ექტორ ბელერინი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ექტორ ბელერინ მორუნო | ||
დაბადების თარიღი | 19 მარტი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | ბარსელონა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლონდონის არსენალი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003-2011 | ბარსელონა | ||
2011-2013 | არსენალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013- | არსენალი | 166 | (7) |
2013-2014 | → უოტფორდი (იჯარა) | 8 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011 | ესპანეთი 16 წლ. | 6 | (1) |
2012 | ესპანეთი 17 წლ. | 6 | (0) |
2013-2014 | ესპანეთი 19 წლ. | 9 | (0) |
2015-2017 | ესპანეთი 21 წლ. | 14 | (0) |
2016- | ესპანეთი | 4 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 დეკემბერი, 2016 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ოქტომბერი, 2016 |
ექტორ ბელერინ მორუნო (ესპ. Héctor Bellerín Moruno; დ. 19 მარტი, 1995, ბარსელონა) — ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე.
დაიბადა ბარსელონაში. მისი საფეხბურთო კარიერაც ბარსელონაში ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2003 წელს. თავდაპირველად, იგი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა. 2011 წელს, ლონდონის „არსენალში“ გადასვლის შემდეგ[2], მან ნელ-ნელა პოზიცია შეიცვალა და მარჯვენ მცველი გახდა. თუმცა, მისი შესანიშნავი სისწრაფის, ტექნიკურობისა და დრიბლინგების ხარჯზე, მაინც ძალიან ხშირად ქმნის მომენტებს მეტოქის კართან. 2016 წლის 21 ნოემბერს ბელერინმა არსენალთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.[3]
ექტორ ბელერინი 2011 წლიდან თამაშობდა ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ესპანეთის ძირითად გუნდში ბელერინის დებიუტი 2016 წელს შედგა და იგი ნაკრების განაცხადში იყო ევრო 2016-ზეც.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Héctor Bellerín profile at Arsenal.com
- Héctor Bellerín profile at Premier League website
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Barclays Premier League Player Profile. Premier League. ციტირების თარიღი: 30 October 2012.
- ↑ „Arsenal star Hector Bellerin 'didn't know how to defend' at Barcelona“. Mail Online. ციტირების თარიღი: 2016-11-21.
- ↑ „Bellerin signs new long-term Arsenal deal“. ESPN. ციტირების თარიღი: 2016-11-21.
|
|