსკარ კარდოსომ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა 2-1, ლონდონური კლუბის სასარგებლოდ.[18]

2013-2014 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტამ პირველი ოფიციალური გოლი „ჩელსის“ მაისურით გაიტანა 2013 წლის 29 ოქტომბერს, ლონდონის „არსენალთან“ 2-0 მოგებულ მატჩში, ლიგის თასის მეოთხე რაუნდში.[19] ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ასპილიკუეტა თამაშობს მარცხენა მცველის პოზიციაზე, სადაც მანამდე თამაშობდა ეშლი კოული.[20][21] მოურინიომ მის შესახებ განაცხადა: „ასპილიკუეტა არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ 11 ასპილიკუეტა მოიგებდა გათამაშებას (ჩემპიონთა ლიგას), რადგან ფეხბურთი არ არის მხოლოდ სუფთა ტალანტი.“[22]

2014-2015 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014-2015 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბიდან გაათავისუფლეს კოული და გადაიხადეს 15,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი ფილიპე ლუისის სანაცვლოდ, მაგრამ ასპილიკუეტამ დაიწყო სეზონი, ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველის პოზიციაზე.[23] 2014 წლის 2 სექტემბერს ასპილიკუეტამ კლუბთან გააფორმა ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება.[24]

2014 წლის 18 ოქტომბერს ასპილიკუეტა პირველ ტაიმში მოედნიდან გააძევეს „კრისტალ პალასთან“ 2-1 მოგებულ მატჩში მაილ ედინაკის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო.[25]

ასპილიკუეტამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მატჩი 2015 წლის ინგლისის ლიგის თასის ფინალში, 1 მარტს. მეორე ტაიმში „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ფეხბურთელთან, ერიკ დაიერთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა და თავშეხვეულს მოუწია მოდენის დატოვება.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტა თამაშობს ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში.

2007 წლის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპილიკუეტა დაეხმარა ესპანეთის ნაკრებს გამარჯვებაში. 21 წლამდელთა ნაკრებში ითამაშა 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

2010 წლის 11 მაისს, 20 წლის ასპილიკუეტა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ შეიყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ, 30-კაციან განაცხადში. თუმცა, ის ვერ მოხვდა საბოლოო განაცხადში.[26]

ასპილიკუეტა გამოძახებული იყო ესპანეთის 23 წლამდელთან ნაკრებში 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მას შემდეგ, რაც ვერ მოხვდა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში. მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ბოლო მატჩში, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა მაროკოს ნაკრებთან, ოლდ ტრაფორდზე.

2013 წლის 1 თებერვალს, ასპილიკუეტა გამოიძახეს ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩის წინ. მწვრთნელმა განაცხადა: „ასპილიკუეტა ბევრ მატჩს ატარებს „ჩელსიში“. ის ენერგიულია, კარგი მცველია და ყოველთვის სურს შეტევაში გადასვლა. ჩვენ მისი დიდი იმედი გვაქვს.“[27] მისი დებიუტი შედგა ხუთი დღის შემდეგ, დოჰაში, ყატარის ეროვნულ ნაკრებთან 3-1 მოგებულ მატჩში, სადაც 90 წუთი ითამაშა;[28] მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ოცნება იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში.[29]

ასპილიკუეტა შეიყვანეს ბრაზილიაში გასამართი 2013 წლის კოფედერაციის თასის სანაკრებო განაცხაში:[30] მან სასტარტოში დაიწყო ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ტაიტის ნაკრებთან მატჩში, რომელიც ესპანეთმა მოიგო 10-0, რომელიც იყო რეკორდული ანგარიში ამ ტურნირზე[31] და შეცვალა ალვარო არბელოა შესვენებაზე ფინალში, ბრაზილიასთან 0-3 წაგებულ მატჩში[32]

2014 წლის ივნისში ასპილიკუეტა შეიყვანეს ეროვნული ნაკრების განაცხადში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.[33] საწყის ორ მატჩში მან ითამაშა სასტარტოში, ჰოლანდიასთან[34] და ჩილესთან, როდესაც ესპანეთის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას.[35]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპილიკუეტა, ანდრე აიეს და ედუარდ სისე ზეიმობენ საფრანგეთის სუპერთასის მოგებას „მარსელთან“ ერთად.

მარსელი

ჩელსი

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრები

  • ევროპის 19 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატი: 2007

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები

  • ევროპის 21 წალმდე ნაკრებთა ჩემპიონატი: 2011

ესპანეთი

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2015 წლის 11 თებერვალს ნათამაშები მატჩის შემდეგ.
Club statistics
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ოსასუნა B 2006-2007[36] სეგუნდა დივიზიონი 24 1 24 1
2007–2008[37] სეგუნდა დივიზიონი 3 0 3 0
ჯამში 27 1 27 1
ოსასუნა 2006–2007[36] ლა ლიგა 1 0 1 0 1>მატჩები ევროპის ლიგაზე 0 3 0
2007-2008[37] ლა ლიგა 29 0 0 0 29 0
2008-2009[38] ლა ლიგა 36 0 2 0 38 0
2009–2010[39] ლა ლიგა 33 0 5 0 38 0
ჯამში 99 0 8 0 1 0 108 0
მარსელი 2010-2011[40] ლიგა 1 15 0 0 0 1 1 4მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე 0 1 0 21 1
2011–2012[40] ლიგა 1 30 1 3 0 3 0 8 0 0 0 44 1
2012-2013[40] ლიგა 1 2 0 1 მატჩი ევროპის ლიგაზე 0 3 0
ჯამში 47 1 3 0 4 1 13 0 1 0 68 2
ჩელსი 2012-2013[41] პრემიერ ლიგა 27 0 5 0 5 0 9: ერთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, რვა მატჩი ევროპის ლიგაზე 0 2მატჩები ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე 0 48 0
2013-2014[42] პრემიერ ლიგა 29 0 2 0 3 1 10 0 44 1
2014-2015[43] პრემიერ ლიგა 20 0 2 0 4 0 2 0 28 0
ჯამში 76 0 9 0 12 1 21 0 2 0 120 1
ჯამში კარიერაში 249 2 20 0 16 2 35 0 3 0 323 4

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2014 წლის 18 ნოემბერს ნათამაშები მატჩის შემდეგ.
სანაკრებო სტატისტიკა
ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი 2013 4 0
2014 6 0
ჯამში 10 0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Barclays Premier League squad numbers 2013/14“. Premier League. 16 August 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2013.
  2. „Player Profile: César Azpilicueta“. chelseafc.com.
  3. Moore, Glenn (26 September 2014). „Cesar 'Dave' Azpilicueta shows the attitude to delight Chelsea manager Jose Mourinho“. The Independent. ციტირების თარიღი: 18 October 2014.
  4. Real Madrid 2–0 Osasuna. ESPN Soccernet (8 April 2007). ციტირების თარიღი: 24 August 2012.[მკვდარი ბმული]
  5. César Azpilicueta, intentad atacar por la otra banda Spanish. El Blog de los Trolacas (20 February 2009). ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  6. „Accord de principe pour le transfert de César Azpilicueta“ [Deal arranged for transfer of Azpilicueta] (French). OM.net. 21 June 2010. ციტირების თარიღი: 23 June 2010.
  7. „OM: Azpilicueta et Modesto arrivent!“ [OM: Azpilicueta and Modesto arrive!] (French). Les Transferts. 22 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 15 April 2014.
  8. „Azpi pour 9.5 million euros?“ [Azpi for 9.5 million euros?] (French). Mercato 365. 28 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 28 June 2010.
  9. „Spartak sucker punch downs Marseille“. UEFA.com. 15 September 2010. ციტირების თარიღი: 19 September 2010.
  10. Marseille go top but pay high price დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine. ; Soccerway, 27 November 2010
  11. Marseille confirm need to sell; Sky Sports, 14 August 2012
  12. Azpilicueta open to Blues move; Sky Sports, 21 August 2012
  13. Azpilicueta signs. Chelsea F.C (24 August 2012). ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  14. „Azpilicueta joins Chelsea“. Sky Sports. 24 August 2012. ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  15. Di Matteo: Cesar offers options. Chelsea F.C (24 August 2012). ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  16. „Chelsea 6–0 Wolves“. BBC Sport. 25 September 2012. ციტირების თარიღი: 26 September 2012.
  17. Swansea 1–1 Chelsea. ESPN Soccernet (3 November 2012). ციტირების თარიღი: 3 November 2012.
  18. Ivanović heads Chelsea to Europa League glory. UEFA.com (15 May 2013). ციტირების თარიღი: 16 May 2013.
  19. Arsenal 0–2 Chelsea. BBC Sport (29 October 2013). ციტირების თარიღი: 30 October 2013.
  20. Schalke 0–3 Chelsea: Impressive Torres bags double. Goal.com (22 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 18 December 2013.
  21. Chelsea's Cesar Azpilicueta ready to keep sub standard Ashley Cole on the bench. Daily Mirror (12 November 2013). ციტირების თარიღი: 18 December 2013.
  22. Premier League – Mourinho: A team of Azpilicuetas would win the Champions League. Eurosport (26 February 2014). ციტირების თარიღი: 13 May 2014.
  23. Johnson, Simon (25 September 2014). „Jose Mourinho has taught me to put the collective first - Chelsea's Filipe Luis happy to play waiting game“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 19 October 2014.
  24. New contract for Azpilicueta. Chelsea FC (2 September 2014). ციტირების თარიღი: 2 September 2014.
  25. Fifield, Dominic (18 October 2014). „Chelsea stay top after Cesc Fàbregas nets winner at Crystal Palace“. The Guardian. ციტირების თარიღი: 18 October 2014.
  26. Valdés, De Gea, Azpilicueta, Javi Martínez y Pedro entran en la preselección de 30 Spanish. Marca (10 May 2010). ციტირების თარიღი: 15 April 2014.
  27. Azpilicueta called up by Spain. Chelsea F.C. (1 February 2013). ციტირების თარიღი: 1 February 2013.
  28. Azpilicueta impresses Spain boss Vicente del Bosque on debut. Sky Sports (7 February 2013). ციტირების თარიღი: 7 February 2013.
  29. Cesar Azpilicueta happy after Spain debut. Sky Sports (11 February 2013). ციტირების თარიღი: 11 February 2013.
  30. Azpilicueta: "España todavía tiene hambre" Spanish. Marca (5 June 2013). ციტირების თარიღი: 14 November 2013.
  31. Spain hit ten in record-smashing win. FIFA.com (20 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 November 2013.
  32. Fred and Neymar claim Confeds for Brazil. FIFA.com (30 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 14 November 2013.
  33. „Spain World Cup 2014 squad“. The Telegraph. 2 June 2014. ციტირების თარიღი: 14 June 2014.
  34. „Spain 1-5 Netherlands“. BBC. 13 June 2014. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  35. Spain 0-2 Chile. BBC (18 June 2014). ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  36. 36.0 36.1 Azpilicueta: César Azpilicueta Tanco: 2006–07. BDFutbol. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
  37. 37.0 37.1 Azpilicueta: César Azpilicueta Tanco: 2007–08. BDFutbol. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
  38. Azpilicueta: César Azpilicueta Tanco: 2008–09. BDFutbol. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
  39. Azpilicueta: César Azpilicueta Tanco: 2009–10. BDFutbol. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
  40. 40.0 40.1 40.2 César Azpilicueta: Career and Awards. Olympique de Marseille. ციტირების თარიღი: 26 August 2012.
  41. Games played by Cesar Azpilicueta in 2012/2013. Soccerbase. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
  42. Games played by Cesar Azpilicueta in 2013/2014. Soccerbase. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
  43. Games played by Cesar Azpilicueta in 2014/2015. Soccerbase. ციტირების თარიღი: 22 November 2014.