გენერალ-სანტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
გენერალ-სანტოსი
სებ. Dakbayan sa Heneral Santos,
ტაგალ. Lungsod ng Heneral Santos
Gensan.jpg
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 06°07′00″ ჩ. გ. 125°10′00″ ა. გ. / 6.11667° ჩ. გ. 125.16667° ა. გ. / 6.11667; 125.16667
მმართველი რონელ რივერა
დაარსდა 1939
ამჟამინდელი სტატუსი 1968
ფართობი 492,86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 529 542 კაცი (2007)
სატელეფონო კოდი +63 83
საფოსტო ინდექსი 9500
ოფიციალური საიტი http://www.gensantos.gov.ph/
გენერალ-სანტოსი — ფილიპინები
გენერალ-სანტოსი

გენერალ-სანტოსი (სებ. Dakbayan sa Heneral Santos, ტაგალ. Lungsod ng Heneral Santos) — ქალაქი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე, სამხრეთ კოტაბატოს პროვინციაში, სარანგანის ყურის ნაპირზე. მოსახლეობა — 529 542 ადამიანი (2007 წლის აღწერა)[1].

ადრე ცნობილი იყო დადიანგასის სახელით. დღევანდელი სახელწოდება უწოდეს გენერალ პაულინო სანტოსის პატივისცემის ნიშნად, რომელიც იყო ფილიპინების არმიის გენერალი და დასახლების პირველი პიონერი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილი სადაც ამჟამად ქალაქი მდებარეობს ისტორიაში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში, როდესაც არაბეთიდან ამ რეგიონში ჩავიდნენ მისიონერები ისლამის გავრცელების მიზნით. მაჰმადიანური მმართველების ძალაუფლება გაგრძელდა ესპანეთის მმართველობის დროსაც და შეფერხდა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც ფილიპინები ამერიკელთა ხელში გადავიდა.

1914 წელს აქ გამოჩდნენ პირველი ქრისტიანები. 1920 წელს კი ილოკების თემი. 1938 წელს ამ ადგილების უზარმაზარმა მიწებმა და მდიდარმა საზღვაო რესურსებმა მიიპყრო გენერალ-მაიორ პაულინო სანტოსის ყურადღება, რომელიც შემდგომში ეხმარებოდა მანუელ კესონს ფერმერთ მხარდამჭერი პროგრამის შემუშავებაში[2]. სამხრეთ კოტაბატოს მმართველად დანიშვნის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა მისი განვითარებისთვის.

1939 წელს პაულინო სანტოსი დახვდა პირველ გადასახლებულებს. 62 ემიგრანტი, რომელთა უმრავლესობა იყო ინდუსტრიულ კუნძულ ლუსონიდან იყო, აქ ჩავიდა სასოფლო-სამეურნეო მიწების გამო[2].

1948 წელს ბაიანის ოლქმა (როგორც ამ მომენტისათვის ერქვა ამ ადგილს) მოიპოვა თვითმმართველი მუნიციპალიტეტის სტატუსი და მცირე ქალაქის სტატუსი. ექვსი წლის შემდეგ, 1954 წლის ივნისში, ბაიანს უწოდეს გენერალ-სანტოსი, თავისი დამაარსებლის სახელის მიხედვით[1][2].

1963-1967 წლებში მერ ლუსიო ველაიოს მმართველობისას სოფლის მეურნეობის სერიოზული ზრდა მოხდა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარების წყალობით. 1968 წლის 8 ივლისს გენერალ-სანტოსმა ქვეყნის ხელისუფლების ბრძანების მიხედვით მიიღო ქალაქის სტატუსი[1][2].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი გენერალ-სანტოსი მდებარეობს კუნძულ მინდანაოს სამხრეთ ნაწილში, სარანგანის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში. ქალაქის მიმდებარე ტერიტორია უმეტესად დაბლობია. კლიმატი ხასიათდება დიდი რაოდენობით ნალექით, რაც ხელს უწყობს მიწათმოქმედების განვითარებას[3].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაყოფილია 26 რაიონად — ბარანგებად. ქალაქის მერია დარლენა მანგოლია რიკაზა ანტონიო-კუსტოდიო[4].

ქალაქის ხელისუფლება 2008-2009 წლიდან ახორციელებს პროგრამებს ინვესტიციების მოზიდვისათვის, განათლების სისტემის განვითარების, პერსონალის გადამზადებისა და მოწინავე კადრების მომზადებისათვის, ახალი საცხოვრებლის მშენებლობისათვის, ელექტროფიკაციისათვის და ა.შ.[5]

კულტურა და რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები და არქიტექტურის ძეგლებია. რეგულარულად მიმდინარეობს კულტურული ღონისძიებები, მათ შორის კალინანგანის ფესტივალი[6].

ქალაქში ყველაზე მეტად გავრცელებულია ქრისტიანობა, მათ შორის განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია კათოლიკე ქრისტიანები, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის 90 %-ს. მოსახლეობის 9 % სუნიტური ისლამის მიმდევარია[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 General Information. General Santos City Official Website Magandang Gensan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-09. წაკითხვის თარიღი: 2012-07-02.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 History. City of General Santos. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-02. წაკითხვის თარიღი: 2010-10-23.
  3. Geography. General Santos City Official Website Magandang Gensan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-09. წაკითხვის თარიღი: 2012-07-02.
  4. Personal Information. ANTONINO-CUSTODIO, Darlene Magnolia Ricasa. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-02. წაკითხვის თარიღი: 2010-10-23.
  5. State of the City Address 2009. General Santos City Official Website Magandang Gensan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-09. წაკითხვის თარიღი: 2012-07-02.
  6. Kalilangan Festival. General Santos City Official Website Magandang Gensan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-09. წაკითხვის თარიღი: 2012-07-02.
  7. Philippine Statistics Authority. (July 26, 2017) Muslim Population in Mindanao (based on POPCEN 2015. წაკითხვის თარიღი: August 31, 2018.