ნაჩო (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაჩო
ნაჩო 2017 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიასი
დაბადების
თარიღი
18 იანვარი, 1990 (1990-01-18) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
1999–2001 კომპლუტენსე
2001–2009 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2013 რეალ მადრიდ კასტილია 111 (4)
2011– რეალ მადრიდი 170 (10)
ეროვნული ნაკრები
2005 ესპანეთი 16 წლ. 1 (0)
2006–2007 ესპანეთი 17 წლ. 11 (0)
2008–2009 ესპანეთი 19 წლ. 9 (2)
2011–2013 ესპანეთი 21 წლ. 6 (0)
2013- ესპანეთი 22 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 დეკემბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017

ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიასი (ესპ. José Ignacio Fernández Iglesias; დ. 18 იანვარი 1990, მადრიდი, ესპანეთი), ცნობილი, როგორც ნაჩო (ესპ. Nacho) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მცველი. 2007 წელს, ესპანეთის 17 წლანდელთა ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაჩო არის „რეალის“ აღზრდილი, ის „სამეფო კლუბში“ 11 წლის ასაკში მივიდა. მისი დებიუტი სარეზერვო გუნდში 2008/2009 წლის სეზონში მოხდა. 2011 წლის 23 აპრილს კი შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდში, „ვალენსიის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, „სამეფო კლუბმა“ ამ შეხვედრაში 3:6 იმარჯვა[1], ნაჩომ მთლიანი შეხვედრა ჩაატარა. მეორე შეხვედარ მან ერთ კვირაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარა[2].

2011 წელს კლუბთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოამერიკულ ტურნეზე და ჩაატარა შეხვედრები „ლოს-ანჯელეს გალაქსის“, „გვადალახარის“ და „ფილადელფიის“ წინააღმდეგ. 2 სექტემბერს ის ოფიციალურად გახდა პირვერლი გუნდის ფეხბურთელი. მან 27 ნომერი აიღო.

2007 წელს ნაჩომ ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას ჰყავს ძმა, ალეხანდრო (ალექსი), რომელიც აგრეთვე ფეხბურთელია და „კადისის“ ღირსებას იცავს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი: (18)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]