შინაარსზე გადასვლა

ოლდ ტრაფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლდ ტრაფორდი
„ოცნებების თეატრი“

ოლდ ტრაფორდი
მდებარეობა სერ მეტ ბასბის გზა
ტრაფორდი
დიდი მანჩესტერი
ინგლისი
კოორდინატები 53°27′47″ ჩ. გ. 2°17′29″ დ. გ. / 53.46306° ჩ. გ. 2.29139° დ. გ. / 53.46306; -2.29139
აშენდა 1909
გაიხსნა 1910 წ. 19 თებერვალი
მესაკუთრე მანჩესტერ იუნაიტედი
ოპერატორი მანჩესტერ იუნაიტედი
საფარი ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება £90,000 (1909)
არქიტექტორი არჩიბალდ ლიტჩი
ტევადობა 75,643[1]
გუნდები
მანჩესტერ იუნაიტედი (1910–)

ოლდ ტრაფორდი (ინგლ. Old Trafford), ასევე ცნობილია როგორც „ოცნებების თეატრი“ (ინგლ. Theatre of Dreams) — საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მდებარეობს ტრაფორდში (დიდი მანჩესტერი, ინგლისი). სტადიონი 75,643 მაყურებელს იტევს. მიღებული აქვს უეფას 5 ვარსკვლავიანი, ელიტური ნიშანი. სტადიონიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს ამავე დასახელების კრიკეტის სტადიონი და იქვეა მანჩესტერის სადგური.

„ოლდ ტრაფორდი“ საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ საშინაო სტადიონია 1910 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს „ოლდ ტრაფორდი“ გერმანულმა ავიაციამ დაბომბა და შედეგად სტადიონი სერიოზულად დაზიანდა[2]. კლუბი რამდენიმე წლით თანაქალაქელი „მანჩესტერ სიტის“ მოედან „მეინ როუდზე“ გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღდგენილ „ოლდ ტრაფორდზე“ 1949 წლის 24 აგვისტოს დაბრუნდა, როდესაც მათ „ბოლტონ უონდერერსი“ 3–0 დაამარცხეს.

„ოლდ ტრაფორდმა“ ბევრჯერ განიცადა რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. სტადიონის ტევადობა თანდათან იზრდებოდა და ის დღეს ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, ხოლო ინგლისში ტევადობით მხოლოდ „უემბლის“ ჩამორჩება. სტადიონმა უმასპინძლა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს. ასევე აქ გაიმართა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის[3]. ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი „უემბლის“ აშენებამდე, ძირითადად „ოლდ ტრაფორდზე“ მასპინძლობდა მეტოქეებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Manchester United stadium“. premierleague.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  2. „The Old Trafford story: 1931 - 1962“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-05. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  3. „Milan lift European crown“. uefa.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.