ალვარო მორატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალვარო მორატა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალვარო ბორხა მორატა მარტინი
დაბადების
თარიღი
23 ოქტომბერი, 1992 (1992-10-23) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ატლეტიკო მადრიდი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2005-2007 ატლეტიკო მადრიდი
2007-2008 ხეტაფე
2008-2010 რეალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2013 რეალი B 83 (45)
2010–2014 რეალი 37 (10)
2014–2016 იუვენტუსი 63 (15)
2016–2017 რეალი 26 (15)
2017–2020 ჩელსი 47 (16)
2019–2020   ატლეტიკო 49 (18)
2020– ატლეტიკო 52 (22)
2020–2022   იუვენტუსი 67 (20)
ეროვნული ნაკრები
2009 ესპანეთი 17-წლ. 6 (2)
2010 ესპანეთი 18-წლ. 2 (3)
2010–2012 ესპანეთი 19-წლ. 13 (11)
2013–2014 ესპანეთი 21-წლ. 13 (13)
2014– ესპანეთი 69 (34)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 დეკემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2023

ალვარო ბორხა მორატა მარტინი (ესპ. Álvaro Borja Morata Martín; 23 ოქტომბერი, 1992, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადრიდის „რეალი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალვარომ 2008 წელს კონტრაქტი გააფორმა „მადრიდის რეალთან“ და დატოვა „ხეტაფეს“ ახალგაზრდული გუნდის რიგები. მან „სამეფო კლუბში“ „ხუვენილ С“-დან დაიწყო და 4 წელიწადში მთავარ გუნდშიც მოხვდა. 2009 წლის ნოემბერში მან გაიარა „ხუვენილის“ ყველა გუნდი (А, B და С) და „რეალ მადრიდ С“-ში მოხვდა. 2010 წლის ივლისში კი მოიგო 2 ახალგაზრდული ტიტული და გაიტანა 34 გოლი. ის გადაყვანილი იქნა „კასტილიაში“. ჟოზე მოურინიუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ის „სამეფო კლუბს“ გაჰყვა ტურნეზე აშშ-ში.

2010 წლის 15 აგვისტოს მორატას ჰქონდა დებიუტი „კასტილიაში“ „ალკორკონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0). ლიგაში მისი დებიუტი ამავე წლის 29 აგვისტოს შედგა „კორუშოსთან“ (3:2), პირველ გოლი მან 31 ოქტომბერს გაიტანა „ალკალოის“ კარში. (1:1)[1].

2010 წლის 12 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდშიც, „სარაგოსასთან“ შეხვედრაში (3:1), 89-ე წუთზე ის დი მარიას ნაცვლად შევიდა მოედანზე. 10 დღეში შედგა მისი დებიუტი სამეფო თასზეც, ის 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე „ლევანტესთან“ მატჩში (8:0). 2011 წლის იანვარში გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო და იგეგმებოდა ალვაროს ძირითადში დაყენება თუმცა იგუაინის შემცვლელად „რეალმა“ არენდით აიყვანა ემანუელ ადებაიორი და ახალგაზრდა ესპანელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ამ პერიოდში მორატამ ახალგაზრდულ გუნდში 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და შეიძლებოდა მისი ძირითადში დაყენება,თუმცა მოურინიუმ გუნდში უფრო გამოცდილი ფეხბურთელი მიიყვანა იგუაინის შემცვლელად. 13 თებერვალს მორატამ კარიერაში გაიფორმა პირველი „ჰეთ-თრიკი“ „დეპორტივო B“-სთან შეხვედრაში (7:1). 2012 წელს გადავიდა პირველ გუნდში და ჩაატარა 1 შეხვედრა, ის მოედანზე გონსალო იგუაინის ნაცვლად გავიდა.

23 ივნისს „Marca.com“-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ალვარო მორატა „მადრიდის რეალის“ პირველ გუნდში ითამაშებდა[2]. მისი დაწინაურება გამოიწვია მისმა ბრწყინვალე თამაშმა „კასტილიაში“. ბოლო ორი სეზონი ის კლუბის ლიდერი იყო. მას შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ისე პლეიმეიკერადაც და მარცხენა ნახევარმცველადაც. „კასტილიის“ ბოლო სეზონში მორატამ 17 გოლის გატანა მოახერხა[3].

სეზონი 2012/13 და 13/14[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორატამ ახალ სეზონში პირველად მე-2 ტურში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ითამაშა, ის სათადარიგო სკამიდან შევიდა მოედანზე. მე-11 ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მორატა ამჯერადაც სათადარიგოდან გავიდა მოედანზე და 84-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა (1:2).

2013-14 წლების სეზონში, მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, ალვარო პირველი გუნდის სტაბილურ წევრად იქცა. ის ხშირად შემოდიოდა სათადარიგო სკამიდან, ძირითად შემთხვევაში ქარიმ ბენზემას ნაცვლად. მორატამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თავის გამოჩენა. მან მისი პირველი გოლი 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „შალკეს“ წინააღმდეგ გაიტანა. მორატამ დუბლი შეასრულა ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც სამეფო კლუბმა 3-1 მოიგო. ალვარო ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა 24 მაისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

„იუვენტუსი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 19 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა მორატას ტრანსფერი ტურინის „იუვენტუსში“. ალვარომ ახალ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მადრიდის „რეალმა“ დაიტოვა შესაძლებლობა გამოესყიდა მოთამაშე 2016 ან 2017 წელს 30 მილიონ ევროდ.ტრანსფერის ღორებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.[4][5][6]

სეზონი 2014–16[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონის საწყის მატჩებში კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებდა კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს, ხოლო მორატა სათამშოთ შეცველბზე შემოდიოდა.თავისი პირველი გოლი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ესპანელმა გაიტანა 27 სექტემბერს გასვლით მატჩში „ატალანტას“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა კლუბმა 3-0 მოიგო.თამაშის შემდგომ მორატამ განაცხადა,რომ ახალ კლუბთან და გარემოსთან შეგუებაში მას ძალიან ეხმარება თანაგუნდელი ფერნანდო ლორენტე.[7]

სეზონის მეორე წრეში მორატამ „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა. ესპანელმა ჩემპიონტა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩში გაუტანა დორტმუნდის „ბორუსიას“, ასევე ორი გოლით გამოიჩინა თავი თავისი ყოფილის გუნდის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ტურნირის ნახევარფინალში, რის შემდეგაც „იუვენტუსმა“ ფინალში გაახწია, სადაც კატალონიის „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა. მორატამ ფინალში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მისმა გოლმა ვერ გადაარჩინა ტურინული კლუბი მარცხისგან.[8]

შემდეგი სეზონი მორატასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. ესპანელმა ჩემპიონტა ლიგის საწყის ორ ტურში გაუტანა „მანჩესტერ სიტის“ და „სევილიას“, რითაც მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 მატჩში გოლის გატანა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში და გაიმეორა კლუბის ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი. პირველი გოლი სერია A-ში ახალ სეზონში მორატამ გაიტანა 2015 წლის 4 ოქტომბერს საშინაო მატჩში „ბოლონიას“ წინააღმდეგ (3-1), თუმცა შემდგომ ესპანელი 19 მატჩის განმავლობაში ვეღარ თავის გამოჩენას, რის გამოც მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში დაიკავა კლუბის ახალწვეულმა, პაულო დიბალამ.2016 წლის 21 მაისს მორატამ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი იტალიის თასის ფინალში „მილანის“ წინააღმდეგ, რის გამოც „იუვენტუსმა“ „ოქროს დუბლის“ შესრულება მოახერხა.[9][10]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს მორატა ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ, ალვარომ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ასევე ის 19 წლამდელთა ნაკრებს გაჰყვა იაპონიაში[11] საერთაშორისო ტურნირის გასამართად. მისმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, იაპონიის შემდეგ.

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა მოცემულია 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით.

კლუბი სეზონი ლიგა თასი საერთაშორისო სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
კასტილია 2010–11 28 15 28 15
2011–12 37 18 37 18
2012–13 18 12 18 12
სულ 83 45 83 45
მადრიდის რეალი 2010–11 1 0 1 0 0 0 2 0
2011–12 1 0 0 0 0 0 1 0
2012–13 12 2 2 0 1 0 15 2
2013–14 23 8 6 0 5 1 34 9
სულ 37 10 9 0 6 1 52 11
იუვენტუსი 2014–15 29 8 5 2 12 5 46 15
2015–16 34 7 5 3 8 2 47 12
სულ 63 15 10 5 20 7 93 27
სულ ჯამში 183 70 19 5 26 8 228 83

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 19 ნოემბერი, 2023[12]
ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
2014 2 0
2015 4 1
2016 12 7
2017 5 5
2018 4 0
2019 6 4
2020 3 1
2021 14 5
2022 11 7
2023 8 4
სულ 69 34

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდ კასტილია
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
იტალიის დროშა იუვენტუსი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთი 19 წლ.
ესპანეთი 21 წლ.

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორატა კარგად თამაშობს მეორე სართულზე, აქვს გოლის გატანის ალღო და შესანიშნავი მოძრაობა. „სამეფო კლუბში“ მას მომავალ ფერნანდო მორიენტესად მიიჩნევენ[13].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]