დიეგო კოსტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიეგო კოსტა
Iran and Spain match at the FIFA World Cup 23.jpg
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიეგო და სილვა კოსტა
დაბადების
თარიღი
7 ოქტომბერი, 1988 (1988-10-07) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ლაგარტუ
სერჟიპი
ბრაზილია
სიმაღლე 188 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ატლეტიკო მადრიდი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2004–2006 ბარსელონა ესპორტივუ კაპელა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006 ბრაგა 0 (0)
2006   პენაფიელი 13 (5)
2007–2009 ატლეტიკო მადრიდი 13 (2)
2007  ბრაგა 7 (0)
2007–2008   სელტა 30 (5)
2008–2009   ალბასეტე 35 (9)
2009–2010 რეალ ვალიადოლიდი 34 (8)
2010–2014 ატლეტიკო მადრიდი 94 (43)
2012   რაიო ვალიეკანო 16 (10)
2014–2017 ჩელსი 89 (52)
2018– ატლეტიკო მადრიდი 29 (4)
ეროვნული ნაკრები
2013 ბრაზილია 2 (0)
2014– ესპანეთი 24 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 აპრილი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 5 ივლისი, 2018

დიეგო და სილვა კოსტა (პორტ. Diego Costa დ. 7 ოქტომბერი, 1988, ლაგარტუ, სერჟიპი, ბრაზილია) — ბრაზილიელი და ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.[1] 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიეგო კოსტა ბრაზილიის სერჟიპის შტატის ქალაქ ლაგარტუში 1988 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა ჟოზე დე ჟეზუს და ჟოსილეიდე და სილვა კოსტების ოჯახში. მამამისმა სახელი დიეგო მარადონას საპატივცემულოდ დაარქვა. 15 წლის ასაკში მშობლიური ქალაქიდან სან-პაულუში გადავიდა, სადაც ბიძამისის ჟარმინიოს მაღაზიაში მუშაობდა. ბიძამისმა მას ადგილობრივი კლუბის იბიუნას „ბარსელონა ესპორტივუ კაპელას“ მესვეურებთან გაუწია მას რეკომენდაცია და კოსტას საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ ბრაზილიური კლუბიდან დაიწყო, სადაც ის 2004–2006 წლებში ასპარეზობდა. შემდეგ იყო პორტუგალიური კლუბები „ბრაგა“ და „პენაფიელი“ (2006), რის შემდეგაც ესპანეთში გადაინაცვლა, სადაც „სელტას“ (2007–2008), „ალბასეტეს“ (2008–2009) და „რეალ ვალიადოლიდის“ (2009–2010) ღირსებას იცავდა, ვიდრე 2010 წელს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ გრანდს მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუერთდებოდა. 2010–2014 წლებში ამ კლუბის რიგებში მან ესპანეთის პრიმერის 94 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 43 გოლი გაიტანა. 2012 წელს იჯარით „რაიო ვალიეკანოს“ რიგებში აპარეზობს და ჩემპიონატის 16 მატჩში 10 ბურთი გააქვს.[4] 2013 წელს ესპანეთის მოქალაქეობას იღებს. კოსტასთვის საუკეთესო იყო 2013–14 წლების სეზონი, როდესაც მან მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით 35 გოლი გაიტანა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ესპანეთის თასს დაეუფლა, ამასთან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. 2014 წლის ზაფხულში კოსტა 32 მილიონი ფუნტად ლონდონის „ჩელსიმ“ შეიძინა. აქ მან 2017 წლის ჩათვლით იასპარეზა, სადაც ინგლისის პრემიერლიგის 89 შეხვედრაში 52 ბურთი გაიტანა და ინგლისის ორგზის ჩემპიონის ტიტული (2014–15, 2016–17) და ინგლისის ლიგის თასი მოიპოვა (2014–15). 2018 წლიდან კვლავ მადრიდის „ატლეტიკოს“ რიგებშია.[5][6][7]

მსოფლიო ჩემპიონატების სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიეგო კოსტამ მსოფლიო ჩემპიონატების 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.[8][9][10]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
2014 დროშა: ბრაზილია ბრაზილია ესპანეთის დროშა 19 თავდამსხმელი 2 0 0 0 2 ჯგუფური ეტაპი
2018 დროშა: რუსეთი რუსეთი ესპანეთის დროშა 19 თავდამსხმელი 4 3 1 3 0 მერვედფინალი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
ესპანეთის თასი
  • თასის მფლობელი: 2012–13
ესპანეთის სუპერთასი
  • ფინალისტი: 2013
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი
  • ჩემპიონი: 2013–14
ინგლისის დროშა ჩელსი
ინგლისის პრემიერლიგა
  • ჩემპიონი: 2014–15, 2016–17
ინგლისის ლიგის თასი
  • თასის მფლობელი: 2014–15[11][12]

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
უეფა-ს ევროპა ლიგა
  • ჩემპიონი: 2017–18
უეფა-ს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2010, 2012, 2018
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
  • ფინალისტი: 2013–14

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფილი • სტატისტიკა • ბიოგრაფიული მონაცემები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Atlético de Madrid (4 იანვარი, 2018). Profile page for Atletico Madrid football player Diego Costa (Striker). en.atleticodemadrid.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  2. FIFA (14 ივლისი, 2014). 2014 FIFA World Cup Brazil: List of Players. fifadata.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  3. FIFA (15 ივლისი, 2018). 2018 FIFA World Cup Russia: List of Players. tournament.fifadata.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  4. Eurosport (25 იანვარი, 2015). Rayo swoop for Atleti forward Costa. Rayo Vallecano have signed Atletico Madrid's Diego Costa on loan until the end of the season. The Brazilian forward will stay at Rayo until June 30 but the Madrid-based club do not have an option to purchase him on a permanent deal. Eurosport. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  5. Atlético de Madrid (28 სექტემბერი, 2017). Diego Costa ya trabaja como rojiblanco. Nuestro delantero se ejercitó el pasado miércoles en el gimnasio y en la sesión de este jueves combinó ejercicios en el gimnasio y en el campo 1 de la Ciudad Deportiva Wanda Atlético de Madrid. atleticodemadrid.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  6. Atlético de Madrid (26 სექტემბერი, 2017). Diego Costa is now an Atlético. The international forward was happy with after his return home was finalised. He will wear the squad number 18 on his red and white shirt. en.atleticodemadrid.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  7. Matt Hughes (30 სექტემბერი, 2017). Atletico Madrid’s financial fair play fears helped hike fee for Diego Costa. Chelsea’s success in gaining a £57.5 million transfer fee from Atletico Madrid for Diego Costa was down to their willingness to comply with the Spanish club’s unorthodox payment structure. The Sunday Times. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  8. FIFA. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014. მატჩები; გუნდები; სტატისტიკა. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  9. FIFA. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018. მატჩები; გუნდები; სტატისტიკა. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  10. Player Profile for Diego Costa in the Soccer World Cups. Diego Costa in the World Cups. Information about Diego Costa and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  11. Phil McNulty (1 მარტი, 2015). Chelsea 2–0 Tottenham Hotspur. 1 March 2015. Wembley Stadium, London Attendance: 89,294 Referee: Anthony Taylor (Cheshire). Jose Mourinho claimed his first trophy since returning for his second spell as Chelsea manager with a comfortable Capital One Cup final victory over Tottenham at Wembley. BBC Sport. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.
  12. ITV Report (1 მარტი, 2015). League Cup final match report: Chelsea 2–0 Spurs. Jose Mourinho claimed the 21st trophy of his career as Chelsea showed Tottenham no mercy with a clinical 2–0 victory in the Capital One Cup final at Wembley. ITV.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2018.