ბრანისლავ ივანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრანისლავ ივანოვიჩი
Chelsea 1 Man City 1 (15791681034).jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ბრანისლავ ივანოვიჩი 2015
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1984 (1984-02-22) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
სრემსკა-მიტროვიცა, იუგოსლავია
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩელსი
ნომერი 2
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2003 სრემი 19 (2)
2003-2006 ოფკ ბეოგრად 55 (5)
2006-2008 მოსკოვის ლოკომოტივი 54 (5)
2008- ჩელსი 239 (22)
ეროვნული ნაკრები
2003-2007 სერბეთი21 წლ. 38 (4)
2006- სერბეთი 83 (10)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ბრანისლავ ივანოვიჩი (დ. 22 თებერვალი, 1984) — სერბი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ინგლისურ გუნდ ჩელსიში და სერბეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, რომელსაც იგი კაპიტნობს. იგი არის უნივერსალური მცველი, რომელიც ძირითადად მარჯვენა მცველად თამაშობს. მან კარიერა დაიწყო მისი მშობლიურ ქალაქის გუნდ სკრემში, საიდანაც უკვე ოფკ ბეოგრადში გადავიდა. იქ მან გაატარა 2 წელი და შემდეგ შედგა მისი ტრანსფერი ლოკომოტივში, სადაც მან მოიგო რუსეთის თასი 2007 წელს. 2008 წლის იანვარში, იგი ლონდონურ კლუბმა ჩელსიმ £9 მილიონად შეიძინა. იგი გუნდის ძირითად ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და არაერთი თასი მოიგო. მათ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2012 წელს, ინგლისის პრემიერლიგა 2010 და 2015 წლებში და სხვა მრავალი ტურნირი. ასევე იგი 2ჯერ დაასახელეს პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდში, ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო გუნდში და ევროპა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: