ლუკას ვასკესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკას ვასკესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკას ვასკეს იგლესიასი
დაბადების
თარიღი
1 ივლისი, 1991 (1991-07-01) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
კურტისი, ესპანეთი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2000-2004 კურტისი
2004-2007 ურალი
2007-2010 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2011 რეალ მადრიდ C 14 (2)
2011-2015 რეალ მადრიდ კასტილია 92 (15)
2014-2015   ესპანიოლი 33 (3)
2015- რეალ მადრიდი 164 (15)
ეროვნული ნაკრები
2016- ესპანეთი 9 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2017

ლუკას ვასკეს იგლესიასი (ესპ. Lucas Vázquez Iglesias; დ. 1 ივლისი, 1991, კურტისი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკას ვასკესი დაიბადა 1991 წელს, კურტისში. თავდაპირველად, საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ გუნდში დაიწყო, 2000 წელს. იგი 2007 წელს ჩაირიცხა მადრიდის რეალის აკადემიაში, 16 წლის ასაკში. მისი დებიუტი „რეალის“ C გუნდში 2010-2011 წლების სეზონში შედგა. ლუკასმა ამ სეზონში 14 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.[1] ამის შემდეგ, ის რეალ მადრიდ კასტილიაში გადაიყვანეს, სადაც მისი დებიუტი 2012 წლის 17 აგვისტოს შედგა „ვილიარეალთან“ გამართულ მატჩში,[2] ხოლო პირველი გოლი 15 ოქტომბერს, „ლას პალმასთან“ შეხვედრაში გაიტანა.[3] საერთო ჯამში, ვასკესმა სამი სეზონი ითამაშა კასტილიის შემადგენლობაში და 92 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

2014 წლის 19 აგვისტოს ლუკას ვასკესი ერთწლიანი იჯარით წავიდა „ესპანიოლში“..[4] ლა ლიგაში მისი დებიუტი 30 აგვისტოს შედგა „სევილიის“ წინააღმდეგ.[5] ამ მატჩში ლუკასი შეცვლაზე შემოვიდა. „ესპანიოლში“ საკუთარი სადებიუტო გოლი მან 5 ოქტომბერს „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.

2015 წლის 30 ივნისს ლუკას ვასკესი მადრიდის რეალში დაბრუნდა.[6] მისი დებიუტი უკვე ძირითად გუნდში 12 სექტემბერს საკუთარი ყოფილი გუნდის, ესპანიოლის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც რეალმა 6-0 იმარჯვა.[7] სადებიუტო გოლი ლუკასმა 30 დეკემბერს სანტიაგო ბერნაბეუზე რეალ სოსიედადის წინააღმდეგ გაიტანა, როცა ქარიმ ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა.[8] 2015-2016 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ვასკესმა 7 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. „ატლეტიკოსთან“ გამართულ ფინალურ მატჩში, იგი მეორე ტაიმში ჩაერთო, კვლავ ბენზემას ნაცვლად. მატჩში გამართულ პენალტების სერიაში ლუკასი პირველი იყო, რომელმაც პენალტი შეასრულა და გატანაც მოახერხა.[9]

ლუკასმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2016 წლის უეფას სუპერთასის მატჩში სევილიას წინააღმდეგ. აღნიშნულ მატჩში სწორედ მან გაუკეთა საგოლე გადაცემა სერხიო რამოსს. სწორედ ამ გოლით მოახერხა რეალმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა.[10]. 26 ოქტომბერს ლუკას ვასკესმა რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, 2021 წლამდე.[11]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკას ვასკესს არ უთამაშია ესპანეთის არც ერთ ახალგაზრდულ ნაკრებში. 2016 წლის 17 მაისს, როცა ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო 2016-სთვის, ლუკასს, ისევე როგორც საულ ნიგეზსა და სერხიო რიკოს, არც ერთი მატჩი არ ჰქონდა იქამდე ნაკრებში ჩატარებული.[12] იგი საბოლოო 23 ფეხბურთელშიც მოხვდა.[13] ლუკასის დებიუტი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შედგა საქართველოს ნაკრებთნ გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ესპანეთი 0-1 დამარცხდა.[14]

ლუკასმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა ევრო 2016-ზე. იგი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 71 წუთზე ჩაერთო მატჩში, ალვარო მორატას ნაცვლად.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი: (12)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fourteen players score for Castilla. Real Madrid C.F (27 February 2012). ციტირების თარიღი: 24 May 2013.
  2. Acedo, Diego. (17 August 2012) Cavenaghi toma los mandos del 'Submarino' Spanish. Marca. ციტირების თარიღი: 24 May 2013.
  3. El 'loco' Castilla enajena a Las Palmas Spanish. Marca (15 October 2012). ციტირების თარიღი: 20 August 2014.
  4. Lucas Vázquez jugarà cedit a l'Espanyol Catalan. RCD Espanyol (19 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 20 August 2014.
  5. El Sevilla impone su oficio ante el Espanyol es. Marca (31 August 2014). ციტირების თარიღი: 3 June 2015.
  6. Official announcement: Lucas Vázquez. Real Madrid C.F (2 July 2015). ციტირების თარიღი: 2 July 2015.
  7. Un histórico Ronaldo lidera la goleada al Espanyol Spanish. La Liga (12 September 2015). ციტირების თარიღი: 12 September 2015.
  8. Real Madrid 3–1 Real Sociedad. BBC Sport (30 December 2015). ციტირების თარიღი: 30 December 2015.
  9. Spot-on Real Madrid defeat Atlético in final again. UEFA.com (28 May 2016). ციტირების თარიღი: 29 May 2016.
  10. Carvajal wonder goal wins Super Cup for Madrid. UEFA.com (9 August 2016). ციტირების თარიღი: 27 October 2016.
  11. Official announcement: Lucas Vázquez. Real Madrid C.F (26 October 2016). ციტირების თარიღი: 26 October 2016.
  12. „Euro 2016: Diego Costa, Juan Mata & Fernando Torres not in Spain squad“. BBC Sport. 17 May 2016. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  13. „Isco y Saúl fuera de la lista de Del Bosque para la Eurocopa 2016“ [Isco and Saúl out of Del Bosque's list for 2016 European Championship] (Spanish). El País. 31 May 2016. ციტირების თარიღი: 3 June 2016.
  14. „Derrota preocupante de la Roja“ [Worrying defeat for the Roja] (Spanish). Mundo Deportivo. 7 June 2016. ციტირების თარიღი: 7 June 2016.