ჰაქიმ ზიეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰაქიმ ზიეში
حكيم زياش.jpg
ზიეში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკოს რიგებში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აბდელჰაქიმ ზიეში
დაბადების
თარიღი
19 მარტი, 1993 (1993-03-19) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
დრონტენი, ნიდერლანდები
სიმაღლე 181 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი, გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩელსი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
2001–2004 რეალ დრონტენი
2004–2007 დრონტენი
2007–2012 ჰერენვენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2014 ჰერენვენი 36 (11)
2014–2016 ტვენტე 68 (30)
2016–2020 აიაქსი 112 (38)
2020– ჩელსი 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2012 ნიდერლანდები 19 წლ. 1 (0)
2012–2013 ნიდერლანდები 20 წლ. 3 (1)
2013–2014 ნიდერლანდები 21 წლ. 3 (2)
2015– მაროკო 34 (14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

აბდელჰაქიმ ზიეში ან ჰაქიმ ზიეში (ნიდერლანდური წარმოთქმა: [zijɛʃ]; არაბ. حكيم زياش; ნიდერლ. Hakim Ziyech; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები) — მაროკოელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. შეუძლია ითამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე. უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით.

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებით, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი.[2] 2018-2019 წლების სეზონში მოხვდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.[3] 2019 წელს „The Guardian“-მა ზიეში „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის 29-ე ადგილზე დაასახელა.[4]

ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.

ნიდერლანდურად მისი გვარი წარმოითქმება როგორც ზიეხი.

კარიერის უდიდესი ნაწილი (2012-2020) გაატარა ნიდერლანდურ კლუბებში. კარიერა დაიწყო „ჰერენვენში“ სადაც 2012-2014 წლებში თამაშობდა, ამის შემდეგ ორი სეზონის მანძილზე ირიცხებოდა „ტვენტეში“. ამის შემდეგ მან გაატარა ოთხი სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“. 2020 წლიდან ლონდონის „ჩელსის“ რიგებშია.

სხვადასხვა პერიოდში მოირგო 18, 11, 7, 10, 33 და 22 ნომრიანი მაისურები. ამჟამად „ჩელსიში“ 22 ნომრიანი, ხოლო ნაკრებში – 7 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეშის მშობლიურ ქალაქ დრონტენის ქუჩა

ჰაკიმ ზიეში ოთხ ძმასა და ოთხ დას შორის ყველაზე უმცროსია. ბავშვობაში მისი ზედმეტსახელი იყო „De Tovenaar“ (ფეხბურთის ჯადოქარი). მშობლები იმიგრანტები იყვნენ მაროკოს პატარა ქალაქ ტაფუღალიდან.[5] ზიეში დრონტენის სამხრეთ ნაწილში გაიზარდა. 1990-იან წლებში მისი ორი ძმა „ზვოლესა“ და „ჰერენვენის“ აკადემიებში თამაშობდა. „რეალ დრონტენში“ ყოფნის პერიოდში ის შეხვდა აზიზ დუფიკარს, პირველ მაროკოელს, რომელმაც ნიდერლანდებში ითამაშა. დუფიკარმა დიდი გავლენა იქონია ზიეშის განვითარებაზე. ზიეშის მამა გარდაიცვალა 2003 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ჰაკიმი 10 წლის იყო. ეს მისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

ვიკიციტატა
„ჩვენი ბოლო იმედი ოჯახში ჰაკიმი იყო, სასიხარულოდ, მან დროულად გაიაზრა თუ რა იყო სწორი და არასწორი, მისი უფროსი ძმებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხელიდან წავიდნენ“

— ფაუზი ზიეში, ჰაკიმის ერთ-ერთი ძმა

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერენვენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001-2007 წლებში თამაშობდა „რეალ დრონტენისა“ და „დრონტენის“ აკადემიებში. 2007 წელს შეუერთდა „ჰერენვენის“ აკადემიას.[6]

ზიეშის დებიუტი „ჰერენვენში“ 2012 წლის 2 აგვისტოს, 2012–13 წლების ევროპა ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ შედგა. მოედანზე მან 53 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს.[7] მისი დებიუტი ერედივიზიაში 10 აგვისტოს, „ნეიმეგენის“ წინააღმდეგ შედგა. გუნდმა შეხვედრა 0–2 წააგო.[8] ზიეშმა თავისი პირველი გოლი „ჰერენვენის“ მაისურით, 2013 წლის 10 აგვისტოს „ბრედას“ გაუტანა. გუნდმა შეხვედრა 2–0 მოიგო.[9] 23 აგვისტოს ზიეშმა გააკეთა ორი ასისტი „აიაქსის“ წინააღმდეგ, მატჩი ფრედ 3–3 დასრულდა.[10] 8 ნოემბერს ზიეშმა გოლი და ასისტი მიითვალა „ვალვეიკთან“ მატჩში, რომელიც გუნდმა 5-2 მოიგო.[11] 18 დეკემბერს ზიეშმა შეასრულა დუბლი „ალკმაარის“ წინააღმდეგ თასზე.[12][13] 18 იავარს ზიეშმა გაიტანა „როდასთან“ მატჩში, შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა.[14] 9 თებერვალს მან გაუტანა „გრონინგენს“ ანგარიშით 3-1 მოგებულ მატჩში.[15] 27 აპრილს „უტრეხტთან“ შეხვედრაში შევიდა შეცვლაზე, გაიტანა გოლი და მიითვილა საგოლე გადაცემა, გუნდმა 4-1 მოიგო.[16][17]

ტვენტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 18 აგვისტოს, ზიეში შუერთდა „ტვენტეს“ 3,5 მილიონი ევრო სანაცვლოდ. ზიეშმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 10-ნომრიანი მაისური მიიღო.[18][19] 5 ოქტომბერს ზიეშმა გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა „ალკმაართან“ მატჩში. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.[20] 2015 წლის 6 მარტს, ზიეშმა შეასრულა დუბლი „ვილემ II“-თან მატჩში.[21] 10 მაისს მიითვალა სამი საგოლე გადაცემა „დორდრეხტთან“ 3-0 მოგებულ შეხვედრაში.[22][23] 17 მაისს შეასრულა დუბლი და მიითვალა საგოლე გადაცემა თავის ყოფილ კლუბ, „ჰერენვენის“ წინააღმდეგ.[24][25] ზიეშმა ერედივიზიაში სეზონი 11 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით დაასრულა.[19] 2015-16 წლების სეზონისთვის ზიეშის გუნდის კაპიტნად იქნა არჩეული, მაგრამ მალევე, 2016 წლის იანვარში სტატუსი ჩამოერთვა, გუნდიდან წასვლის სურვილის საჯაროდ გამოთქმის გამო.[26][27] 2015-16 წლების სეზონი მისთვის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი იყო, ერედივიზიაში მან გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა .[28]

აიაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაკიმ ზიეში

2016 წლის 30 აგვისტოს ზიეშმა „აიაქსთან“ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს, ტრანსფერის სანაცვლოდ „ტვენტემ“ 11 მილიონი ევრო მიიღო.[29][30]

2016–18: საწყისი სეზონები და ევროპული ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„აიაქსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ განაცხადი ევროპა ლიგის ფინალის წინ, ზიეში შუაში, მარცხნივ

15 სექტემბერს ზიეშმა მატჩის 79-ე წუთზე მიიღო წითელი ბარათი, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით შეხვედრაში, „პანათინაიკოსთან“, რომელიც გუნდმა 2-1 მოიგო.[31] ექვსი დღის შემდეგ, 21 სექტემბერს „აიაქსმა“ თასზე „ვილემ II“ ანგარიშით 5-0 დაამარცხა, ზიეშმა კი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.[32] 2 ოქტომბერს, ზიეშმა გაიტანა პირველი გოლი ლიგაზე. გუნდმა 3-2 დაამარცხა „უტრეხტი“.[33] 20 ოქტომბერს, „ევროპა ლიგაზე“ გაუტანა ვიგოს „სელტას“. შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა.[34] 20 ოქტომბერს გაიტანა ერთადერთი გოლი „ექსელსიორთან“ მოგებულ შეხვედრაში.[35] 3 ნოემბერს, ზიეშმა გაიტანა ვიგოს „სელტასთან“, 3-2 მოგებულ მატჩში.[36]4 დეკემბერს გაიტანა პენალტი „გრონინგენთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[37] 2017 წლის 15 იანვარს გაუტანა დუბლი „ზვოლეს“, 3-1 მოგებულ მატჩში.[38] 29 იანვარს გაიტანა „დენ ჰააგთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[39] 8 აპრილს გაიტანა „ნეიმეგენთან“, „აიაქსმა“ 5-1 გაიმარჯვა.[40]

2017 წლის 12 აგვისტოს გაიტანა „ჰერაკლესთან“ 1-2 წაგებულ შეხვედრაში.[41] 20 აგვისტოს, ზიეშმა გაუტანა „გრონინგენს“, გუნდმა 3-1 მოიგო.[42] 9 სექტემბერს, ზიეშმა „ზვოლესთან“ აცილებული პენალტის შემდეგ, ზუსტად ხუთ წუთში შეძლო გოლის გაიტანა, გუნდმა 3-0 მოიგო.[43] 18 ნოემბერს ზიეშმა გააკეთა საგოლე გადაცემა „ბრედასთან“ 8-0 მოგებულ მატჩში.[44][45] 26 ნოემბერს მიითვალა საგოლე გადაცემა „როდასთან“ მატჩში, „აიაქსმა“ დამაჯერებლად 5-1 გაიმარჯვა.[46][47] 14 დეკემბერს გაუტანა „ექსელსიორს“ 3-1 მოგებულ შეხვედრაში.[48] 20 დეკემბერს ზიეშმა ვერ გაიტანა პენალტი თავის ყოფილ გუნდთან, „ტვენტესთან“ სათასო მატჩში. გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა.[49] 2018 წლის 4 თებერვალს გაუტანა „ბრედას“. „აიაქსმა“ 3-1 გაიმარჯვა[50][51] სამი დღის შემდეგ, 7 თებერვალს გაუტანა „როდას“, „აიაქსმა“ 4-2 მოიგო.[52] 18 მარტს ზიეშმა შეასრულა დუბლი როტერდამის „სპარტას“ წინააღმდეგ 5-2 მოგებულ შეხვედრაში.[53] 19 აპრილს ზიეშმა გაიტანა „ვენლოსთან“ 4-1 მოგებულ შეხვედრაში.[54]

2018–20: საშინაო ტრებლი და კარგი გამოსვლა ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 25 ივლისს, ზიეშმა გაუტანა გრაცის „შტურმს“, ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე, „აიაქსმა“ 2-0 მოიგო.[55], 2018 წლის 22 აგვისტოს ზიეშმა გაუტანა კიევის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში.[56] 2019 წლის 13 თებერვალს, 1/16 ფინალის პირველ მატჩში გაუტანა მადრიდის „რეალს“, შეხვედრა „აიაქსმა“ 2-1 დათმო.[57] 2019 წლის 5 მარტს, ზიეშმა გაიტანა მეორე შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც გუნდმა 4-1 მოიგო.[58] გუნდმა დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“. მეოთხედფინალურ ეტაპზე ორმატჩიან სერიაში დაამარცხა „იუვენტუსი“ და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში.

2019 წლის 30 აპრილის გააკეთა საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში „ტოტენჰემთან“.[59] მან გაიტანა მეორე გოლი „ტოტენჰემთან“ მეორე ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც გუნდმა ბოლო წამებზე დათმო და 2-3 დამარცხდა.[60] 2019 წლის აგვისტოში ზიეშმა „აიაქსთან“, ახალ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[61]

2018, 2019 და 2020 წლებში ზედიზედ სამჯერ დასახელდა „აიაქსის“ წლის ფეხბურთელად.

ჩელსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილებოდა ზიეშის გადასვლა „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 2020 წლის 14 თებერვალს ოფიციალურად ცნობილი გახდა „აიაქსისა“ და „ჩელსის“ შეთანხმების შესახებ. ტრანსფერის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 38 მილიონი ევრო მიიღო. ათი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზიეშმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს.[62] მისი დებიუტი „ჩელსიში“ შედგა ამხანაგურ მატჩში, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ, ზიეში დაეხმარა დებიუტანტ ტიმო ვერნერს გოლის გატანაში. შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა. 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი „ჩელსიში“. ზიეში „საუთჰემპტონთან“ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე, მესიონ მაუნტის ნაცვლად შემოვიდა. შეხვედრა ფრედ, 3–3 დასრულდა.[63] „ჩელსიში“ ევროტურნირებზე მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, „სევილიას“ წინააღმდეგ შედგა, ზიეში მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.[64]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში (7 ნომერი) ესპანეთის წინააღმდეგ

ზიეშმა ითამაშა ნიდერლანდების 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2014 წელს ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ლუი ვან გალმა შეიყვანა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახანგრძლივებულ შემადგენლობაში. ამ დროს ის 21 წლის იყო. ზიეში არ იქნა შეყვანილი 23 კაციან სიაში რომელიც გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე.[65] ნიდერლანდების ნაკრებში არ ჩაუტარებია არცერთი შეხვედრა.

ახალგაზრდულ ნაკრებებში ჩატარებული შეხვედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

19-წლამდელთა
20-წლამდელთა
21-წლამდელთა

მაროკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში მაროკოს ნაკრების რიგებში
შეჯიბრების მიხედვით
შეჯიბრი მატჩი გოლი
ამხანაგური 13 8
შესარჩევები 6 2
სხვა 11 4
მსოფლიო ჩემპიონატი 3 0
ჯამი 34 14

2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, კოტ-დ'იუვარის ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა მაროკოს ნაკრების მარცხით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.[72] 2016 წლის 27 მაისს, მან შეასრულა დუბლი კონგოს წინააღმდეგ, შეხვედრა მაროკოს ნაკრებმა მოიგო, ანგარიშით 2-0.[73] 4 სექტემბერს, ზიეშმა გაუტანა სან-ტომესა და პრინსიპის ნაკრებს, 2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევ ეტაპზე, მაროკომ ანგარიშით 2-0 მოიგო.[74] ზიეში ვერ მოხვდა ნაკრების 23 კაციან სიაში და შესაბამისად არ მიუღია მონაწილეობა 2017 წლის აფრიკის თასზე.[75]

2017 წლის 1 სექტემბერს ზიეშმა გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, მალის წინააღმდეგ. მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 6-0 მოიგო.[76][77] 2018 წელს მოხვდა მაროკოს ნაკრებში, მსოფლიო თასზე. ზიეშს მსოფლიო თასზე არ გაუტანია, მაროკოს ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა წააგო, ხოლო ერთი ფრედ ითამაშა.[78][79] მაროკოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხა გატანა.

ნაკრებში თამაშობს 7-ნომრიანი მაისურით.

არის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს შედგა მისი დებიუტი ნაკრებში. ეს იყო მისი სადებიუტო წელი მაროკოს ეროვნულ გუნდში. ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლო თავის გამოჩენა. მისი დებიუტი შედგა კოტ–დ'იუვარის ნაკრებთან.

2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს ნაკრებში ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. თავის გამოჩენა სამ შეხვედრაში მოახერხა. ზიეშმა ჯერ კონგოს, ხოლო შემდეგ კანადის ნაკრებს გაუტანა დუბლი. ამ წელს გაიტანა თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებთან ორთაბრძოლაში, 2018 წელს

2017 წელს ნაკრების მაისურით ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავის გამოჩენა მხოლოდ ერთ მათგანში შეძლო. 2017 წლის 1 სექტემბერს გაიტანა დუბლი მალის ნაკრების კარში. მაროკოს ნაკრებმა შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 6-0 მოიგო.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაკიმ ზიეში 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე

2018 წელი მისთვის სანაკრებო დონეზე ყველაზე დატვირთული იყო. მონაწილეობა მიიღო 10 შეხვედრაში და გაიტანა 5 გოლი. ზიეშმა ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. მაროკომ ჯგუფში სადაც ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ირანთან ერთად თამაშობდა ბოლო ადგილი დაიკავა. ზიეშმა ამ წელს ნაკრებში ერთი დუბლი შეასრულა, მან დუბლი გაუტანა კამერუნის ნაკრებს. გარდა ამისა, მან გაუტანა ესტონეთის, სერბეთისა და მალავის ნაკრებებს.

2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელი მისთვის დატვირთული, მაგრამ უშედეგო სანაკრებო წელი იყო. ზიეშმა 10 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო თავის გამოჩენა, გაუტანა დუბლი ზამბიის ნაკრებს. მონაწილეობა მიიღო ოთხ შეხვედრაში აფრიკის თასზე, მაროკო ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე დამარცხდა ბურკინა-ფასოსთან, პენალტების სერიაში. ზიეშმა აფრიკის თასზე ვერ მოახერხა გოლის გატანა.

2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს ნაკრებშა ჩაატარა ერთი მატჩი, 2020 წლის 9 ოქტომბერს მაროკოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 3-1 დაამარცხა სენეგალი. ზიეში მოდეანზე 59 წუთზე შემოვიდა, მაგრამ ვერ მოახერხა გოლის გატანა. კორონავირუსის პანდემიის გამო ზიეშს ნაკრებში თითქმის ერთწლიანი პაუზა გამოუვიდა (ბოლოს ნაკრებში ნათამაშები ჰქონდა 2019 წლის 19 ნოემბერს).

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 9.10.2015
აგადირი
მაროკო მაროკოს დროშა 0–1 კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ამხანაგური
2 12.10.2015
აგადირი
მაროკო მაროკოს დროშა 1–1 გვინეის დროშა გვინეა
ამხანაგური
3 12.11.2015
აგადირი
მაროკო მაროკოს დროშა 1–1 გვინეის დროშა გვინეა
ამხანაგური
4 15.11.2015
ბატა
ეკვატორული გვინეა ეკვატორული გვინეის დროშა 1–0 მაროკოს დროშა მაროკო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
5 29.03.2016
მარაკეში
მაროკო მაროკოს დროშა 2–0 კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდე
2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
6 27.05.2016
ტანჟერი
მაროკო მაროკოს დროშა 2–0 კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგო
ამხანაგური
7 03.06.2016
რადასი
ლიბია ლიბიის დროშა 1–1 მაროკოს დროშა მაროკო
2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
8 4.09.2016
რაბატი
მაროკო მაროკოს დროშა 2–0 სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
2017 წლის აფრიკის თასის შესაარჩევი
9 11.10.2016
მარაკეში
მაროკო მაროკოს დროშა 2–0 კანადის დროშა კანადა
ამხანაგური
10 01.09.2017
რაბატი
მაროკო მაროკოს დროშა 6–0 მალის დროშა მალი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
11 05.09.2017
ბამაკო
მალი მალის დროშა 0–0 მაროკოს დროშა მაროკო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
12 07.10.2017
კასაბლანკა
მაროკო მაროკოს დროშა 3–0 გაბონის დროშა გაბონი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
13 11.11.2017
აბიჯანი
კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარის დროშა 0–2 მაროკოს დროშა მაროკო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
14 23.03.2018
ტურინი
სერბეთი სერბეთის დროშა 1–2 მაროკოს დროშა მაროკო
ამხანაგური
15 27.03.2018
კასაბლანკა
მაროკო მაროკოს დროშა 2–0 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ამხანაგური
16 31.05.2018
კარუჟი
მაროკო მაროკოს დროშა 0–0 უკრაინის დროშა უკრაინა
ამხანაგური
17 04.06.2018
ჟენევა
სლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა 1–2 მაროკოს დროშა მაროკო
ამხანაგური
18 09.06.2018
სანქტ-პეტერბურგი
მაროკო მაროკოს დროშა 0–1 ირანის დროშა ირანი
მსოფლიო 2018
20 20.06.2018
მოსკოვი
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 1–0 მაროკოს დროშა მაროკო
მსოფლიო 2018
21 25.06.2018
კალინინგრადი
ესპანეთი ესპანეთის დროშა 2–2 მაროკოს დროშა მაროკო
მსოფლიო 2018
22 08.09.2018
კასაბლანკა
მაროკო მაროკოს დროშა 3–0 მალავის დროშა მალავი
2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
23 16.11.2018
კასაბლანკა
მაროკო მაროკოს დროშა 2–0 კამერუნის დროშა კამერუნი
2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
24 12.06.2019
მარაკეში
მაროკო მაროკოს დროშა 0–1 გამბიის დროშა გამბია
ამხანაგური
25 16.06.2019
მარაკეში
მაროკო მაროკოს დროშა 2–3 ზამბიის დროშა ზამბია
ამხანაგური
26 23.06.2019
კაირო
მაროკო მაროკოს დროშა 1–0 ნამიბიის დროშა ნამიბია
აფრიკის თასი 2019
27 28.06.2019
კაირო
მაროკო მაროკოს დროშა 1–0 კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
აფრიკის თასი 2019
28 01.07.2019
კაირო
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 0–1 მაროკოს დროშა მაროკო
აფრიკის თასი 2019
29 05.07.2019
კაირო
მაროკო მაროკოს დროშა 1–1
(1–4 პენ.)
ბენინის დროშა ბენინი
აფრიკის თასი 2019
30 06.09.2019
მარაკეში
მაროკო მაროკოს დროშა 1–1 ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
ამხანაგური
31 10.09.2019
მარაკეში
მაროკო მაროკოს დროშა 1–0 ნიგერის დროშა ნიგერი
ამხანაგური
32 15.11.2019
რაბატი
მაროკო მაროკოს დროშა 0–0 მავრიტანიის დროშა მავრიტანია
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
33 19.11.2019
ბუჟუმბურა
ბურუნდი ბურუნდის დროშა 0–3 მაროკოს დროშა მაროკო
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
34 09.10.2020
რაბატი
მაროკო მაროკოს დროშა 3–1 სენეგალის დროშა სენეგალი
ამხანაგური

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩები და გოლები, კლუბების, ტურნირებისა და სეზონების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი[ა] ლიგის თასი[ბ] კონტინენტური[გ] სხვა[დ] ჯამი
დივიზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ჰერენვენი 2012–13 ერედივიზია 3 0 1 0 2 0 2 0 8 0
2013–14 ერედივიზია 31 9 3 2 2 0 36 11
2014–15 ერედივიზია 2 2 2 2
ჯამი 36 11 4 2 2 0 4 0 46 13
ტვენტე 2014–15 ერედივიზია 31 11 5 4 2 0 38 15
2015–16 ერედივიზია 33 17 1 0 34 17
2016–17 ერედივიზია 4 2 4 2
ჯამი 68 30 6 4 2 0 76 34
აიაქსი 2016–17 ერედივიზია 28 7 1 1 13 2 42 10
2017–18 ერედივიზია 34 9 1 0 4 0 39 9
2018–19 ერედივიზია 29 16 3 0 17 5 49 21
2019–20 ერედივიზია 21 6 2 0 11 3 1 0 35 9
ჯამი 112 38 7 1 45 10 1 0 165 49
ჩელსი 2020–21 ინგლისის პრემიერ ლიგა 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
კარიერა 216 79 17 7 0 0 49 10 5 0 287 96

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში ირანის ნაკრებთან შეხვედრაში
ნაკრები წელი მატჩი გოლი
მაროკო 2015 4 0
2016 5 5
2017 4 2
2018 10 5
2019 10 2
2020 1 0
ჯამი 34 14

გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაკიმ ზიეშის გატანილი საერთაშორისო გოლები
No. თარიღი ადგილი მატჩი მეტოქე გოლი შედეგი შეჯიბრი
1 27 მაისი 2016 გრანდ სტად დე ტანჟერი, ტანჟერი, მაროკო 6 კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგო 1–0 2–0 ამხანაგური
2 2–0
3 4 სექტემბერი 2016 პრინცი მულაი აბდელას სტადიონი, რაბატი, მაროკო 8 სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი 1–0 2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
4 11 ოქტომბერი 2016 სტად დე მარაქეში, მარაქეში, მაროკო 9 კანადის დროშა კანადა 2–0 4–0 ამხანაგური
5 3–0
6 1 სექტემბერი 2017 პრინცი მულაი აბდელას სტადიონი, რაბატი, მაროკო 10 მალის დროშა მალი 1–0 6–0 2018 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
7 3–0
8 23 მარტი 2018 სტადიო ოლიმპიკო, ტურინი, იტალია 14 სერბეთის დროშა სერბეთი 1–0 2–1 ამხანაგური
9 9 ივნისი 2018 ლე კოქ არენა, ტალინი, ესტონეთი 18 ესტონეთის დროშა ესტონეთი 2–0 3–1
10 9 სექტემბერი 2018 მოჰამედ მეხუთის სტადიონი, კასაბლანკა, მაროკო 22 მალავის დროშა მალავი 1–0 3–0 2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
11 16 ნოვემბერი 2018 23 კამერუნის დროშა კამერუნი 1–0 2–0
12 2–0
13 16 ივნისი 2019 სტად დე მარაკეში, მარაკეში, მაროკო 25 ზამბიის დროშა ზამბია 1–1 2–3 ამხანაგური
14 2–2

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებითი, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. ზიეშის სუსტი მხარეებია თავით თამაში (მიუხედავად მისი სიმაღლისა) და სისწრაფე. მას არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. ზიეშს აქვს კარგი ბურთის ფლობა, რაც გამოწვეულია მისი პრაქტიკით ფუტსალში, იმ პერიოდში როდესაც მას წვრთნიდა აზიზ დუფიკარი. ზიეში ასრულებს ჯარიმებს, კუთხურებსა და პენალტებს რაც მას გუნდის ლიდერად აყალიბებს. მიუხედავად მისი კარგი ინდივიდუალური თვისებებისა, ის არის გუნდური მოთამაშე, მაგრამ ასევე შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება.

სატრანსფერო ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეშის აგენტია ნახლი მონდიალი. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულებაა 40, 000, 000 ევრო.

ჰაკიმ ზიეშის ღირებულება
(Transfermarkt-ის მონაცემები[80])
კლუბი პერიოდი ღირებულება
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ჰერენვენი აგვისტო, 2012 90,000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ჰერევნენი ივნისი, 2013 180,000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ჰერენვენი სექტემბერი, 2013 540 000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ჰერენვენი აგვისტო, 2014 4 500 000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ტვენტე ივლისი, 2015 6 300 000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ტვენტე თებერვალი, 2016 9 000 000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები აიაქსი იანვარი, 2017 11,700,000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები აიაქსი იანვარი, 2018 18,000,000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები აიაქსი ოქტომბერი, 2018 27,000,000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები აიაქსი აპრილი, 2019 35,000,000 ევრო
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები აიაქსი თებერვალი, 2020 45,000,000 ევრო
დროშა: ინგლისი ინგლისი ჩელსი ოქტომბერი, 2020 40,000,000 ევრო

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, 2018

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდების დროშა აიაქსი (3)

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჰერენვენის“ სეზონის ფეხბურთელი: 2013–14
  • „ტვენტეს“ წლის ფეხბურთელი: 2014–15
  • Mars d'Or (მაროკოს წლის ფეხბურთელი): 2016[81]
  • ერედივიზიას სეზონის გუნდის წევრი: 2016–17, 2017–18, 2018–19
  • „აიაქსის“ წლის ფეხბურთელი: 2017–18, 2018–19,[82] 2019–20[83]
  • წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი: 2017–18[84]
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2018–19
  • წლის საუკეთესო მაროკოელი მამაკაცი სპორტსმენი: 2018[85]
  • აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის წლის გუნდის წევრი: 2019[86]
  • ერედივიზიას თვის ფეხბურთელი: ოქტომბერი, 2018,[87] აგვისტო, 2019[88]

ინდივიდუალური რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი „აიაქსის“ ისტორიაში
  • საუკეთესო აფრიკელი ბომბარიდირი „ტვენტეს“ ისტორიაში
  • მე-2 აფრიკელი ერედივიზიაში გატანილი გოლების რაოდენობით
  • საუკეთესო დრიბლიორი ერედივიზიას ისტორიაში, სეზონში 216 დრიბლინგით
  • ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ევროპა ლიგის ნახევარ-ფინალებში (3)
  • მეორე ყველაზე მეტი მომენტი ერედევიზიაში ერთ სეზონში (პირველ ადგილზეა კრისტიან ერიქსენი 138 მომენტით)
  • ყველაზე მეტი გადაცემა ერედივიზიას ერთ სეზონში (20)
  • ყველაზე მეტი გოლის ავტორი აფრიკელი ფეხბურთელებიდან „დე კლასიეკერში“ (სალომონ კალოუსთან ერთად, ორივე მათგანმა 2 გოლი გაიტანა)
  • ყველაზე მეტი კონტაქტი ბურთთან ერედივიზიას ისტორიაში (ერთ სეზონში): 3205

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიეში მუსლიმია. ბევრია არაფერია ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. როგორც ცნობილია, მას არ ჰყავს შეყვარებული. ზიეშს არ აქვს ტატუირება სხეულის არცერთ ნაწილზე. მისი სიმაღლეა 181 სმ (ზოგიერთი წყაროს ცნობით 180 სმ), ხოლო წონა – 69 კგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბიოგრაფია „აიაქსის“ ოფიციალურ საიტზე
  2. Hakim Ziyech. eredivisielive.nl. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2012.
  3. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წლის შემადგენლობა
  4. the 100 best footballers in the world 2019
  5. ინტერვიუ
  6. Behalve Asv Dronten hoopt ook Reaal op geld uit transfer Ziyech naar Ajax“, DeDrontenaar.nl, 1 სექტემბერი 2016. (nl-NL) 
  7. UEFA.com. UEFA Europa League – Heerenveen-Rapid Bucureşti en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  8. SC Heerenveen – NEC: 0 – 2 (12 აგვისტო 2012) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  9. NAC Breda – SC Heerenveen: 0 – 2 (10 აგვისტო 2013) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  10. SC Heerenveen 3–3 Ajax – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  11. SC Heerenveen 5–2 RKC Waalwijk – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  12. AZ – SC Heerenveen: 2 – 2 (18 დეკემბერი 2013) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  13. AZ – SC Heerenveen: 1 – 5 (21 დეკემბერი 2013) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  14. SC Heerenveen 2–2 Roda – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  15. FC Groningen – SC Heerenveen: 1 – 3 ( 9 თებერვალი 2014) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  16. SC Heerenveen 4–1 FC Utrecht – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  17. SC Heerenveen – FC Utrecht: 4 – 1 (27 აპრილი 2014) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  18. FC Twente bevestigt komst Ziyech van Heerenveen | NU – Het laatste nieuws het eerst op NU.nl. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  19. 19.0 19.1 Bidwell, Nick (Summer 2020). "Premier League Awaits". World Soccer 60 (10): 41.
  20. AZ Alkmaar 2–2 Twente – Eredivisie 2014/2015 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  21. Willem II – FC Twente: 2 – 2 ( 6 maart 2015) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  22. FC Twente – FC Dordrecht: 3 – 0 (10 mei 2015) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  23. Twente 3–0 FC Dordrecht – Eredivisie 2014/2015 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  24. SC Heerenveen – FC Twente: 1 – 3 (17 mei 2015) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  25. Eredivisie match report: Heerenveen 1–3 Twente – Football Oranje“, Football Oranje, 17 მაისი 2015. (en-US) 
  26. Twente strip Ziyech of captaincy – Football Oranje“, Football Oranje, 4 იანვარი 2016. (en-US) 
  27. Ziyech stripped of captaincy – FOX Sports Asia“, FOX Sports Asia, 6 იანვარი 2016. (en-US) 
  28. Hakim Ziyech – History en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  29. Hakim Ziyech signs to Ajax for a reported €11m – DutchNews.nl“, DutchNews.nl, 31 აგვისტო 2016. (en-GB) 
  30. Privacyinstellingen op VI.nl nl. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  31. UEFA.com. UEFA Europa League – Panathinaikos-Ajax en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  32. Ajax 5–0 Willem II – KNVB Cup 2016/2017 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  33. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  34. Europa League (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  35. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  36. Europa League (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  37. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  38. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  39. Ajax – ADO Den Haag: 3 – 0 (29 იანვარი 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  40. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  41. Heracles Almelo – Ajax: 2 – 1 (12 აგვისტო 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  42. Ajax – FC Groningen: 3 – 1 (20 აგვისტო 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  43. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  44. NAC Breda – Ajax: 0 – 8 (18 ნოემბერი 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  45. NAC Breda 0–8 Ajax“, BBC Sport, 18 ნოემბერი 2017. (en-GB) 
  46. Ajax – Roda JC: 5 – 1 (26 ნოემბერი 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  47. Ajax 5–1 Roda JC Kerkrade“, BBC Sport, 26 ნოემბერი 2017. (en-GB) 
  48. Ajax 3–1 Excelsior – Eredivisie 2017/2018 Live en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  49. FC Twente 1–1 Ajax Amsterdam / KNVB-Beker 2017/2018. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  50. Ajax – NAC Breda: 3 – 1 ( 4 თებერვალი 2018) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტოt 2018
  51. LiveMatch sv. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  52. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  53. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  54. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  55. Football (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო 2018
  56. Ajax 3-1 Dynamo Kiev: Ajax close on Champions League return“, BBC Sport, 22 აგვისტო 2018. (en-GB) 
  57. Ajax 1-2 Real Madrid: VAR helps Madrid to edge past Dutch team en. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2019
  58. Real Madrid vs. Ajax Amsterdam“, ESPN. ციტირების თარიღი: 7 მარტი 2019. 
  59. Taylor, Daniel. Tottenham struggle for firepower after Donny van de Beek strikes early for Ajax (30 აპრილი 2019). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2019.
  60. Johnston, Neil. Ajax 2-3 Tottenham (3-3 on aggregate - Spurs win on away goals): Lucas Moura scores dramatic winner (9 მაისი 2019). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2019.
  61. Gleeson, Mark. (11 აგვისტო 2019) Hakim Ziyech: Moroccan scores in Ajax win after signing new deal. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო 2019.
  62. ზიეშმა „ჩელსისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  63. Hafez, Shamoon. Chelsea 3-3 Southampton: Blues must cut out individual errors - Frank Lampard (17 October 2020). ციტირების თარიღი: 17 October 2020.
  64. ჩელსი-სევილია
  65. შემადგენლობა
  66. Zwitserland O19 - Nederland O19. Onsorange.
  67. Turkije O20 - Nederlands Beloften elftal. Onsorange.
  68. Nederlands Beloften elftal - Noorwegen O20. Onsorange.
  69. Jong Ierland - Nederlands Beloften elftal. Onsorange.
  70. 70.0 70.1 Jong Tsjechië - Jong Oranje. Onsorange.
  71. Jong Oranje - Jong Luxemburg. Onsorange.
  72. Soccerway
  73. Morocco vs. Congo – Football Match Summary – მაისი 27, 2016 – ESPN en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  74. Morocco vs São Tomé e Príncipe 2 – 0 | AFCON Qualification | 2017 Gabon | Group Stage | World Football en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  75. Has Renard made a glaring error with Ziyech snub?“. (en) 
  76. World Cup 2018 Qualifiers : Morocco Crush Mali 6–0“, Morocco World News, 1 სექტემბერი 2017. (en-us) 
  77. 2018 World Cup: Morocco thrash Mali as Tunisia and Cape Verde also win“, BBC Sport, 2 სექტემბერი 2017. 
  78. Revealed: Every World Cup 2018 squad – Final 23-man lists | Goal.com“. 
  79. Every World Cup 2018 squad listed: Brazil, France, Spain and more“, Sky Sports. 
  80. Hakim Ziyech - Market Value Development. www.transfermarkt.co.uk. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
  81. La non convocation de Hakim Ziyech fait jaser (23 დეკემბერი 2016).
  82. Ziyech wint Rinus Michels-trofee voor beste speler van het seizoen Dutch. SportNieuws.nl.
  83. Drie op een rij voor Ziyech: 'Lille-uit was mooiste moment' Dutch. AFC Ajax.
  84. Hakim Ziyech winnaar Gouden Schoen, Matthijs de Ligt wint brons Dutch. Voetbal Centraal.
  85. ჰაკიმ ზიეში და ფატიმა ზაჰრა წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს
  86. Mane, Oshoala named African Footballers of 2019 at CAF Awards“, CAF, 7 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2020. 
  87. Hakim Ziyech uitgeroepen tot Eredivisiespeler van de Maand | Eredivisie (2 ნოემბერი 2018).
  88. Hakim Ziyech named as eredivisie player of the month for August (13 სექტემბერი 2019).