ალვარო არბელოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალვარო არბელოა
Arbeloa2012.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალვარო არბელოა კოკა[1]
დაბადების
თარიღი
17 იანვარი, 1983 (1983-01-17) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
სალამანკა, ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 1.83 მ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა-მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
მადრიდის რეალი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
1995-2001 რეალ სარაგოსა
2001-2002 მადრიდის რეალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2003 რეალ მადრიდ ც
2003-2006 რეალ მადრიდ კასტილია 84 (0)
2004-2005 მადრიდის რეალი 2 (0)
2006-2007 დეპორტივო ლა-კორუნია 20 (0)
2007-2009 ლივერპული 66 (2)
2009-2016 მადრიდის რეალი 153 (3)
2016–2017 ვესტ ჰემი 3 (0)
სულ 344 (5)
ეროვნული ნაკრები
2001 ესპანეთი 17 წლ. 1 (0)
2001 ესპანეთი 19 წლ. 4 (0)
2005 ესპანეთი 21 წლ. 1 (0)
2008–2013 ესპანეთი 56 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალვარო არბელოა კოკა (ესპ. Álvaro Arbeloa Coca; 17 იანვარი 1983, სალამანკა, ესპანეთი) — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალვარომ „რეალთან“ კონტრაქტი ადრეულ ასაკში გააფორმა და მის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, მას რაღაც პერიოდი რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. იმ პერიოდში, როდესაც ის ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებოდა, 2-ჯერ გამოიძახეს ძირითად გუნდში სათამაშოდ, თუმცა მან საწყის ეტაპზე გუნდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და 2006 წლის 24 ივლისს არბელოა „დეპორტივოში“ გადავიდა, მას ახალ გუნდში რეგულარულად თამაშის იმედი ჰქონდა.

მან სწრაფად მიიპყრო „ლივერპულის“ ყურადღება და 2007 წლის 31 იანვარს გადავიდა ინგლისურ კლუბში. ტრანსფერის თანხამ 2,5 მილიონი ფუნტი შეადგინა, საიდანაც კონტრაქტის პირობების მიხედვით 50% მადრიდის „რეალმა“ მიიღო. მისი დებიუტი „ლივერპულში“ 10 თებერვალს შედგა „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, ეს შეხვედრა მისი გუნდის დამარცხებით დასრულდა. ალვარო ამ შეხვედრაში ჟერმეინ პენანტის ნაცვლად შევიდა მოედანზე. 21 თებერვალს კი მას მოუწია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სტუმრად „ბარსელონას“ წინააღმდეგ. არბელოა ძირითად შემადგენლობაში იყო, ის მარცხენა მცველის პოზიციაზე დადგა და მას ლიონელ მესის განეიტრალება დაევალა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი „ლივერპულის“ კარში გავიდა, თუმცა ინგლისელებმა შემდგომ 2 გოლი გაიტანეს და შეხვედრა მათ სასარგებლოდ დასრულდა.

2007 წლის 7 აპრილს არბელოამ გაიტანა თავისი პირველი გოლი „ლივერპულის“ მაისურით „რედინგის“ კარში.

2007-08 წლის სეზონის წინ არბელოამ 2 ნომრიანი მაისურის ნაცვლად 17 ნომრიანი მაისური მოირგო, კრეიგ ბელამის გუნდიდან წასვლის შემდეგ.

2013 წლის 27 ნოემბერს მან გაიტანა გოლი „გალათასარაის“ კარში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში.

კარიერა ნაკრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 27 მარტს შედგა არბელოას დებიუტი ნაკრებში. ამხანაგურ შეხვედრაში იტალიელებთან ის 73-ე წუთზე შევიდა მოედანზე სერხიო რამოსის ნაცვლად. თამაში ესპანელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ესპანეთის ნაკრების მაისურით არბელოამ სულ 56 შეხვედრა გამართა და ნაკრებთან ერთად მან გაიმარჯვა 2008 და 2012 წლის ევროპის ეჩემპიონატებზე, ასევე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2010 წელს. 2014 წელს, მაისში, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ვერ მოხვდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ განაცხადში მან გააკეთა განცხადება, რომ ასრულებს სანაკრებო კარიერას[2].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქორწინებულია კარლოტა რუისზე, ბავშვები: გოგონა ალბა (26.04.2010) და ვაჟი რაული(16.05.2013).

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]