შინაარსზე გადასვლა

მარკო ასენსიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკო ასენსიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარკო ასენსიო ვილემსენი
დაბადების
თარიღი
21 იანვარი, 1996 (1996-01-21) (29 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
პალმა, ესპანეთი
სიმაღლე 182 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ასტონ ვილა
(იჯარით პარი სენ-ჟერმენიდან)
ნომერი 21
ახალგაზრდული კარიერა
2003–2006 პლატგეს-დე-კალვია
2006–2013 მალიორკა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2014 მალიორკა B 14 (3)
2013–2014 მალიორკა 37 (4)
2014–2023 რეალ მადრიდი 144 (23)
2014–2015   მალიორკა 19 (3)
2015–2016   ესპანიოლი 34 (4)
2023– პარი სენ-ჟერმენი 31 (6)
2025–   ასტონ ვილა 4 (2)
ეროვნული ნაკრები
2012 ესპანეთი 16 2 (0)
2014–2015 ესპანეთი 19 12 (8)
2015–2017 ესპანეთი 21 18 (7)
2016– ესპანეთი 38 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 თებერვალი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 სექტემბერი, 2023

მარკო ასენსო ვილემსენი (ესპ. Marco Asensio Willemsen; დ. 21 იანვარი, 1996) — ესპანელი ფეხბურთელი. „ასტონ ვილასა“ (იჯარით „პარი სენ-ჟერმენიდან“) და ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარემარბი და შემტევი ნახევარმცველი. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

პროფესიონალური კარიერა დაიწყო „მალიორკაში“ 2013 წელს. 2014 წლის ნოემბერში შეუერთდა „რეალ მადრიდს“. ის განათხოვრებული იყო მის ყოფილ კლუბსა და ესპანიოლში. დაბრუნების შემდეგ მოიგო რამდენიმე ტურნირი, 2 ჩემპიონთა ლიგის თასის ჩათვლით.

ასენსიოს დებიუტი მალიორკა B-ს შემადგენლობაში შედგა 2013-2014 წლის სეზონში. ამ პერიოდში მას აკვირდებობნენ „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ სკაუტები.[3] 2013 წელს გამოჩნდა „მალიორკას“ ძირითად გუნდში და სადებიუტო გოლი გაიტანა „ტენერიფეს“ კარში.[4]

2014 წლის 24 ნოემბერს რეალ მადრიდმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას „მალიორკასთან“[5] და ფეხბურთელთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა, „რეალ მადრიდს“ ეს ტრანსფერი 3.9 მილიონი ევრო დაუჯდა.[6]

2017 წლის 28 ოქტომბერს მარკო ასენსიო რეალ მადრიდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგძლივა.[7]

ასენსიოს დებიუტი ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებში 2016 წელს შედგა, ის გუნდის წევრი იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 8 სექტემბერი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
ესპანეთის დროშა
2016 2 0
2017 6 0
2018 12 1
2019 4 0
2020 2 0
2022 9 1
2023 3 0
ჯამში 38 2
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
ესპანეთის დროშა ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები
  • უეფა-ს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი: 2015[12]
ესპანეთის დროშა ესპანეთის 23-წლამდელთა ნაკრები
  • ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი: 2020
ესპანეთის დროშა ესპანეთი
  • სეგუნდა დივიზიონის თვის საუკეთესო ფეხბურთელი: ოქტომბერი, 2014[14]
  • უეფა-ს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ფეხბურთელი: 2015[15]
  • უეფა-ს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის ბურთი: 2017[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: