პალადი (რაევი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პალადი რაევი (ეგზარქოსი))
მიტროპოლიტი პალადი

მიტროპოლიტი პალადი (ერისკაცობაში — პავლე ივანეს ძე რაევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი, საქართველოს ეგზარქოსი 1887 წლის 29 სექტემბრიდან 1892 წლის 18 ოქტომბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1827 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის მღვდლის ოჯახში .

ნიჟეგოროდის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1852 წელს მაგისტრის წოდებით. 1861 წელს დაქვრივდა, აღიკვეცა ბერად და მცირე ხანში აიყვანეს არქიმანდრიტის წოდებაში.

1863 წელს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის ინსპექტორია, 1864-1866 წლებში სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორი. ლადოგის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, პალადი 1869 წელს ხდება ვოლოგდის ეპისკოპოსი, შემდეგ ტამბოვისა (1873 - 1876 წწ.) და რიაზანისა (1876 - 1882 წწ.). დააფუძნა რასკოლნიკების საწინააღმდეგო მისიონერული საზოგადოება ქ. ტამბოვში და რიაზანში მოღვაწეობისას. ქ. ვოლოგდაში შემოიტანა და დაამკვიდრა კეთილმოწესეთა ("ბლაღოჩინების") არჩევის წესი, იქვე დაამკვიდრა სასულიერო წოდების ემიტარული სალარო.

1887-1892 წლებში პალლადი საქართველოს ეგზარქოსია. 1892 წლიდან პალადი ინიშნება სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტად, ინიშნება უწმიდეს სინოდის წევრად.

მიტროპოლიტი პალადი გარდაიცვალა 1898 წელს[1].

ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან (დიმიტრი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო ჟორდანია) ერთად, პალადის უშუალო ძალისხმევით დაფუძნდა და ამოქმედდა საეკლესიო მუზეუმი ქ. თბილისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Церковные Ведомости"; прот. Е.П. Аквилонов "Над гробом в Бозе почившего владыки-митрополита спб. Палладия" (СПб., 1899)
წინამორბედი:
პავლე
საქართველოს ეგზარქოსი
1887-1892
შემდეგი:
ვლადიმერი