სარანგანის ყურე
იერსახე
| სარანგანის ყურე | |
|---|---|
|
სარანგანის ყურის ხედი გლანიდან | |
| კოორდინატები | 05°58′ ჩ. გ. 125°11′ ა. გ. / 5.967° ჩ. გ. 125.183° ა. გ. |
| ქვეყნები | სამხრეთი მინდანაო, ფილიპინები |
| სიგრძე | 33 კმ |
| სიგანე | 16 კმ |
სარანგანის ყურე ― ყურე მინდანაოს სამხრეთ ბოლოში, ფილიპინებში. მიეკუთვნება წყნარი ოკეანის წყალსატევს, სულავესის ზღვას. ყურის თავში ფილიპინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი და პორტი, გენერალ-სანტოსი, მდებარეობს. ყურე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული წყალსატევია ფილიპინების მასშტაბით და ხშირად საზღვაო ინციდენტების ადგილს წარმოადგენს.[1] 1992 წელს შექმნილ სარანგანის პროვინციას სახელი ყურის მიხედვით ეწოდა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყურის საჰაერო ხედი. მოჩანს გენერალ-სანტოსის პორტიც
- სარანგანის ყურე ფილიპინების ერთ-ერთი დაცული საზღვაო ლანდშაფტი
- ყურის ხედი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „2 vessels collide off Sarangani Bay; 2 missing“. Philippine Star. 10 August 2011. ციტირების თარიღი: 13 August 2011.