მეისონ მაუნტი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1999 | ||
სიმაღლე | 181 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი / საყრდენი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჩელსი | ||
ნომერი | 19 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017– | ჩელსი | 73 | (13) |
2017–2018 | → ვიტესი | 29 | (9) |
2018–2019 | → დერბი ქაუნთი | 35 | (8) |
ეროვნული ნაკრები | |||
2019– | ინგლისი | 20 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მეისონ ტონი მაუნტი (ინგლ. Mason Tony Mount; დ. 10 იანვარი, 1999) — ინგლისელი ფეხბურთელი. ინგლისის პრემიერლიგის კლუბის „ჩელსისა“ და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. შეუძლია ითამაშოს საყრდენი ნახევარმცველისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.
მაუნტის კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ დაიწყო საიდანაც 2017-2019 წლებში გაიჯარებული იყო არნემის „ვიტესსა“ და „დერბი ქაუნთში“. გუნდში დაბრუნების შემდეგ იქცა „ჩელსის“ ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ და გუნდთან ერთად მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.
2017 წელს ინგლისის 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოიგო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2019 წელს შედგა. მაუნტი იყო ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრი ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2020–21
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2021
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ევროპის ჩემპიონატი: ფინალისტი: 2020
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეისონ მაუნტი — Soccerway
|
|
- ↑ Mason Mount. Chelsea F.C..